საათს დავხედე. ჯერ დილის 4 საათია. საწოლიდან ვდგები, ვემზადები და ფანჯრიდან გადავდივარ. დილის ქალაქში ხეტიალს ვიწყებ. რატომღაც ისევ ვიწრო ქუჩებში გავდივარ და პატარა, მყუდრო კაფეში შევდივარ.
მწვანე ჩაისა და ნაჭერი ნამცხვრის დაგემოვნების შემდეგ ახალი ენერგიით ვივსები...
მიუხედავად იმისა, რომ უცნობ ქალაქში დაკარგვის შანსი დიდია , მე მაინც განვაგრძობ სეირნობას.
-ხმას დაუწიე!_ქუჩის ბოლოდან ხმა მესმის.
ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოჩენა არასდროსა კარგი, მაგრამ ხომ იცით ცდუნების გაძლება რთულია.
ბნელ ქუჩას ნელ-ნელა ვუახლოვდები."ჯონჰან?"
ჩემგან ზურგით ჯონჰანი დგას. მის გრძელ თმებს მილიონში გამოვარჩევ. მის მოპირდაპირედ მდგომი პიროვნება კი არ ჩანს, მხოლოდ იმას ვხედავ, რომ საკმაოდ მაღალია.
-ხომ იცი რომ შენი გამოჩენა პრობლემებს შექმნის! კლეიტონსაც ეს სურს.
-ჯონჰან გამიგე! არ შემეძლო ამდენი ხნით მოთმენა. გესმის მაინც რას ვგრძნობდი როცა ვიღვიძებდი იმ წყეულ სასახლეში და მას ვერ ვხედავდი?!
მინგიუ...
ორივე უცებ ტრიალდება ჩემსკენ და მათი საბრძოლო დგომა იცვლება.
-მინგიუ?!_გაოგნებული და აცრემლიანებული ვდგავარ უაზროდ. არ მჯერა რომ როგორც იქნა მას ვხედავ.
-ვივიან..._ჩემთან მორბის და ძლიერად მიხუტებს გულში. შემდეგ სახეზე იწყებს ფერებას. მასაც ცრემლები მოსდის. როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანის ნახვამ დაგავიწყოს ყოველივე ცუდი რაც შენს გარშემო ხდება.
-გეყოთ გვრიტებო._ჯონჰანი გვაწყვეტინებს.
-მაპატიეთ, მაგრამ ახლა ამის დრო არაა. მინგიუ შენი წასვლის დროა.
-არსადაც არ წავა!_ვუღრენ ჯონჰანს.
-ეს შენივე უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. კლეიტონი განსაკუთრრბულად მინგიუს და შენს კვალს ეძებს. თუ მინგიუს მიაგნო, მაშინ შენც ადვილად გიპოვნის.
-ჯუნის სახლში მინგიუ არ ყოფილა. იქ როგორ მომაგნო.
-ეგ სხვა საკითხია. მაპატიე, მაგრამ მეტხანს ვერ გაჩერდებით ერთად.
-ვივიან, ყველაფერი მალე დასრულდება და შენ ჩემი გახდები.....სამუდამოდ._შუბლზე მკოცნის და ბნელში უჩინარდება.
-წითელი მთვარე ხუთ დღეშია. კიბეების თავზე ვდგავარ და ბიჭების საუბარს ვისმენ.
-კლეიტონმა ასზე მეტი გოგონა მოიტაცა და კიდევ გაზრდის მათ რაოდენობას.
-რა დარწმუნებულია, რომ მისი გეგმა გაამართლებს.
-რაც არ უნდა იყოს, ამდენი გოგონას სისხლით საოცარ ძალას შეიძენს.
-იქნებ საკუთარ არმიას ქმნის და ამიტომ სჭირდება ამდენი გოგონა.
-ეგ შეუძლებელია. კლეიტონი მაქსიმალურად შეეცდება ძალაუფლება მოიპოვოს და ამას არავის დაუთმობს ან გაუყოფს.
-მაშინ უნდა მოვემზადოთ. კლეიტონს ასეა თუ ისე ეყოლება "დამხმარეები."
-ჯუნმა უკვე უცის ჩვენი გეგმის შესახებ. ჯონჰანმაც ყველაფერი შეატყობინა მინგიუს. კიდევ რამოდენიმე ვამპირი დაგვემატება და პრობლემაც არ იქნება.
-როდის უნდა განვახორციელოთ გეგმა.
-როგორც კი დაბნელდება და წითელი მთვარე ამოსვლას დაიწყებს. ამ დროს კლეიტონი სამზადისში იქნება გართული და მოულოდნელად დავესხმებით თავს.
-ვივიანს რა უნდა ვუქნათ რომელიმე უნდა დარჩეს მასთან.
-მინგიუ?
-არა, ის ზედმეტად ძლიერია, ამიტომ ბრძოლაში დაგვჭირდება. სავარაუდოდ ჰანთერებიდან ვინმე.
მათ საუბარს ბოლომდე ვუსმენ და ოთახში შევდივარ.
ისინი ბრძოლას აპირებენ და მე მცველს მიყენებენ? ამდენი იმისთვის არ მიშრომია, რომ უმწეოდ დავჯდე. ყველაზე მეტად იმ გოგონების გადარჩენა მინდა.
მაგრამ როგორ?!
ცოტა ხნის ფირქრის შემდეგ გეგმასაც ვადგენ.
შუაღამეა.
ყველამ დაიძინა.
ფეხაკრეფით გამოვდივარ ოთახიდან და ცოტაოდენ საჭმლის მარაგს ვიპარავ. შემდეგ კი სახლიდან გამოვდივარ და ქუჩებში ვიწყებ ხეტიალს. ბიჭების წყალობით დაახლოებით გავიგე კლეიტონის ადგილსამყოფელი. თუ მე მისკენ ერთ ნაბიჯს გადავდგამ ის ოთხით მომიახლოვდება, ამიტომ მისი პოვნა არ უნდა გამიჭირდეს.
-ხომ არ დაიკარგე გოგონა?_უკნიდან ხმა მესმის. არც კი ვტრიალდები მისკენ და გზას განვაგრძობ. უცნობი თვალი დახამხამებაში ჩნდება ჩემს წინ და პირდაპირ თვალებში მიყურებს.
YOU ARE READING
Black Widow(შავი ქვრივი)
VampirosTurn the lights off So you can see all of me Darkness is where your bride appears. Widow of mortals and bride of immortal king.