მცველებს თვალით ანიშნებს წავიდნენ და ისინიც გვტოვებენ.
-დიდად გამახარე, რომ თავად გამოიჩინე ინიციატივა, მაგრამ ხომ ხედავ თავადაც მოგეხმარე. გამომყევი...
ნანგრევებიდან დიდ დერეფანში გავდივართ. ვერც კი იფიქრებთ, რომ ეს ნანგრევებშია. რბილ მეწამულ ხალიჩაზე მივაბიჯებთ.
-არ ვიცი რას გეგმავ, მაგრამ უბედნიერესი ვარ._კლეიტონი პატარა ბავშვივით იწყებს საუბარს.
-მაინც რა გახარებს.
-ის რომ მალე ჩემს მიზანს მივაღწევ და თანაც შენ მეყოლები გვერდით._ნაბიჯს ვუჩქარებ, რომ მის გვერდით დავდგე.
მალე კიდევ იღება დიდი კარებები და ოთახში ძალიან ბევრ თეთ პერანგში ჩაცმულ გოგონას ვხედავ. ჩემი და კლეიტონის დანახვაზე ზოგიერთი ჩვენს ფეხებთან ეცემა, ზოგი კი კუთხეში იმალება.
-ბატონი დაბრუნდა..._იმეორებდნენ გოგონები ერთმანეთის მიყოლებით, კლეიტონი კი უბრალოდ თავზე ხელს უსვამს მათ. შემდეგ ერთ-ერთს თმებში წვდება და ოთახის მეორე ბოლოში ისვრის. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გოგონები უნდა გაგვცლოდნენ და სწორედ ასე მოიქცნენ.
-შენს ოთახამდე მიგაცილებ. მინდა წითელ მთვარემდე კარგად დაისვენო და სრული ძალებით შეხვდე მთავარ მოვლენას.
მაღალ კიბეებზე ავდივართ და დიდი ოთახის კარებიც იღება.
-მიხედეთ!_კლეიტონი ვიღაცეებს იხმობს და მალე ჩემს წინ რამოდენიმე გოგონა ჩნდება.
-აქეთ მიბრძანდით._თავს მიხრიან და ოთახში თამამად ვაბიჯებ.
-იცოდეთ არ დამაღალატოთ._მკაცრი ტონით ეუბნება მათ კლეიტონი, მე კი ნაზად მიღიმის.
გოგონებმა მაჩვენეს კაბები, სამკაულები და კიდევ მრავალი სხვა წვრილმანი. ყველაფერი დედოფლის საკუთრებას წააგავს.
მოგვიანებით აბაზანაშიც შევყავარ მათ.
-ეს რძის აბაზანაა, ვარდის ფურცლებით. იმეიდა ისიამოვნებთ._თავს ხრის ერთ-ერთი და სააბაზანოდან გადის.
"როგორ უნდა მოვიქცე... კლეიტონი უნდა მოვკლა, მაგრამ როგორ?! ასე პირდაპირ ვერ გადავალ შეტევაზე. რაიმე ხერხი უნდა გამოვძებნო.
ვიცი..."
პირსახოცს ვიფარებ და სააბაზანოდან გამოვდივარ. საწოლზე თეთრი აბრეშუმის კაბა დევს. სასწრაფოდ ვიცვამ მას და ოთახიდან გამოვდივარ. ყოველი კუთხე და კუნჭული უნდა შევისწავლო აქაურობის, რადგან ვიცი რომ დამჭირდება.
-გზა ხომ არ აგებნათ ქალბატონო._უკან ვიხედები და მაღალ მამაკაცს ვხედავ. თვალები წითლად უბრიალებს და სახეზე ბოროტული ღიმილი აკრავს.
ამ თამაშს არ წავაგებ.
ვუახლოვდები, ცალ ხელს მხარზე ვადებ. ფეხის წვერებზე ვიწევი და მის ყურთან ვჩურჩულებ.
