თუ გვარი დაწყევლილია, მაშინ მისი არსებობა უნდა შეწყდეს. საუკუნეების განმავლობაში ამ ოჯახის გვარის ქვეშ გაჩენილ ყველა გოგონას სასტიკი ბედი ხვდებოდა. რატომ? ეს არავინ იცოდა, მათ უბრალოდ იცოდნენ, რომ იყვნენ დაწყევლილები და ამის გამოსწორების გზა არ იცოდნენ. სწორედ ამიტომ თითქმის ყველა გოგონა ამ გვარისა სასიკვდილოდ იყო განწირული, რათა წყევლა არ გავრცელებულიყო, ან სხვა ადამიანები არ შეეწირა მას.
ვივიანსაც ასეთი ბედი ელოდა, რომ არა მისი დეიდა და ბებია, რომლებმაც მისი გადარჩენა მოახერხეს და გადამალეს. ვივიანი იყო სწორედ ის, ვინც თავისივე ოჯახს უნდა მოეკლა, რათა წყევლა დაესრულებინათ.
თუმცა პატარა უცოდველი გოგონა ვერ გაიმეტა დეიდამ და ბებიამ სასიკვდილოდ. მათ ისიც ეყოფოდათ, რომ და და ამავდროულად შვილი ამ წყეულ ოჯახში მოხვდა.
ვივიანი, უფრო კი ვივი დეიდასთან და ბებიასთან ერთად იზრდებოდა. ასეთი ლამაზი გოგონა მათ არასდროს ენახათ, მას ჰქონდა დედის აზიური გარეგნობა და ამავდროულად დასავლეთისთვის დამახასიათებელი გარეგნული ელემენტები. გოგონა შავი გრძელი თმით, თეთრი კანით, ფართო შავი თვალებითთ, და სისხლისფერი ტუჩებით. ამ გარეგნობით შეიძლება ისიც იფიქროთ, რომ ვივის ზედმეტსახელი ფიფქია იყო, თუმცა არამგონია ფიფქიას ისეთივე მიმზიდველი ტანი ან გამოხედვა ჰქონოდა, როგორიც მას ჰქონდა. სწორედ ამის გამო, სადაც კი მოხვდებოდა მას თვალებს ვერ აშორებდნენ. ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო და იქნებ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ის სულ რაღაც 17წლის ასაკში გაათხოვეს.
-ვივი გთხოვ გაგვიგე, ბებიაშენი ძალიან მოხუცია, მე ვერაფერს ვახერხებ. მის ოჯახს აქვს შესაძლებლობა, რომ გვიპატრონოს.
-დეიდა... ჩემთვის არ აქვს მნიშნვნელობა._ცივად უპასუხა ვივიმ შუა ხნის ქალბატონს და საქორწილო მარშიც დაიწყო.
ვივიმ იცოდა ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახე ნამდვილი ანგელოზის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ის ისეთივე ჭკვიანი და ეშმაკი გოგო იყო როგორებიც იყვნენ სხვები.
"სულაც არ ვაპირებ ამ ბებერთად დაწოლას." გაიფიქრა ჩაბნელებულ ოთახში შესულმა ვივიმ, რომელსაც მხარზე მისი საქმრო და აწ უკვე გალეშილი ქმარი ჰყავდა გადაკიდებული. მიუხედავად ასაკისა ვივიანმა თანატოლებისგან განსხვავებით ბევრი რამ იცოდა. მისი სრული არსება იყო ფენომენი და ეს არც იყო გასაკვირი მისი წარმომავლობიდან გამომდინარე, თუმცა ეს დეიდის ბებიისა და მის გარდა არავინ იცოდა.
არ ღირს ყველაფრის გავრცობა რადგან ეს ყველაფერი წლების უკან ხდებოდა, მანამ სანამ სარკეში ჩახედვისთანავე ვივი თავის მეორე მეს "შავ ქვრივს" უწოდებდა. პირველი ქმარი რომელთანაც მხოლოდ 3თვე იცხოვრა მასთან ერთად ავარიაში მოყვა. ვივი გადარჩა, მაგრამ "საყვარელი" ქმარი დაკარგა. მართალია არ უყვარდა და არც პატივს სცემდა რადგან ის არც იმსახურებდა ამას, მაგრამ დაკრძალვის დღეს ღირსეულად გააცილა გარდაცვლილი მეუღლე. მაგრამ უნდა ითქვას სიმართლე, რომ ცოტა წაიმსახიობა კიდეც და კარგადაც გამოუვიდა. როგორც წესია ხოლმე ქონება მას დარჩა, რადგან გარდაცლილ მეუღლეს ანდერძი არ ჰქონდა. "არ ვაპირებ სამუდამოდ მის გლოვაში ვიყო." ჩაიცინა ვივიმ და კარგი ნაბიჯიც გადადგა. ქონების ნახევარი ქმრის ნათესავებს დაუტოვა. თავისი წილის ნახევარი კი კეთილ საქმეს მოახმარა.
-შენ რა გაგიჟდი? ამ ქონებით შეგვეძლო მთელი ცხოვრება უდარდელად გვეცხოვრა!_გაჰყვიროდა ტელეფონში დეიდა, რომელიც აშკარად უკმაყოფილო იყო დიშვილის საქციელით.
