#16

292 37 13
                                    

-Long time no see Kim Mingyu._ინგლისურად იწყებს უცნობი და ოთახში შემოდის.
-საიდან გაჩნდი აქ?!_მინგიუ ისე ვგაოცებული უყურებს მას.
-როგორც ჩანს ტრადიციები დაგავიწყდა ძველო მეგობარო.
-ჰმ, ეს სარკაზმი იყო არა?
-იმას აპირებ რასაც ვიქრობ? დიდი ხანია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გწვევივარ.
-ნამდვილად არ ხარ აქ საჭირო._მკაცრ სახეს იღებს მინგიუ.
-ამას შენ არ წყვეტ._მზერა ჩემსკენ გადმოაქვს და ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება.
-რთულია არა ახალგაზრდა ქალბატონო?_ნაზად მიღიმის.
-ხელი არ ახლო!
-რატომ მინგიუ, შენ მსხვერპლთან მიახლოების უფლება არავის აქვს?_საუბარშჳ ვერთვები.
-თურმე საჭირო ვყოფილვარ._იმიღიმის და თვალებში მიყურებს.
-აბა მითხარი რატომ მოხვდა შენი ცრემლი და სისხლი ერთად.
-ის მეფედ გახდომის ცერემონიისთვის მწირდებოდა მაგრა ამას ვერ ვიზამ.
-რატომ, არ გამოვდგები რომ დიად მინგიუს მეფისთვის საჭირო ძალები მივანიჭო?! ნუთუ ჩემი დაწყევლილი სისხლი ამდენად გამოუსადეგარია.
-თავადაც იცი რას ვგრძნობ და არ შემიძლია რამე დაგიშავო.
ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი ირკვევა. მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული და გულნატკენი ვარ, არ შემიძლია მინგიუს ზურგი სრულად ვაქციო. ჯუნჰუი, შემოკლებით კი ჯუნი ის ჰანთერი აღმოჩნდა რომელზეც წიგნში წავიკითხე.
-გადაწყვეტილება მივიღე. ვივიანი აქედან უნდა წავიდეს!
-არა, არა ჯუნ! ოღონდ ამას ნუ მთხოვ. მას ვერ გავუშვებ! მათ საუბარს გარედან ვისმენდი, რადგან მთხოვეს მათ გარეთ დავლოდებოდი. ჯუნის გადაწყვეტილებამ ისევე იმოქმედა ჩემზე როგორ მინგიუზე.
-უკვე დავრწმუნდი, რომ შენი გრძნობები მისდამი ჭეშმარიტია, მაგრამ სანამ წითელი მთვარე არ გადაივლის. მისი აქ ყოფნა საშიშია._სრული სიჩუმეა. მინგიუ დიდხანს ხმას არ იღებს, მაგრამ ბოლოს ზედმეტად ცივი ხმით იწყებს.
-სამწუხაროა, მაგრამ მართალი ხარ. მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ახლა ივიანის აქ გაჩერება არ შეიძლება. დიდ საფრთხეშია, მითუმეტეს როცა კლეიტონი გააქტიურდა.
-ისევ გამოჩნდა ეგ ნაძირალა...
-როდესაც ვივიანი გაქცევას ცდილობდა მაშინ გამოგვეცხადა. როგორც ჩანს მისი მოტაცება სურდა. როგორც გავიგე მან მოკლა ვივიანის ქმარიჯეიმსი ლონდონში.
-ეგ არაფერია იმასთან შედარებით რასაც აკეთებს. როგორც ჩანს შენმა მის გვერდით ყოფნამ შეაშინა. ალბათ გაიგე ერთი კვირის წინ სეულის გარეუბანში რა საშინელი მკვლელობა მოხდა.
-მისი ნახელავი იყო?!
-სწორად გამოიცანი. საცოდავი გოგო გააუპატიურა, სისხლისგან დაცალა და მთელი სხეული დაუსახიჩრა.
-შეშლილია... მაინც ვერ ვხვდები რატომ არ ნებდება. ვივიანის სისხლი უკვე ჩემია, ამიტომ მის გამოყენებას ვერ შეძლებს.
-იქნებ იპოვა რაიმე გზა...
-სწორედ ამიტომ მინდა ვივიანი შენთან იყოს. მასთან კონტაკტს ვერ დავამყარებ. ასე კლეიტონი ადვილად იპოვის. უბრალოდ გაუფრთხილდი მას...
-ჩვენი ძველი ნაცნობობისა და მეგობრობის ხათრით, ასევე იმის გათვალისწინებით რომ შენ იპოვე ის, ვისთვისაც ყველაფერ დათმობ, გაძლევ პირობას რომ ამ გოგონას საკუთარ თავზე მეტად გავუფრთხილდები. არავის მივცემ უფლებას მას ოდნავაც შეეხოს. როცა დრო იქნება, თავად მოვიყვან მას შენამდე...
