ვერ ვიტან ლოდინს.არადა ბებიაჩემი ყოველთვის ასე მიკეთებს.მის მოლოდინში ლამის კოფეინით გავსკდი.
-კიდევ ერთი რო დავლიო ჭკუიდან გადამიყვანს.-ჩავხედე ჩემს უკვე მესამე ცარიელ ჭიქას.-სად ხარ ამდენხანს?-თვალი შემოსასვლელი კარისკენ გავაპარე.კარებში რამდენიმე პარკით ხელში ძლივს შემოვიდა და წინ ჩამომიჯდა.-მთელი სავაჭრო ცენტრი იყიდე?-პარკების დანახვაზე შევშფოთდი.
-ყველაფერი რაც მომეწონა.ყავას მეც დავლევ და წავიდეთ-ჩამიღიმა და ოფიციანტისკენ აპირებდა შებრუნებას.უცებ შევაჩერე.
-წავიდეთ რა. შენი სამყოფიც მე დავლიე.რომ მივალთ სახლში პირადად მოგიმზადებ საოცარ ყავას.თან სირცხვილია რამდენი ხანია გველოდება მძღოლი-მომლოდინე ბიჭის ხსენებამ გაჭრა და დამთანხმდა. სავაჭრო ცენტრიდან გამოსულებმა მაშინვე მანქანას მივადექით საიდანაც ჩვენი დანახვისას ბიჭი გადმოხტა.ყველაფერი გამოგვართვა და საბარგულში ჩატენა.რაც არ ჩაეტია წინა სავარძელზე დააწყო. დანახვისას მასაც ისეთივე მიმიკა ქონდა ალბათ როგორიც მე ბებიაჩემის დანახვისას ამ პარკებით.გამეცინა და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი უკან სავარძელზე.ბებიამაც თავისი ადგილი დაიკავა და როგორც იქნა სახლში წავედით.
გზაში ისევ ხედებით ვტკბებოდი.ქალაქიდან გასვლიდან ოც წუთში რაღაც დასახლებაში შევედით. მდიდრების დასახლებაა.ამას სახლების სიდიდისა და მოპირკეთებით ვარკვევ.ერთმანეთისგან დიდი დაშორებებია.ლამაზი მდიდრული სახლები ლამაზი ბაღებით.ერთ-ერთ სამსართულიან სახლთან გაჩერდა ჩვენი მანქანა.გადავედით.მძღოლმა თავაზიანად გვითხრა,რომ თვითონ შემოიტანდა ყველაფერს.სახლის კარები გაიღო და იქედან ნია გამოვარდა.პირველი შემოეხვია ბებიას ტანზე. კიდევ უფრო გალამაზებულა.ბოლოს საავადმყოფოში,რომ ვიყავი ორი წლის წინ ასე ახლოდან მაშინ ვნახე.როგორც იქნა მოწყდა ბებიას და ახლა მე შემომეხვია.მეც იგივეთი ვუპასუხე.როგორ მომნატრებია ეს გიჟი ქალი.ხელებს მაგრად ვუჭერ.
-ღმერთო როგორ მომნატრებიხართ-ჩურჩულებს ყურთან.
-მეც ნი-ვუპასუხე და ხელებიდან გამომეცალა.მხიარულად სახლისკენ გაგვიძღვა.
-ჯეკი არ უნდა შემომეგებოს?-ბებიამ თავი წაიგრძელა კარებისკენ.ორივეს გაგვეცინა.
-კომპანიაშია.ბოდიში მოგიხადათ თვითონ, რომ ვერ დაგხვდათ.უკვე მალე მოვა.-ისევ წინ წაგვიძღვა.სახლი კი არა სასახლეს გავდა შიგნიდან.ორივე მხარეს ლამაზად მოჩუქურთმებული კიბეები ადიოდა ჯერ მეორე სართულზე შემდეგ მესამეზე.
-აქ პრინცესა გგონია ხო თავი-გადავულაპარაკე ნიას.მანაც ჩაიხითხითა.
- ასეც არის.ჯეკისთვის.-ბებიამ მიიხუტა შვილიშვილი. მძღოლმა,რომლის სახელიც ჯერ კიდევ არ ვიცი ჩვენი ბარგი შემოიტანა სახლში. ქალბატონს თავი დაუკრა.ნიამაც გაუღიმა და ბიჭიც გატრიალდა.
-თქვენს ოთახებს განახებთ.დღეს კიდევ გვეყოლება სტუმარი.ჯეკის დეიდაშვილია.-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ხმამ შეაჩერა.
-მემ თქვენთან დიზაინერია მოსული.-ნიამ საწყალი სახით გადმოგვხედა,შემდეგ ისევ მოსამსახურეს მიუტრიალდა.-კარგი სიუ აჩვენე მათ თავიანთი ოთახები.-განკარულებებს იძლეოდა.-დაისვენეთ ვახშამზე შევხვდებით.-მხიარულად მოგვაყვირა და ოთახში გაუჩინარდა.