-იქნებ მიმასწავლოთ გზა კლეიტონამდე.
ისევ უკან ვიხევი და მის ოდნავ შეფერადებულ სახეს ვხედავ. ნერვიულად ისწორებს ტანსაცმელს და მეუბნება 'გთხოვთ გამომყვეთო'.
კაბინეტის მსგავს ოთახში შევდივართ. ბუხრის წინ დიდი დივანი დგას და ჩანს რომ იქ ვიღაც ზის. კიდევ კარგად ვუკვირდები მას და მხოლოდ ვიღაცის ხელს ვხედავ, რომელიც თითქმის იატაკს ეხება.
-გაიყვანე და მგლებს გადაუგდე ჯონსუკ.
-გასაგებია უბინ.
-რა თქვი?_კლეიტონის თავი გამოჩნდა პროფილში.
-მაპატიეთ კლეიტონ._თავს ხრის და მასთან მიდის.
გოგონა ხელში აყავს და ფრთხილად მოყავს. მისი ტანსაცმელი სისხლშია მოსვვრილი. ყელი მთლიანად დაფლეთილი აქვს და მაღალი ბიჭის მკლავებში უსულოდ წევს.
მოკლა?
ეს სწორედ ის მოსამსახურე იყო, რომელმაც აბაზანაში დამტოვა.
"როგორ უნდა მოვიქცე."
-არ მეგონა თუ მომაკითხავდი._კლეიტონის მაღალი ფიგურა ჩემკენ ზურგით დგას და ისევ ანთებულ ბუხარს შეცქერის.
-მომიახლოვდი, არაფრის გაკეთებას ვაპირებ._ცალი ხელს მიწვდის. მეც ნელი ნაბიჯებით მივდივარ მასთან და თბილ ხელზე ჩემს გაყინულ ხელს ვადებ.
-ვივიან, ო მშვენიერო ვივიან. ნეტავ იცოდე რამდენ საინტერესო რამეს გავაკეთებთ ერთად თუ ჩემთან დარები._ჩემი ხელი სახესთან ახლოს მიაქვს და კოცნის. ტანში ჟრუანტელი მივლის, ოღონდ ზიზღის და არა სიამოვნების. რაც არ უნდა მაცდურად ილაპარაკოს კლეიტონმა, მაინც ისეთი ნაძირალა დარჩება როგორიც იყო.
-მაინც რის გაკეთებას აპირებ._კლეიტონის დასამარცხებლად მისი მხარის დაჭერა მომიწევს და ასეც მოვიქცევი.
-ჰმ... რიტუალი ჩვეულებრივად ჩატარდება. ბოლო გოგონა შენ იქნები, თუმცა იმ განსხვავებით, რომ შენ დედოფალი გახდები ჩემი, მე კი შენი მეფე. წამომყევი._ოთახიდან გადის და მეც მივყვები. ისევ მაღალ დერეფანს გავდივართ და უცნაურ ოთახში შევდივართ. ისეთი მაღალი ჭერი აქვს, რომ თვალს ძლივს ვაწვდენ. ოთახის შუაში გაურკვეველი იეროგლიფები და ნიშნებია ჩახაზული და წრეს ქმნიან.ოთახში მხოლოდ ორი გრძელი და წვრილი ფანჯარაა, მათ შუაში კი სამეფო ტახტი დგას.
-აი სწორედ იქ იჯდები, როცა წითელი მთვარე ამოვა._კლეიტონი მიბრუნდება და მიღიმის, ახლოს იწევა ჩემკენ. ხელით ვაჩერებ, მაგრამ მხოლოდ მის ირონიულ ღიმილს ვიღებ. წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მწევს. ჩემი სახის მაგივრად კისერს უახლოვდება.
YOU ARE READING
Black Widow(შავი ქვრივი)
VampireTurn the lights off So you can see all of me Darkness is where your bride appears. Widow of mortals and bride of immortal king.