#2

371 37 3
                                    

უკვე საღამო ხანია და მინგიუსთან ერთად სასტუმროში ვბრუნდები. ფოიშეი შესულებს მომღიმარი პერსონალი გვეგებება და მთავაზობენ ოთახში ამაცილონ, მაგრამ მათ მინგიუ ისტუმრებს უარით და თავად მომყვება ნომრამდე.
-შემოხვალ?_ვეუბნები მას როცა კარებს ვაღებ.
-უკვე გვიანია, ჯობს დაისვენო. ხვალ მინდა სეული დაგათვალიერებინო რას იტყვი?
-სეულის დათვალიერება მერეც მეყოფა._თვალებს ვახამხამებ და ქვემოდან შევყურებ, მას კი ეღიმება.
-არც ისეთი უმწიკვლო ხარ როგორიც ჩანხარ._ამბობს და ყურის ძირში მკოცნის. ტანში ჟრუანტელი მივლის და ლამისაა წავიქცე. სიამოვნება მხოლოდ რამოდენიმე წამს გრძელდება, შემდეგ ტელეფონის ნომერს მართმევს და უბრალო გასეირნებაზე ვთანხმდებით.
დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს. უკმაყოფილოდ ვწევ თავს და ეკრანზე დახედვის გარეშე ვპასუხობ.
-გისმენთ.
-ულამაზი ხმა გაქვს ახალ გაღვიძებულს._მესმის  ბოხი და საოცრად სექსუალური ხმა. მაშინვე მივხვდი ვინც იყო.
-მინგიუ?
-გაემზადე, სასეირნოდ მივდივართ როგორც შევთანხმდით.

"გამომწვევი ხომ არაა?" ვფიქრიბ გულში და კიდევ ერთხელ ვიჭყიტები სარკეში.

