-6-

641 48 3
                                    

"ვგრძნობ როგორ მეცლება ფეხებში ძალა,ცოტაც და ალბათ სირბილს ვეღარ შევძლებ.მივრბივარ,უფრო სწორედ მდევარს გავურბივარ,რომელსაც ჩემი ხორცის დაუფლება სურს.თვალებიდან მხოლოდ ბნელს ვხედავ ჩემდაუნებურად ფეხები მეკვეთება და ცხვირ-პირით ძირს ვეცემი.ფეხის ხმა უფრო ახლოდან მესმის.მისი სახეც კი არ დამინახავს."
ისევ ეს კოშმარი ამდენი ხნის მერე.ხელებს საბნის ზემოდან ზეწარს ვავლებ და მაგრად ვუჭერ.თვალის გახელა მინდა,თუმცა ვერ ვახელ მძიმედ მეხუჭება ისევ.ჩემთან ვიღაც არის.არა ვიღაც არა რამდენიმეა აქ ჩემს გვერდით. შუბლი მითავისუფლდება,მაგრამ მალევე ცივი სველი ნაჭერი შუბლს მიციებს.მთელ სხეულში მაკანკალებს.სახიდან ოფლი კისერში ჩამდის.
- რა სჭირს ჩემს გოგოს?-ბებიას აღელვებული ხმა მესმის. "ბებიაა" მინდა დავუძახო თუმცა ვერ ვახერხებ.ისევ ვიკარგები სადღაც.
"-მეთამაშები საყვარელო? -მესმის უფრო ახლოდან მისი ხმა.სირბილით დაღლილი ქოშინით სუნთქვა არეული.-მე ყოველთვის ვიღებ იმას რაც მინდა.ახლა კი მე შენ მინდიხარ და ასეც იქნება.-ისევ განაგრძობდა ის.მე კი თავს ძალა დავატანე და ისევ ავდექი.ყურებში საკუთარი უსწრაფესად მოგუგუნე გულის ხმა მესმის.ისევ გავურბივარ,ის კი ავღორცული სიცილით და ახლა უკვე აუჩქარებლად უკან მომყვება.არ ჩქარობს,რადგან დარწმუნებულია,რომ ვერ გავექცევი.მე კი მინდა გავექცე. კიდევ ერთ ბნელ კუთხეში შევუხვიე.რატომაა აქ ყველგან ბნელი.საკუთარ თითსაც ვერ შენიშნავ თვალთან ამ სიბნელეში.რამდენიმე ნაბიჯს ვდგავ და ვხვდები,რომ ჩიხში ვარ."
ჩემი კოშმარიდან ისევ  გამოვიდივარ.თვალებს ისევ ვერ ვახელ,მხოლოდ ოთახში მყოფთა ხმა მესმის. შიშს აღარ ვგრძნობ,რადგან ნაცნობი ხმებია.
- როდემდე უნდა იყოს ასე?-მესმის ბებიას ნამტირალევი ხმა.- სადაა ეს ბიჭი ამდენ ხანს?!
- ნუ გეშინია. უბრალოდ მაღალი სიცხე აქვს.ექიმიც მალე მოვა- ნია ამშვიდებდა.
- ასე უცებ რა დაემართა?-ქვითინებს ბებია.ნიას ღმად ჩასუნთქვის ხმა მესმის.შუბლზე თბილს ისევ ცივი ნაჭერი ცვლის.
- ექიმი მოვიყვანე- საბოლოოდ მესმის სეჰუნის აღელვებული ხმა,რომელიც ისევ ჩახშობას იწყებს და მე ისევ ჩემს ბნელ კოშმარში ვბრუნდები.
"უკან ვიხევ თუმცა გვიანია.ის კიდევ უფრო ახლოა.ბნელ კუთხეში ვიკუზები და ცხვირ-პირზე ხელს მაგრად ვიჭერ.იქნებ წავიდეს?!იქნებ წავიდეს?!ღმერთო მიშველე.დამეხმარეთ.რატომ არავის ხმა არ ისმის.შინაგანად ვყვიროდი გონებაში.როცა გჭირდება,მაშინ არავინ არ არის შენს გვერდით.