-გვეცხოვრა არ დეიდა გეცხოვრათ. არც ამის დატოვებას ვაპირებ. ხვალვე თანხა შენს ანგარიშზე იქნება, ბანკში._ესღა თქვა და გათიშა.
ვივიანი სამწუხაროდ მარიონეტი იყო დეიდამისის, რომელიც დიშვილის წყალობით ცდილობდა ცხოვრების გაუმჯობესებას. ამ დროისთვის ვივიანი უკვე 19წლის იყო და მის მეუღლესაც შვილი ჰყავდა, რომელიც სულ რაღაც 2 წლით უმცროსი იყო მასზე. ვივიანს დიდხანს სურდა დაშორებოდა მეორე ქმარს, თუმცა იმდენად შეუყვარდა მისი გერი დეიზი, რომ უბრალოდ არ სურდა გოგონას მარტო დატოვება.
არამგონია გაგიკვირდეთ როცა გეტყვით, რომ ვივიანმა მეორე ქმარიც დაკარგა და ეს პირველზე მეტად განიცადა. რატომ? რადგან დეიზი შეეცოდა. იცოდა, რომ მისი დატოვება მოუწევდა და არ უნდოდა საბრალო გოგონა ისევე გაეწირა საშინელი რეალობისთვის, როგორც თვითონ გასწირეს.
მაგრამ მეუღლის სახლი და თავად დეიზიც ყველაფერს ართულებდა. ვივიანში იზრდებოდა სინდისის ქენჯნა, მაგრამ ცდილობდა ის დაეთრგუნა. როგორც კი დეიზი სრულწლოვანი გახდა ვივიანმა მას გადაუფორმა ქონება და მხოლოდ მცირე ნაწილი დაუთმო დეიდას. თავად კი გააკეთა ის, რაც პირველი მეუღლის სიკვდილისთანავე უნდა გეკეთებინა.
ვივიანი ლონდონში გადავიდა სრულიად მარტო. მართალია დაენანა ბებიის დეიდასთან დატოვება, რომლებიც ამერიკაში დარჩნენ, თუმცა იცოდა, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა. ახალ გარემოსთან შეგუება რთული აღმოჩნდა. თვითონაც არ იცოდა და ყველაფერს ლონდონის ღრუბლიან და მოღუშულ ამინდს აბრალებდა, მაგრამ ფაქტი იყო რომ თავდაპირველად მის გარდერობში იმატა შავებმა და მუქმა ფერებმა. მიუხედავად იმისა, რომ მას მოსწონდა კიდევაც როცა თავის თავს "შავ ქვრივს" უწოდებდა, ვივი მაინც ცდილობდა არ ყოფილიყო "ბნელი." თუმცა ლონდონმა თუ რაღაც გაურკვეველმა ზებუნებრივმა ძალამ ის შეცვალა. მალე ამას ისიც დაერთო თან, რომ ღამე ხედავდა კოშმარებს, რომლებშიც ვივი ჩანდა როგორც თავისი ორივე ქმრის მკვლელი.
ერთ დღესაც ყველაფერი გადაწყდა. "მე მინდა სიცოცხლე, მაგრამ ჩემი ბედი არ მაძლევს უფლებას ჩემი არსებობის გამო სხვები დავღუპო." ეს გაიფიქრა ბოლოჯერ და პარკის შუაგულში მდებარე ტბაში შევიდა. წყლის დონე მატულობდა და როცა ყელს მისწვდა, ერთი ამოსუნთქვა და ვივი თავიდან ფეხებამდე წყალში იყო. მიიწევდა სიღრმისკენ, რომ თავადაც ვერ შეძლებოდა გათავისუფლება, მაგრამ გონების დაკარგვამდე დაინახა რაღაც ან ვიღაც.
და იგი ისევ გათხოვდა. ვივიანი ამჯერად 21წლის ხდებოდა როცა იმ ადამიანზე დაქორწინდა, ვის გამოც მართლა იგრძნო ნამდვილი ბედნიერება და სიხარული.
ჯეიმსმა იმ დღეს ვივიანი გადაარჩინა. თავდაპირველად ვივი გულგრილი იყო მის მიმართ და ნდობას არ უჩვენებდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი მეზობლები იყვნენ და ეს მათ დაეხმარათ კიდევაც დაახლოებაში. მალე ჯეიმსი ის ადამიანი გახდა ვისზეც ვივიანი სიყვარულის გამო გათხოვდა. თუმცა ეს ასე არ იყო, ვივიანი უბრალოდ შეეჩვია ჯეიმსს და ჯეიმსიც უბრალოდ მონუსხული იყო ამ ახალგაზრდა გოგონათი და ეს მისთვის უბრალო გატაცება იყო. ქორწილის მეორე დღესვე ჯეიმსი გალეშილი დაბრუნდა სახლში. ერთი წლის მანძილზე მათ უამრავი ჩხუბი და აყალმაყალი ჰქონდათ, რომელიც უბრალო მაპატიეთი ან კოცნით სრულდებოდა.