-გთხოვთ-სიუმ ჩვენი ყურადღება მიიპყრო.ორივე მას მივყვებოდით.ბებია ხმას აღარ იღებდა წყნარად მოგვყვებოდა."როგორც იქნა იგრძნო დაღლა" გავიფიქრე და ჩამეღიმა.ან იმედოვნებდა ნიასთან ერთად მეტი დროის გატარებას მას კი აქეთ იქეთ ექაჩებიან და დრო არ აქვს შესაძლოა ამიტომაც მოიწყინა.ახლა კარგი ვარიანტი მის გასამხნევებლად ის იქნება,რომ მივიდე და მოვეხვიო,თუმცა გრძნობების გამოხატვა ნაკლებად მიყვარს.სიუმ ჯერ ბებიას ოთახთან მიგვიყვინაა მეორე სართულზე.
-დასვენება ნამდვილად მჭირდება-ყველანაირი ემოციის გარეშე ჩაილაპარაკა. მორჩა მის მოწყენილობას ვეღარ ვუძლებ უკვე.ჯანდაბას ჩემი უკარებლობა.სანამ შევიდოდა უკნიდან მოვეხვიე.თავი მხარზე ჩამოვადე.ვიგრძენი როგორ ჩაიღიმა.მკლავებზე ხელები მომისვა და თავი მომადო.-იმედი მაქვს სანამ წავალ ნორმალურად ვნახავ.ეს სულ აქაა და ამის შემდეგ სულ აქ დარჩება.შენც აქეთ იქეთ მოგზაურობ.სასწრაფოდ მჭირდება სიყვარულის ობიექტი მარტო,რომ არ ვიყო-ეცადა ეხუმრა.გამეცინა კიდევაც.მივხვდი,რომ უშველა და მის სხეულს მოვშორდი.
-ახლა ჩემს ოთახს მივაგნებ და გნახავ მერე -ლოყაზე სწრაფად ვაკოცე და მომლოდინე სიუს გავყევი.ჩემი ოთახი მესამე სართულზე აღმოჩნდა.ოთახში ყველაფერი თეთრში იყო გადაწყვეტილი.არც ძალიან გადატვირთული იყო, თუმცა ყველაფერია საჭიროებისთვის.
-თქვენს ბარგს ახლავე ამოგიტანთ.-სულ დამავიწყდა ზურგს უკან მდგარი სიუ უკან მივბრუნდი მის ხმაზე ღიმილიანი სახით გავაცილე.ცოტახნით თვალი მოვავლე ისევ ოთახს.აივანსაც მივადექი.უკანა მხარეს აუზზს გადაჰყურებდა.ირგვლივ სიმწვანე სუფევდა.თვალები დავხუჭე და სიმშვიდემ მომიცვა.კარებზე ხმამ გამომაფხიზლა.სიუმ ჩემი ჩემოდანი ოთახში შემოიტანა და ისევ დამტოვა.ლამაზ ხედს მოვწყდი და უკან შევბრუნდი.საწოლის კიდევ ერთხელ დანახვაზე დაღლილობამ თავი შემახსენა.ზურგით დავებრეტყე თავ ქვეშ ხელები ამოვიწყვე და თვალები დავხუჭე.
***
ძილიდან კარებზე ხმას გამოვყვარ.
-დიახ-ჯერ კიდევ ძილბურანში გავძახე.
-მის ნახევარ საათში ვახშამზე ჩამობრძანდით ქალბატონმა მითხრა ადრე მეთქვა.
-კარგი-საწოლზე მხარი ვიცვალე და თვალები უფრო დავაჭყიტე.ცოტა დრო მჭირდება ძილიდან გამოსასვლელად.წყლის გადავლება გონს მომიყვანს.ვფიქრობ და შესასრულებლად სწრაფად ვდგები.ძილმა და შხაპმა ერთიანად მომიხსნა დაძაბულობა.მალევე გამოვედი.თავი მოვიწესრიგე ჯინსის შარვალი და უბრალო შავი მაისური გადავიცვი.თმა შევიშრე და შევიკარი შეძლებისდაგვარად როგორც ჩემმა მოკლე თმა მოიხერხა.სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე თავი და ოთახიდან გავედი.ნახევარი საათი სრულად არ გამომიყენებია თუმცა მისაღებში უკვე ყველა სახეზე იყო.ბებიასაც დაბრუნებოდა ღიმილი სახეზე.ჯეკი ნიასთან გვერდით იჯდა და ხელი ჰქონდა გადახვეული.ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოიწია.
-მიხარია შენი აქ ხილვა -ფართო ღიმილი მაჩუქა.