-ვიცი,რომ აქ ხარ-თითქოს ორი ნაბიჯიდან მომესმა ხმა.გავირინდე.აქ ხო ძალიან ბნელა ვერ დაგინახავს.ვამშვიდებდი ჩემს თავს,თუმცა მალევე განათდა პატარა ნაწილი.მოპირდაპირე მხრიდან ნელ-ნელა ჩემსკენ წამოსვლა დაიწყო.ალბათ ტელეფონი აქვს.ჯანდაბა ჩემი ჩანთა გზაში დამივარდა.კბილებს შორის ტუჩს ვიქცევ და კბილებით ვაწვები.შიშისგან ტუჩებზე კბენით ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობ.წამიც და ბნელი კაშკაშა სინათლემ შეცვალა.სახეზე ხელები ავიფარე.ახლა სირაქლემას ვგავდი.-ხომ გითხარი საყვარელო,რომ ყოველთვის ვიღებ იმას,რაც მინდა.-ხმაში აშკარა კმაყოფილება ეტყობოდა და იგრძნობოდა როგორ იღიმებოდა.სახიდან ხელები ჩამოვიხსენი
-მიშველეთ- ვყვირი განწირული,თუმცა მალევე მიწყდება ხმა,რადგან ვეღარ ვსუნთქავ.მინდა ამოვისუნთქო.ვცდილობ... ვცდილობ,მაგრამ არ გამომდის.პანიკა მიპყრობს.ძირს ვეცემი. ვცდილობ ხოხვით სხვაგან გავძვრე,მაგრამ ფეხზე ხელს მაგრად მიჭერს და მატრიალებს.ვეღარ ვუძალიანდები.გონება მებინდება.ყურებში შხუილი და გულის უკვე ნელი ცემა მესმის.ვგრძნობ როგორ მტკივნეულად დადის მისი ხელები ჩემს ფეხზე,თეძოზე და მაისურის შიგნით აცურებს.უხეში ხელები.დიდი და უხეში."
ჩემი ბნელი კოშმარი მტოვებს.თვალების ოდნავ გახელას ვახერხებ. ოთახს მბჟუტავი შუქი ანათებს.მინდა უფრო კარგად გავახილო,მაგრამ ვერ ვახერხებ.მოჭუტული ოდნავ გვერდით ვიხედები.საწოლთან გვერდით ვიღაც ზის. საწოლს ეყრდნობა იდაყვები და თავი ხელებში აქვს ჩარგული. ეს არც ბებიაა და არც ნია. სანამ ძილი ისევ წამართმევს თავს ვცდილობ გავარჩიო ვინაა.
- სეჰუნ...- ვამბობ,თუმცა ალბათ მხოლოდ მე მესმის.რადგან პასუხი არ გამიგია.ისევ ღრმად ძილში წავედი.იქ კი ჩემი ბნელი კოშმარი მელოდება ჩასაფრებული. ისევ მიცდის და უნდა ხელთავიდან განვიცადო ყველაფერი. ყველაფერი თავიდან არ იწყება უბრალოდ ისევ გრძელდება იქედან სადაც გავჩერდი.
"სხეულზე მძიმედ დამაწვა. ერთ ხელს ახლა თვითონ მაფარებს პირზე,თუმცა ვერ ვხვდები,რატომ?მე ხომ ისედაც ვერც ვყვირი,ვერც ვსუნთქავ და საერთოდ გულიც კი ანელებს მუშაობას.ბოლოს ჩემს სმენას საქამრის გახსნის ხმა წვდება,მე კი თვალები მეხუჭება და ბნელ მორევში ვეშვები. სივრცეში მივფარფატებ ისე,როგორც ცაში გაშვებული  ფრანი ან პეპელა,რომელიც ცაში აიჭრა და ფარფატებს,ვეღარაფერს ვგრძნობ აღარც მესმის, აღარც ის ამაზრზენი არსებაა ჩემთან.მხოლოდ მე და სიბნელე,რომელსაც არ ვიცი სად მივყავარ."
წყურვილი მაღვიძებს.ნელნელა ვიწყებ ოთახის აღქმას.გვერდით ნია მიზის და მაშინვე სახე გაბადრული მიწყებს ყურებას.მეც ვუღიმი.
- როგორ ხარ? - შუბლიდან უკან თმისკენ ხელს მისვამს და თბილად მიღიმის.
- გადავრჩები-ღიმილი უფრო ფართო მიხდება.გამოშრალი პირი თავს მახსენებს.- მწყურია.
- ახლავე- იქვე ტუმბოდან ჭიქას იღებს და მიწვდის მეც თავს ვწევ დასალევად.პირს ვისველებ და რამდენიმე ყლუპს ვყლაპავ.-მაღალი სიცხე გქონდა.ექიმმა ნემსი გაგიკეთა.როგორც ჩანს გიშველა.- პასუხი ჯერ კიდევ არ გაფიქრებულ კითხვაზე გამცა.