მაგრამ ვივიანს მაინც უყვარდა ჯეიმსი. უფროსწორად ეგონა, რომ უყვარდა. ყველაფერში ხედავდა მისი წყევლის ფესვებს და ცდილობდა მდგომარეობა გაენეიტრალებინა.
მაგრამ ყველაფერი ერთმა შემთხვევამ შეცვალა. ვივიანი საყიდლებიდან ბრუნდებოდა, უნდოდა ჯეიმსისთვის განსაკუთრებული საღამო მოეწყო და იქნებ უფრო მეტის მოლოდინიც ჰქონდა ვიდრე უბრალო სადილი. მაგრამ სახლში ფეხიც არ ჰქონდა შედგმული როცა ქალის ხმა გაიგო. ამას მალე კაცის ხმაც დაერთო რომელიც ეჭვ გარეშე იყო ჯეიმსს ეკუთვნოდა. ვივიანს არაფერი დაუნახავს, მაგრამ ყველაფერი გაიგონა. იდგა საძინებლის კარებთან და ჩუმად ტიროდა. რამდენიმე დღე ეცადა დაევიწყებინა ეს შემთხვევა, მაგრამ სწორედ მაშინ დასრულდა ყველაფერი, როცა გალეშილმა ჯეიმსმა მასზე ხელის აღმართვა სცადა.
-დავშორდეთ..._უცებ თქვა ვივიანმა, თანაც ხმა ისე უკანკალებდა, რომ ჯეიმსმა ძლივს გაიგო რა თქვა.
-რა თქვი??? არა არა საყვარელო. მისმინე, ერთი წელია ცოლ-ქმარი ვართ და ნორმალურად გახდილი არც კი მინახიხარ! შენ რა სულელი გგონივარ? მონაზონივით იქცევი თითქოს რაიმე მისია გაკისრია. ქმარი ვარ და ისე უნდა მოიქცე როგორც მე დამჭირდება! _ჩაყვიროდა პირდაპირ ყურებში ვივიანს,რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა.
-მე ყველაფერი ვიცი. ვიცი, რომ მღალატობ.
-გღალატობ?? ჰაჰა! ეს ღალატი არაა. შენ ვერ მანიჭებ იმას რისი მოცემაც სხვას შეუძლია. მაგრამ იქნებ ახლა დროა ეს გააკეთო._ბოროტულად ჩაიცინა ჯეიმსმა, წამოდგა და ქამრის შეხსნა დაიწყო. ვივიანი ასე შეშინებული არასდროს ყოფილა. საბედნიეროდ კარზე გაისმა ზარის ხმა და ჯეიმსიც გინებით წავიდა კარისკენ. საცოდავი გოგო ისე იყო შეშინებული, რომ იატაკიდან ვერც კი წამოდგა, სადაც ჯეიმსის სიახლოვის გამო ჩაიკეცა. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ როცა მისი ქმარი აღარ გამოჩნდა ძალა მოიკრიბა და წამოდგა. კარისკენ ფეხაკრებით მიდიოდა და როცა ღია კარებში გაშხლართული ჯეიმსი დაინახა, რომელიც სისხლში ცურავდა მისმა კივილმა მთელი სამეზობლო შეძრა.
გამოძიებამ ვერ დაადგინა რა ხდებოდა და ეს უბრალოდ იმ შემთხვევას მიაწერეს სადაც ქურდები მკვლელობაზე გადადიან. მიუხედავად იმ შიშისა რაც ვივიანმა მკვდარი ჯეიმსის დანახვისას განიცადა, გულში მაინც ფიქრობდა რომ ის ღირსი იყო.
მას შეეცვალა ხედვა მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების მიმართ.
"იქნებ ეს არცაა წყევლა. მე ეს ძალა გამაჩნია და თუ შემიძლია ის გამოვიყენო, მაშინ უნდა გავაკეთო კიდეც."
ამიერიდან ის აღარ იყო უბრალო ვივიანი, რომელსაც შავი ქვრივის სახელი ახსენდებოდა თავისი ცხოვრების გამო, ის ნამდვილად გახდა შავი ქვრივი, რომელიც ელოდა თავის მსხვერპლს და იქნებ მისი დაწყევლილი გვარის ისტორიაში ყველაზე უგულოც სწორედ ის აღმოჩნდა.მოგესალმებით ყველას 😍 ახალი ფიკითა და პერსონაჟებით. ეს იდეა დიდი ხანია მაწუხებს და უბრალოდ ვეღარ მოვითმინე და დავიწყე წერა. მოთხრობის მხოლოდ პროლოგია ეს და მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები. რას ელით ამ მოთხრობისგან და ასე შემდეგ
MONSTER-ის მკითხველებს ვეტყვი, რომ არ გამლანძღონ იმიტომ, რომ შემდეგი თავი წერის პროცესშია და მალე იქნება თქვენთან.
მიყვარხართ და მევუასებით 😍
YOU ARE READING
Black Widow(შავი ქვრივი)
VampireTurn the lights off So you can see all of me Darkness is where your bride appears. Widow of mortals and bride of immortal king.