-ამას არასდროს დაგივიწყებ, მადლობა ჯუნ.
-ოთახში ვბრუნდები და აბრგის ჩალაგებას უხმოდ ვიწყებ. ცოტახანში კარებზე კაკუნი ისმის.
-აუცილებელია შენი წასვლა?
-როგორც ჩანს აეა ჯონჰან...
-იმედია იცი, რომ აქაურობას დააკლდები. არასდროს მითხქვამს, მაგრამ შენმა აქ მოსვლამ სახლს ნათელი ფერები შემატა. ყველას მოგვენატრები, განსაკუთრებით კი მინგიუს...
-მეც მომენატრება აქაურობა. მიუხედავად აქ გატარებული დდღეებიდან ყველა საუკეთესი არ ყოფილა, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ამ სახლში თქვენთან მოვხვდი.
-ჯერ საშიშიაო, მაგრამ როცა სიტუაცია უსაფრთხო იქნება, აუცილებლად გეწვევი._მიღიის და მიახლოვდება.
-დაგელოდები და ის გოგონაც გამაცანი._თვალები სიხარულით ევსება და ძლიერად მეხუტება.
-ძალიან მომენატრები რძალოოო!
ჯონჰანთან გამომშვიდობების შემდეგ ისე ჩემს ბარგს მივხედე. ყველაფერი მალე ჩავალაგე და ისღა დამრჩენოდა ჯუნის ბრძანებას დავლოდებოდი.
-ქალბატონო ბატონმა იკითხა ისურვებდით თუ არა მასთან საუბარს._ოთახში ედვარდი შემოდის. მეც თავს ვუხრი და მივყვები.
-მეგონა არ მოხვიდოდი.
-ამის მიზეზი არ მქონდა. მისმინე... მაპატიე.
-ამას მე უნდა ვამბობდე. ყველაფერი დაგიმალე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.
-მაგრამ ზედმეტი მომივიდა. სულელურად მოვიქეცი... უბრალოდ ძალიან მრცხვენია იმის რაც გავაკეტე, არ ვიცი რა დამემართა._ხმას არ იღებს. უბრალოდ მიახლოვდება და მეხუტება. მის სურნელს შევიგრძნობ და უბრალოდ მგონია, რომ ამ მომენტის შეჩერება არავის შეუძლია.
-ნებას მომცემ?_თვალებში მიყურებს და იღიმის.
-რა თქმა უნდა..._ღიმილითვე ვპასუხობ და მის ბაგეებს ვეწაფები. ნეტავ კიდევ როდის მომიწევს მათი დაგემოვნება. არაფერს შევჭამ რომ ეს უტკბესი კვალი არ წაიშალოს. მაგრამ ყველა მომენტი სრულდება და ჩვენც იძულებულნი გავხდით გავჩერებულიყავით.
-მზად ხარ ვივიან?_ოთახში ჯუნი შემოდის.
-უკვე უნდა წავიდეთ?
-რაც მალე მით უკეთესი. შენი თავშესაფრის საკითხი უკვე მოგვარებულია და დარწმუნებული ვარ იქაურობა მოგეწონება._მხარზე ხელს მადებს და სამივენი შემოსასვლელ ოთახში გადვივართ. აქ ისეთ სანახაობას ვაწყდები, რაც ჩემს ცხოვრებაში არასდროს მინახავს. ყველა ვინც კი ამ სახლში მუშაობს ან ცხოვრობს მისაღებ ოთახჳშ გამოფენილა და სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებენ. სათითაოდ მემშვიდობებიან, ზოგი ცრემლების დამალვასაც ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის.
-ხომ დაბრუნდებით..._ჩემს მტევნებს თავის ხელებში აქცევს მზარეული. მის კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან თავადაც არ ვიცი რა მომელის. ჯონჰანს კიდევ ერთხელ ვეხვევი და წასლის დროც დგება.
-დროა._ჯუნი ჩემს ჩემოდან იღებს და გასასვლელისკენ მივდივართ.
-რაც არ უნდა მოხდეს იციდე რომ ყოველთვის მეყვარებიმ_შუბლზე მკოცნის და ვცდილობ არ ვიტირო.
-მეც იგივეს გეტყოდი..._ხელში პატარა კულონს მიდებს და საბოლოოდ მიღიმის.