- არ მახსოვს როგორ მოვედი- ვლუღლუღებ და ისევ საწოლზე ვდებ თავს.
- სეჰუნმა მოგიყვანა.საკმაოდ შეშინებული იყო- სიცილი უსკდება ნიას.თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ.
- უკვე კარგად ვარ შეგიძლია წახვიდე.- ნიას გავხედე.ყოყმანობს.- მძინარეს ხო არ უნდა მიყურო წადი- თვალებით ვანიშნებ, თან ვუღიმი. ისიც მიჯერებს შუბლზე მკოცნის და მიდის.საწოლში ადგილს ვიცვლი და ისევ მეძინება ჩემი კოშმარით გადაღლილს.
***
ვეღარ ვისვენებ. საწოლზე ვწრიალებ.ტუმბოზე მოთავსებულ ტელეფონს ვწვდები და საათს ვამოწმებ.ექვსი დაიწყო.მუცელი საშინლად მიბუყბუყებს აშკარად მშია.ფეხზე ვდგები.თავიდან თავბრუსხვევას ვგრძნობ,მაგრამ წონასწორობას ვიცავ.სამზარეულოსკენ ნელი სვლით მივემართები. ალბათ მთელი ათი წუთი დამჭირდა აქ ჩამოღწევამდე.ვცდილობდი არავინ გამეღვიძებინა, თუმცა არც სწრაფად სიარული შემეძლო.სამზარეულოსკენ მიმავალ კედელს მივყვები.იქედან კი მაცივრის კარების ხმა მესმის.
- ალბათ უკვე ადგა სიუ.- ვბურდღუნებ ჩემთვის და შევდივარ.მის მაგივრად ხელში სეჰუნი მრჩება.მაცივრთან წვენის ბოთლით ხელში.ჩემსკენ ბრუნდება და შეშდება.ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.ჩემს ნაბიჯს თვალს ადევნებს.
- როგორც ჩანს უკვე კარგად ხარ.- ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და ჩემგან საწინააღმდეგოდ მეორე გასასვლელიდან გადის.ვერც ვერაფერს ვეუბნები და არც მეძლევა ამის საშუალება.ან რა უნდა უთხრა ბიჭს,რომელიც გკოცნის შემდეგ კი გონებას კარგავ და მაღალი სიცხისგან კვდები. სიმართლის თქმა არც შემიძლია და არც მსურს.ამიტომ მხოლოდ ამოვიხვნეშე და მაცივრისკენ წავედი. ბუტერბროდისთვის მასალებს ვიღებ ვიმზადებ და მშიერ კუჭზე კარგად ვნაყრდები.კიდევ კარგი რამდენიც არ უნდა ვჭამო ჩემს წონას არაფერი ემატება.დანაყრებული ჩემს ოთახში ვბრუნდები და თვითგვემას ვეცემი.
***
საშინელი დღე და ღამე მქონდა გუშინ. თუმცა რათქმა უნდა ამას ლი ნინგი ვერ ამჩნევს. მის კომპანიაში მისივე კაბინეტში მე და ლექსო ვზივართ სავარძლებში. ბებიაჩემის დიდი ჩხუბისა და დარიგებების შემდეგ ძლივს შევძელი სახლიდან გამოსვლა.
მაგიდაზე მოთავსებული ტელეფონი წკრიალებს.ისიც პასუხობს მაშინვე.
- კი კი შემოვიდნენ.- ფართოდ მომღიმარი ისევ ჩვენს წინ სავარძელში ბრუნდება.- ვფიქრობ გაინტერესებთ ვინ იქნება თქვენი პარტნიორი.-უკვე ვიცი.ვფიქრობ და თავს დაბლა ვხრი.-მართალია ჯერ არ დაგვთანხმებია,მაგრამ ვეცდები..- საუბარს კარებში შემოსული სტუმრები აწყვეტინებენ.თვალს შემოსულებისკენ ვაპარებ. წამით ჩემი და სეჰუნის მზერა ერთმანეთს ხვდება.გონებაში სამზარეულოში მომხდარი მახსენდება და წარბებს ვკრავ.ისე იქცევა გეგონება ბოდიში აქეთ მქონდეს მოსახდელი.
- ბატონო ლი- ხელს ჯერ თვითონ ართმევს.შემდეგ კი მის უკან მომავალი მასზე ცოტა უფროსი კაცი.ალბათ მენეჯერია.
