#1

467 43 15
                                    

ახლანდელი დრო, ვივის POV.
-დეიდა სერიოზულად? კორეაში? ღმერთო ჩემო გავგიჟდები. ლონდონიდან კანადაში გადავედი და ახლა კორეაში მთხოვ წასვლას?
-ვივიან მისმინე. შენი სამი ქორწინება მართალია დაძალებით მოხდა, ხოლო ჯეიმსს კი სიყვარულით გაჰყევი, მაგრამ დამერწმუნე ეს ყველაზე უბრალო ქორწინება იქნება. შენ არაფერი გევალება, უბრალოდ უნდა მოირგო ცოლის როლი.
-და ყველა ქორწინებაში ამ როლს არ ვასრულებდი?_ირონიულად ვიღიმი და ეს ჩემს საუბარშიც იგრძნობა.
-ვივიან!_მესმის მისი მკაცრი ხმა ტელეფონში.
-კარგი ჯანდაბას. იცოდე ამას ბებიას გამო ვაკეთებ. როდის მივდივარ?
-არ არის ამის შეხსენება საჭირო. ერთ კვირაში ყველაფერი მზად იქნება.
-ძალიან კარგი...რაღაც მაინტერესებს. ჩემი საყვარელი ოჯახი არ დაესწრება ამ ულამაზეს ქორწილს?_ისევ ირონია საუბარში.
-ღმერთო შენ გვიშველე._ამბობს დეიდა და ზარიც წყდება.
-კორეა? იქნებ კარგიცაა. ახალი გარემო, ახალი მსხვერპლი. ისე უნდა მეკითხა დეიდასთვის როგორია ჩემი მომავალი ქმარი.
ო ღმერთო რა საოცარია ასე ცხოვრება. რას იტყვი შავო ქვრივო? ხომ არ გავამდიდროთ შენი გარდერობი?_ვუცინი სარკეში მდგარ გოგონას, ჩანთას ვიღებ და საყიდლებზე მივდივარ.
მე შავი ქვრივი არ გავმხდარვარ. მე ვივი ვარ, მაგრამ ჩემში დაიბადა ახალი არსი, "შავი ქვრივი." ისე ყველაზე ძლიერი და გულცივი ადამიანია ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ. რა გასაკვირია ოთხი ქმრის სიკვდილი, რომ ასე მედგრად გადაიტანა. მეოთხე ქმარი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ალბათ ავტორმა არც კი ისურვა მის შესახებ მოეყოლა და არც მე შევიწუხებ თავს.
-ასეთ ლამაზ გოგონას რაში სჭირდება ამდენი შავი ტანსაცმელი?_მეკითხება გამყიდველი როცა ხედავს, რომ ხელში ყველაფერი შავი მიჭირავს.
-იცით ეს ჩემი მეგობრისთვისაა._ვუღიმი ნაზად და ტანსაცმელს დახლზე ვაწყობ.
-შავი უყვარს?_მეკითხება ისევ.
-არა, ქვრივია._ ვუღიმი და გაოგნებულ გამყიდველს მაღაზიაში ვტოვებ. მე კი ტაქსს ვაჩერებ და სახლისკენ მივდივარ.
სახლში ყველაფერს ვიცვამ რაც ვიყიდე და აღტაცებული ვიხედები სარკეში.
-ასეთი ლამაზი და მიმზიდველი ქვრივი მთელს მსოფლიოში არ იქნება._ეშმაკურად ვუღიმი სარკეში მყოფ გამოსახულებას.
აი ეს ერთი კვირაც გადის. ქორწილამდე ვცდილობ რაც შეიძლება ლამაზი და მიმზიდველი სამოსი ავარჩიო. შავებიც მხოლოდ ახლები და ჩემი ფავორიტები მიმაქვს. ვიცი დამჭირდება, თუმცა კორეაში უკეთესი არჩევანი მექნება სამოსის.
რატომ ვცდილობ, რომ კარგ ფორმაში ვიყო? დეიდამ დაწვრილებით მითხრა, რომ ჩემი საქმრო ახალგაზრდა და სიმპათიური მილიონერია. შეგიძლიათ ჩემი კრიტიკა დაიწყოთ, თუმცა თუ მაინც მალე უნდა მოკვდეს ცოტა ხნით მაინც დატკბეს.
თვითმფრინავში ვჯდები და ველოდები როდის ასცდება ბოინგი ასაფრენ ბილიკს.
ინჩონის აეროპორტში ვეშვებით და საშინლად ვარ დაღლილი. გასასვლელთან ვხედავ კაცს დიდი პლაკატით ხელში "ვივიან ბოუენი." ეშმაკურად ვიცინი და მზის სათვალეებს ვისწორებ.
-მე ვარ ვივიანი._სათვალეს ვიხსნი და ჩემს დამხვდრს თვალებში ვუყურებ.
-კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება კორეაში მის ვივიან. მე მისტერ კიმის მძღოლი ვარ და სასტუმრომდე მიგიყვანთ.
-სასიამოვნოა._მხოლოდ ამას ვეუბნები და ვუღიმი.
ესე იგი მისტერ კიმი. მძღოლიც კი სიმპატიურია, იმედია უფროსიც ასეთივეა.
მძღოლი სასტუმროს წინ აჩერებს, რომელიც ოქროსფრად ბზინავს. კარსაც მძღოლი მიღებს და ამჯერად სასტუმროდან გამოდის რამდენიმე ახალგაზრდა და ჩემი ნივთები მიაქვთ.
-აჰ ვივიან ბოუენი არა?_მეკითხება გოგონა თავაზიანად.
-კორეული მესმის._ყურში ვეჩურჩულები გოგონას. ისიც დაბნეული თვალებს აცეცებს, მიბოდიშებს და კორეულად აგრძელებს საუბარს.
-მისტერ კიმმა თქვენთვის ყველაზე კომფორტული ნომერი დაჯავშნა, იმედია მოგეწონებათ._მაცილებს გოგონა ოთახში და მარტო მტოვებს. ოთახს ვათვალიერებ და ყველაფერი ძალიან მომწონს. მოსაცმელს ვიხდი და საწოლზე ვეშვები. თავი ღრუბლებში მგონია და სიამოვნებისგან ვიღიმი. დაღლილს იქვე მეძინება და საღამოს კარზე კაკუნი მაღვიძებს.
-მის ვივიან, მისტერ კიმი სადილზე გეპატიჟებათ და ერთ საათში ფოიეში გელოდებათ._ამბობს გოგონა და მიდის.
ყველაზე ლამაზ კაბას ვიღებ და ვიცვამ.

Black Widow(შავი ქვრივი)Where stories live. Discover now