მე და ჯუნი ჩვენთვის გამზადებულ მანქანაში ვჯდებით. ჩვენთან ერთად მხოლოდ მძღოლია. როგორც კი სახლს ვშორდებით და ჯერ კიდევ კარებთან მდგარ მინგიუს ვხედავ თავს ვერ ვიკავებ და ცრემლებიც დაუყოვნებლივ ჩამოდიან ლოყებზე.
-შეიძლება გავიგო სად მივდივართ?_ჯუნს მზერა მძღოლისკენ გადააქვს.
-მივალთ და გაიგებ._როგორც ჩანს ვერავისთან ამხელს ჩემს მომავალ ადგილსამყოფელს. ვერც კი ვამჩნევ ისე მეხუჭება თვალები და ღრმა ძილს ვეცემი.
-ვივიან გაიღვიძე._ჯუნის სახეს ბუნდოვნად ვხედავ. შემდეგ კი საბოლოოდ ვფხიზლდები და ვამჩნევ, რომ გავჩერებულვართ. ცოტახნით ვისვენებთ და ჯუნი მძღოლს ემშვიდობება.
-მოიცა, მოიცა. რატომ გავჩერდით აქ.
-აქედან უფრო უსაფრთხოდ გავაგრძელებთ გზას.
-ჯუუუნ!_ჩვენკენ შავთმიანი ბიჭი მორბის.
-როგორც იქნა. დინო და მინგჰაო არ წამოგყვნენ?
-არა, გადაწყვიტეს სახლი მიალაგონ. ისე უეცრად დარეკე, რომ ვერც გავიაზრეთ რა უნდა გვექნა.
-კიდევ კარგი გუშინ მინგიუსთან აღმოვჩნდი, თორემ არ ვიცი.... ძალიან დაგვაგვიანდებოდა. ამიტომ დროს ნუ დავკარგავთ._წასასვლეკად მოემზადა ჯუნი.
-უკაცრავდ და ამ ქალბატონს არ გამაცნობ?
-სულ დამავიწყდა. ვიციან ეს ჰოშია ჩემი მეგობარი. ჰოში ეს ვივიანია, მინგიუს მეუღლე.
-რა? მინგიუს ცოლი ყავს? რა მაგარიაა!!!_ჩემსკენ მორბის და ისე მეხუტება ლამისაა გავიგუდო.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა._უხერხულად ვუღიმი რადგან ასეთ რეაქციას არ ველოდი.
-რა ლამაზი და საყვარელი ხარ!_ღიმილი ყურებამდე ეწელება და თვაკებს ისე ჭუტავს, რომ აღარც უჩანს. თანაც პატარა ბავშვივით ჩემს ლოყებს ეთამაშება.
-დაიწყო ისევ... ჰოში! წასვლის დროა._ჯუნი ბრძანებას გასცემს სა ჩვენ შავ მანქანაში ვსხდებით.
დაახლოებით ოთხ საათიანი მგზავრობის შემდეგ ხედი იცვლება. ტყეებს, სოფლებსა და ქალაქებს ზღვის სანაპიროები ცვლის. ფანჯარას დაბლა ვწევ და ქარს საშვალებას ვაძლევ ჩემს სახეზე ინავარდოს. ზღვის სურნელი იმდენად დამამშვიდებელია, რომ თავი სამოთხეში მგონია. ყველანაირი დარდი მავიწყდება ამ ულამაზესი ხედის წყალობით. პატარა სოფელს გვერდს ვუვლით და მალე ხეებით შემოსაზღვრულ სახლსაც ვუახლოვდებით. როგორც კი დიდი ჭიშკრები იღება, ჩვენს წინ დიდი თეთრი სახლი დგას. უკნიდან მას ხეები ფარავენ, წინიდან კი ზღვის ხედი. სახლი ქვიანი სანაპიროს თავზეა და მასაც და ზღვასაც ზემოდან გადმოყურებს.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება._სახლის კარებთან ორი ახალგაზრდა მამაკაცი გვესალმება.




ხალხობა როგორც იქნა დავბრუნდიიი >< მართალია გამოცდებია ხლოვდება, მაგრამ ამინც უნდა დამედო ერთი თავი მაინც!!! ხოდა ძაან ვიბოდიალე ვიცი (თავი წამაჭერით) მაგრამ ასეა საჭირო და ხოომ ახალი პერსონაჟები გვყავს :დდდ არ ვაპირებდი საერთოდ, მაგრამ ისე კარგად გამოვიდა მაინც ხოდა თან სევენთინსაც გაეცნობით უკეთესად :დდ ამჯერად performance იუნიტი დავამატე(ცეკვის იუნიტი) , რადგან ჰიპ-ჰოპის იუნიტი უკვე არის და თანა ჯუნი performance unit-შია.
მარცხნიდან მარჯვნივ: ჯუნი, ჰოში, დინო, მინგჰაო(ეს ნამდვილი სახელია სთეიჯ სახელი the8)

ხოდა ჩემო ლამაზო ხალხო მიყვარხართ და მევუასებით :3💙

Black Widow(შავი ქვრივი)Where stories live. Discover now