- დაბრძანდით- ბატონი ლი ჩვენს მოპირდაპირე სავარძლებზე ანიშნებს და ისინიც სხდებიან.პირდაპირ საქმეზე გადადის.- ძალიან გამიხარდება თუ ორივე მხარე შეთანხმებით და ამ კოლექციას ერთად წარადგენთ.საოცარი ბილბორდები გამოვა თქვენ ორისგან.ჯერ კიდევ წვეულებაზე შევამჩნიე თქვენს შორის იდუმალი ცეცხლი.ერთმანეთს ბრაზით შესქერით თუმცა მზერაში სხვას ვხედავ ერთმანეთისკენ ლტო...
- მე უარს ვამბობ- გაღიმებული სახე ეყინება კაცს სეჰუნის ამ სიტყვებზე.მეც,ლექსოც და მისი მენეჯერიც გაოცებულები შევყურებთ.ბატონ ლის კი სახეზე აღარანაირი ემოცია აღარ ეტყობა.
- რატომ?რა მოხდა?- უცებ დგება განცვიფრებული სავარძლიდან.
- უბრალოდ არ მინდა მასთან ერთად მუშაობა- ისე ანიშნებს ჩემზე.ზედაც არ მიყურებს.ვხდები მის გარდა ყველა მე შემომყურებს.ჩემს საწოლთან მჯდომი ეტყობა მომეჩვენა,რადგან ახლა როგორც საძულველს ისე მექცევა.
- რამე პრობლემა თქვენს შორის?-ლექსომ გადმომიჩურჩულა.ფეხზე ვხტები გაბრაზებული.
- შენ გგონია მე მინდა შენთან ერთად მუშაობა?სრულებით არ მსურს.- ზედმეტად ქედმაღლურად გავყურები.
-ხოდა ძალიან კარგი - ისიც იმავე მზერით მპასუხობს.- არც ერთს არ გვინდა,ამიტომ - დირექტორს უბრუნდება.-ჩემი შემცვლელი მოძებნეთ.
- ბავშვებო რა გჭირთ?-კაცი აღშფოთებას ვეღარ მალავს.პასუხს აღარ ცემს უბრალოდ ემშვიდობება და კარისკენ მიდის.
- ძალიან კარგი.გამაგებინეთ შემცვლელს,რომ იპოვით- ვეუბნები ამაყად. ლექსოს ვანიშნებ,რომ ჩვენი წასვლის დროა.ვემშვიდობები და მეც კარისკენ ვბრუნდები.
- მაგრამ მე თქვენი ცეცხლი მჭირდება - მოგვჩხავის კაცი ზურგს უკან.ისე სწრაფად წავედი კარისკენ დავეწიე  კარის გაღებისას გვერდით ვუბიძგე და გარეთ პირველი მე გამოვედი.დერეფანში სწრაფად მივაბიჯებ.უკან ლექსო მომდევს.ვხდები როგორ უნდა ახლა კითხვები დამაყაროს.მაგრამ ხმას არ იღებს.ამისთვის მადლობელი ვარ.სასწაული მეგობარია.ორივე ლიფტში შევდივართ.მობრუნებული ვხედავ გვიახლოვდებიან.მენეჯერი გაცხარებული ელაპარაკება.ის კი მოდის და უბრალოდ მე მიყურებს.დახურვის ღილაკს ხელს რამდენჯერმე ვურტყავ მალე,რომ დაიხუროს.
- მოიცა მოდიან.-ლექსო ჩუმად მეუბნება ისევ.
- სხვას გამოყვებიან.-მოსულს ჩემი ნათქვამი კარგად და მკაფიოდ ესმის.მხოლოდ ტუჩის კუთხე ეძგიბება ღიმილისგან.ამის დანახვას ვასწრებ და კაბინის კარები იხურება.
***
უკან ეზოში გაბრაზებული დავაბიჯებ.
- გაბრაზებული მე უნდა ვიყო.მე უნდა ვაიგნორებდე.მე უნდა გავურბოდე.- ვერც კი ვამჩნევ საჩვენებელ თითს მკერდზე როგორ ვირტყავ.სახლს ოდნავ  ვცილდები და მინდორზე ვკალათდები.ვცდილობ ფსიქოლოგიურად დავწყნარდე.გვერდით ვიღაცის დაჯდომას ვგრძნობ.
- დალიე- მიწვდის ჭიქას ლექსო.- ცოტა დამშვიდდები.