-მეც მიხარია აქ,რომ ვარ და თქვენს ბედნიერებას გავიზიარებ.-არც მე დავრჩი ვალში და ღიმილით შევხედე.
-ნიას ეგონა ამჯერადაც არ ჩამოხვიდოდი.-შემპარავად გააპარა ჩემი დისკენ თვალი.
-ამას ვერ გამოვაკლდებოდი.თან საქმეც არაფერი მქონდა-ჯეკი თავის ადგილს დაუბრუნდა ნიას გვერდით.მეც ვიპოვე ადგილი სავარძელში.რატომ არ ვჯდებით მიკვირს ყველა სახეზე ვართ.
-უკაცრავად გალოდინეთ-ოთახში ხმა შემოიჭრა.ნიაც ფეხზე წამოხტა.
-გაიცანით ეს ჯეკის დეიდაშვილია ო სეჰუნი.-თავს სწრაფად მისკენ ვატრიალებ.-სეჰუნ ესენი კი ჩემი ბებია და და.-ბებიაჩემს როგორც ჩვევია წამოიწია გაუღიმა ხელი ჩამოართვა და ჩაამატა
-ლიკა- ხელის ჩამორთმევასთან ერთად თავიც დაუხარა.
-ბებია-გაუღიმა მანაც.მე კიდევ სიცილს ძლივს ვიკავებ ბებიაჩემის სახის გამო.ისევ თავის ადგილს უბრუნდება.ახლად მოსული კი ჩემსკენ მოიწევს.
-თაკო-სახელი მივახარე ჩავუღიმე და ისევ ჩემს ადგილზე დავჯექი.არანაირი ხელის ჩამორთმევა, გადახვევა და ამბები.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ ასეთია-ჩაუღიმა ნიამ.ჯეკს ჩემი რეაქციები არ უკვირს.ნიასგან ალბათ იცის როგორიც ვარ,უფრო სწორედ გავხდი.ჩემი მხრიდან ჩამოვარდნილი უხერხულობა რო გაანეიტრალოს ნია მაგიდასთან გვეპატიჟება.ყველა იქეთ მივემართებით და მშვიდად ვახშმობთ.ყოველშემთხვევაში მე მშვიდად ვახშმობ ისინი კი ნიშნობაზე საუბრობენ.ლაპარაკში ჩემსავით არც სეჰუნი აჰყოლია.რამდენჯერმე ღიმილს ესროდა მოლაპარაკეებს და მზერას ან ისევ საჭმლისკენ აპარებდა ან კიდევ მე მიყურებდა უცნაურად."რა იყო არ მოგეწონათ ბატონო ფეხქვეშ, რომ არ გაგედეთ?"გავიფიქრე მისი მიმართულებით და ტუჩის კუთხეში ღიმილი შემეპარა.დარჩენილ საჭმელს მივუბრუნდი და გემრიელად მივირთვი.
ჯეკმა ბოდიში მოგვიხადა და მალევე კაბინეტში შეიჭრა.ჩემით უკმაყოფილო სტუმარიც სადღაც გაქრა.ბებიამ კი როგორც იქნა ნია ჩაიგდო ხელში და ყველაფერზე ერთდროულად ელაპარაკებოდა.
-ნია მე უკან ეზოში გავალ კარგი?-მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მეც დავტოვე იქაურობა.უკანა მხარეს გავედი.ჯიბეში ტელეფონის ზმუილმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.
-ხო ლექსო.-გამიკვირდა კიდევაც აქამდე,რომ არ დამირეკა.
-არ გკითხავ როგორ იმგზავრე გავიგე უკვე სტატიებით-ჩაიცინა ტელეფონის იქედან.
- რა სტატიებით?-სანამ გაკვირვებას გამოვხატავ მანამ მიხსნის ყველაფერს.
-შენი ფოტოები გაავრცელეს ჩინეთში ყოფნის.და ათასი მითქმა მოთქმა თუ რისთვის ხარ მანდ.
-ჯანდაბა უბრალოდ დის ნიშნობაზე ჩამოვედი არ შეიძლებოდა წყნარად ჩაევლო?-ხელით შუბლს ვიქექავ.-არადა არც შემინიშნავს როგორ მიღებდნენ.
-შენთვის კარგი ამბავი მაქვს.უკვე ახალი შემოთავაზება გაქვს და-მანამ ვაწყვეტინებ სანამ კიდევ რამეს იტყვის.