- აღელვებული არც ვარ- ვიცხადებ უცებ,თუმცა ჭიქას ვართმევ და წვენის სმას ვიწყებ.
- ხომ იცი შეგიძლია ყველაფერი მითხრა. რამე ისეთი ქნა რამაც შენი გუშინდელი მდგომარეობა გამოიწვია?-თავს მისკენ ვატრიალებ.თბილი მზერით შემომყურებს.
- მაკოცა-მცდება დაუფიქრებლად ბაგეებიდან.დიდხანს,რომ არ დავფიქრდე უცებ ვაყრი შემდეგსაც- ჩემი ორგანიზმის რეაქცია ხომ იცი ასეთ რაღაცეებზე. ცუდად გავხდი.დანარჩენი შენც იცი.
- რატომ არ გინდა იმაზე ილაპარაკო რაც მაშინ მოხდა.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი - თავს აკეცილ მუხლებზე ვიდებ.
- რო არ ლაპარაკობ სწორედ მაგიტომ ხარ ეგრე.თერაპევტი უნდა აიყვანო. ამას უკვე მერამდენედ გეუბნები.დამიჯერე ისეთი არაფერი მომხდარა რაც შენ გაშინებს- მისკენ სწრაფად ვაბრუნებ თავს.აქამდეც უცდია ლაპარაკი ამ თემაზე თუმცა ასე შორს არასდროს წამომიყვანია თემა.
-შენ რა იცი იქ,რომ არ ყოფილხარ?
-ააჰ თაკო.ხომ შეგეძლო ასე ადრე მაინც მოგესმინა ჩემთვის.იმასაც გაიგებდი,რომ მანამდე მოვედი სანამ შორს შეტოპავდა.-ვუსმენდი და ყურებს ვერ ვუჯერებდი.- გონება გქონდა დაკარგული ამიტომ არ გახსოვს ბოლო მომენტი.- თვალებში ცრემლები მიდგება.ხელს სწევს ჩამოგორებული ცრემლის მოსაწმენდად თუმცა რეფლექსურად ვიწევი.- ხედავ? უკვე ავტომატური გახდი. ყოველთვის გეუბნებოდი,რომ ისეთი არაფერი მომხდარა. სხვა რამის თქმის საშუალებას არ მაძლევდი.
-იქ როგორ აღმოჩნდი?-რატომ გავიხსენი ახლა მე თვითონაც მიკვირს.
- უბრალოდ ჩემთვის მივაბიჯებდი ქუჩაში.ადრე მარტოობა მიყვარდა- ეცინება და ცდილობს მეც გადმომდოს.ოდნავ ვუღიმი აცრემლებული.თავი ისევ მუხლებზე მიდევს და გვერდით მას გავცქერი.-ყვირილი მომესმა.ვიღაც შველას ითხოვდა.მხოლოდ ერთხელ დაიძახე თუმცა მაინც მოვახერხე მოგნება.თან იმ ჩაბნელებულ ადგილზე მხოლოდ იქ ანათებდა რაღაც.მოსულმა, რაც პირველი მომხვდა ხელში, ის, ჩავარტყი თავში.გვერდით გადავარდა და გონება დაკარგა. ყველაფერი ისევ ზედ გეცვა.ვერ მოასწრო.-მიყურებს და ისევ მიღიმის.-შენ საავადმყოფოში წაგიყვანე,ის კი პოლიციას დავუტოვე.
- ლექსო- ვეუბნები აკანკალებული ხმით.მას კი მზერაში შიში უკრთება.
- ცუდად ხარ? მაპატიე არ უნდა დამეწყო ამაზე ლაპარაკი- სიტყვებს ერთმანეთს აყრის.
- არაა კარგად ვარ. ცხოვრებაში პირველად.  უბრალოდ მინდა ჩაგეხუტო და მადლობა ასე გადაგიხადო,მაგრამ არ შემიძლია ხომ იცი-აცრემლებული და მადლიერი მზერით შევყურებ.
- სურვილიც საკმარისია- ჩამიცინა- კარგ ექიმს გიპოვი კარგი?-ცდილობს დამითანხმოს.- ვინც ამ შიშებს დაგაძლევინებს.აი მერე კი შეგიძლია მადლობა ჩახუტებით გადამიხადო. მეცინება.აქამდე ხელში შეყინულ წვენს ძირს ვდებ. ხელებით ჩამოგორებულ ცრემლებს ვიწმენდ და მის წინადადებას თავის ქნევით ვთანხმდები.

"Philophobia" (სრულად)Onde histórias criam vida. Descubra agora