-ლექსო ვისვენებ ცოტახნით.- მოკლედ ვუჭრი.-თუ რამე დაგირეკავ.-ტელეფონს ვთიშავ და აუზისკენ ვიღებ გეზს.აუზის კიდესთან ვიმუხლები და ვჯდები.მოლივლივე წყლის დანახვაზე გონებაში ისევ მოგონებები მეხსნება.მაშინ როცა კიდევ ერთხელ მეგონა,რომ მოვკვდი თვალები ისევ საავადმყოფოში გავახილე სადაც თავზე ბებია,ნია და უცნობი მადგა.უცნობი,რომელმაც ჯერ გადახტომაზე ხელი ამაღებინა შემდეგ კი თურმე თვითონაც გადმომყვა და გადამარჩინა. ახლა კი ის უცნობი ჩემი მეგობარი და მენეჯერი ლექსოა.ბებიამ დღემდე არ იცის წინა პირობა ჩემი წყალში გადახტომისა.არც მინდა გაიგოს და ვანერვიულო.იმაზე მეტი ინერვიულა ჩემს გამო ვიდრე ვიმსახურებ.ნიამ კი ყველაფერი იცის აუცილებლად მჭირდებოდა ის ვისაც გულს გავუხსნიდი და ვეტყოდი.თორემ ნამდვილად დამახრჩობდა.
-მგონი ჭკუა სულ დაკარგა ჩემმა დეიდაშვილმა-მესმის ხმა აუზის მოპირდაპირე მხრიდან.ჩემსკენ ზურგით დგას.ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრება თან კორეულად.კორეულის გაკვეთილებს უკვალოდ არ ჩაუვლია.თავისუფლად მესმის რასაც ლაპარაკობს.-არა ნამდვილად კარგი გოგოა მაგრამ რატომღაც მგონია,რომ ფულის გამო მიყვება.-ამ სიტყვების გაგებისას ტვინში სისხლი მასხავს.ხელებს მუშტებად ვკრავ და ფეხზე ვდგები.-ხო ბებია და და ჩამოიყვანა.ალბათ ისინიც აქ დარჩებიან და მათთან იცხოვრებენ.ბებია კარგი ტიპია აი და ნამდვილი უჟმურია.წესიერად არც მომესალმა.-ჩემი საქციელით ახლა კიდევ უფრო კმაყოფილი ვარ.მისკენ მივიწევ.რის გაკეთებას ვაპირებ არ ვიცი თუმცა ერთი ვიცი ჭკუა ნამდვილად უნდა ვასწავლო.- რაც შეიძლება მალე ჩამოვალ-ტელეფონს თიშავს.ჯიბეში აბრუნებს. მე კი უკვე მასთან ვარ.ჩემსკენ ბრუნდება და ცბება.
- შემაშინე- ერთმანეთს თვალებში შევყურებთ.თითოეული ნათქვამი სიტყვა ისევ ყურებში ჩამესმის.
-იმედი მაქვს ცურვა იცი-თავისივე ენაზე ვეუბნები.თვალები შუბლზე აუდის მეც არ ვიცი რატომ მაგრამ მეცინება.
-რატომ... -კითხვის დასმას არც ვაცდი ხელი ვკარი და აუზში ჩავაგდე.-ამის დედაც-მესმის აუზიდან მისი ხმა.მე კიდევ ერთმანეთში გადახლართული ხელებით ზემოდან დავყურებ კმაყოფილი.
-არავის სჭირდება შენი ძმის ფული.დასკვნები ნაადრევად ნუ გამოგაქვს.იქნებ ჯერ დაინტერესებულიყავი მომავალი რძლის ოჯახის გამოძიებით და მერე გეჭორავა.-ბოლოს უკვე ყვირილით ჩავამთავრე.ისევ წეღანდელივით გაოცებული შემომყურებს.იქაურობას ვტოვებ და ოთახისკენ ბრაზმოკიდებული ავდივარ.ცოტაც და ალბათ გავსკდები სიბრაზისგან.იმაზე მეტი რა უნდა მექნა რაც გავაკეთე თუმცა გული მაინც მწყდებოდა.გაბრაზებული ისევ საწოლზე გადავარდი ზურგით.დასამშვიდებლად სუთქვითი ვარჯიშების გაკეთება დავიწყე და ცოტა დავწყნარდი.გულმა ისევ აივნისკენ გამიწია.აუზში აღარ იყო.ირგვლივ სიწყნარე სუფევდა.მთვარის შუქით კიდევ უფრო ლამაზი ხდებოდა ხედი ჩემი აივნიდან.ეს სილამაზე კი საბოლოოდ მგვრიდა სიმშვიდეს.იმედია მოგეწონათ.არ მინდა ის რაც მაქვს გეგმაში ჯერ ბოლომდე გავსხნა.მადლობა,რომ კითხულობთ 💖 კარგი იქნება თუ დატოვებთ კომენტარებს 💖💖
ESTÁS LEYENDO
"Philophobia" (სრულად)
Fanfic"შიში სიყვარულისა" გაუცნობიერებლად იდებს შენს სულში ადგილს და მთელ გონებას იცავს. უმიზეზოდ არაფერი ხდება.