"გამომწვევი ხომ არაა?" ვფიქრიბ გულში და კიდევ ერთხელ ვიჭყიტები სარკეში

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-არაა, თუ თავბრუს დახვევაა, ბოლომდე მივიყვანოთ საქმე._ვუღიმი ჩემს თავს სარკეში. თმას ვისწორებ და ნომრიდან გამოვდივარ.
სასტუმროს წინ მანქანას ვხედავ. უკანა სავარძლის ფანჯარა იწევა და იქიდან მომღიმარ მინგიუს ვხედავ. კარს მძღოლი აღებს, მეც მადლობას ვუხდი და მინგიუს გვერდით ვჯდები.
-ძალიან ლამაზი ხარ საყვარელო._მიყურებს და ლამისაა თვალებით შემჭამოს. ვინ იცის გონებაში რამდენჯერ გამხადა.
-საყვარელო? ასე კარგად შეგიძლია როლის მორგება?_ირონიულად ვუყურებ და თან მიხარია კიდევაც ასე, რომ მომმართა.
-არ მინდა ვინმეს ჩვენს "სიყვარულში" ეჭვი შეეპაროს.
-რა გაეწყობა._ვუღიმი და ფანჯარაში ვიხედები.
მალე რაღაც პარკთან მივდივართ და მანქანაც ჩერდება.
-ძვირფასო, ნება მომეცი._ამბობს მინგიუ და მანქანიდან გადმოვყავარ.
მანქანა გვტოვებს და ჩვენ ორნი ვრჩებით.
-ნაყინი გინდა?_მეუბნება უცებ. მეც თავს ვუხრი და ვეუბნები, რომ შოკოლადის მინდა. ისიც იქვე ნაყინის დახლთან მიდის და გამყიდველს რაღაცას ეუბნება. ახლაღა დავაკვირდი მის ჩაცმულობას ნორმალურად. ისევ ფორმალური ტანსაცმელი აცვია, თუმცა უფრო თავისუფალი. დარწმუმებული ვარ ყველანაირ ტანსაცმელში მშვენიერია....იქნებ უტანსაცმლოდაც. ვცდილობ ფიქრებიდან გამოვერკვიო და სწორედ ამ დროს ვხედავ, რომ ვიღაც შორიდან მიყურებს. სკამეიკაზე ზის და თვალებით მჭამს. მეც მზერას არ  ვაშორებ, მინდა რომ თავი უხერხულად იგრძნოს და შეწყვიტოს ეს საქციელი. მინგიუც მალევე მოდის. ჯერ მე მიყურებს და შემდეგ უცნობს. ცალ ხელს მხვევს და მას ისეთ მზერას აძლევს, რომ უცნობი არა თუ ტრიალდება, არამედ დგება და მიდის.
-სხვა დროს უბრალოდ დამიძახე._თვალს მიკრავს და შუბლზე მკოცნის. ვგრძნობ, რომ დაცხა და ლამისაა ეს კაბაც შემოვიხიო.
"ამ ბიჭს ზებუნებრივი ძალაა აქვს თუ რა ჯანდაბა ხდება!" ვუბრაზდები ჩემივე თავს და ნაყინის ჭამას ვიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზი წინასწარ გავითვალისწინე და გულიც დაიმედებული მქონდა, უეცრად იღრუბლება და წვიმასაც აპირებს.
-შეიძლება გაწვიმდეს. ჩემი ოფისი აქვეა, წავიდეთ._მეუბნება, ხელს მკიდებს და ჩქარი ნაბიჯით მივდივართ. სიჩქარეში ფეხი მიბრუნდება და ლამისაა ძირს გავწვე.
-კარგად ხარ?_ბრუნდება ჩემსკენ. სწორედ ამ დროს წვიმაც იწყება. თავის პიჯაკს მე მაფარებს და ხელში ავყავარ.
აი უკვე 10წუთია გაუჩერებლად მირბის...თანაც მე ვყავარ აყვანილი. ვერ მივხვდი ასეთი ძალა საიდან ჰქონდა ან რატომ არ დაიღალა. მაგრამ ჩემი ყურადღება იმაზე გადადის, რომ ორივე სველები ვართ, თავიდან ბოლომდე. არ ვიცი რატომ მაგრამ ვცდილობ რაც შეიძლება ძლიერად მივეკრა მას. მალე დიდ შენობას ვუახლოვდებით, რომელსაც მინგიუ უკნიდან უვლის და იქიდან შედის.
-ლიფტი გამოიძახე._მეუბნება და მეც ღილაკს თითს ვაჭერ. თმაც სულ სველი აქვს და წვეთები ღაპა-ღუპით მოსდის. ჩემდა გაუცნობიერებლად თმაზე ხელს ვახებ და შუბლიდან ვუწევ, რომ წყლის წვეთები არ მოხვდეს თვალბში. ახლა მე მაშტერდება, მე კი ლამისაა გული წამივიდეს, მაგრამ ვუღიმი და ლიფტისკენ გადამაქვს ყურადღება.
აი კარებიც იღება და მინგიუ სულ ბოლო, ღილაკს აჭერს თითს რომელზედაც ციფრი "13"-ია გამოსახული.
სანამ ბოლო სართულზე ავალთ მინგიუ ძირს მსვამს, მაგრამ ხელი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული რომ არ წავიქცე. კარები იღება და ისევ ხელში ავყავარ. ოფისის კარებს მე ვაღებ და მგონია, რომ უბრალო ოთახში უფრო ვარ ვიდრე რაღაც დაწესებულებაში.
მინგიუ იქვე მდგარ დივანზე მაჯენს, თავად კი უშველებელ ფანჯრებთან მიდის და ჟალუზებს აფარებს. ოთახში ფაქტობრივად სინათლის სხივი აღარ შემოდის. შემდეგ ჩემს მოპირდაპირედ კარადასთან მიდის და იქიდან ყუთი გადმოაქვს სავარაუდოდ წამლები უნდა იყოს. იქიდან ბინტი გადმოაქვს და ჩემთან მოდის. უეცრად მისი გაყინული ხელი მეხება, არა გაყინული კი არა ისეთი ცივი, რომ ლამისაა ჭკუიდან შევიშალო, მაგრამ არაფერს ვამბობ. ჯერ რაღაც მალამოს მისვამს მერე კი ბინტს მახვევს.
-ორივე საშინლად სველები ვართ და უნდა გამოვიცვალოთ.რამეს დალევ?_დუმილს არღვევს.
-წყალი უბრალოდ. კი მაგრამ ტანსაცმელი?_ამ დროს კარადის სხვა განყოფილებას აღებს და იქიდან ყველაფერი ახალი გადმოაქვს, იმ განსხვავებით, რომ ორი თეთრი პერანგი უჭირავს. ერთს მე მესვრის და კიდევ შავ პირსახოცსაც აყოლებს თან.
-შეგიძლია ოთახიდან გახვიდე?_ვეკითხები მას. ის კი ეშმაკურად იღიმის, შემდეგ კი ჩემთან მოდის, ლოყაზე ხელს მადებს და ჩამჩურჩულებს.
-ჩვენ მალე დავქორწინდებით, ნუთუ ეს აუცილებელია._ახლა ბოლომდე იღიმის და მის წაგრძელებულ კბილებსაც უკეთ ვხედავ. ისეთი გაშტერებული მზერით ვუყურებ ალბათ მიხვდა, რომ უნდა გასულიყო, მაგრამ გონებაში ერთი გიჟური იდეა მარტყავს და მეც ისევე ვუღიმი, როგორც ორი წამის წინ თავად.
-მართალი ხარ, ამის საჭიროება არაა. შეგიძლია დარჩე.....უბრალოდ მიბრუნდი._უკვე კარებისკენაა ზურგით, მაგრამ ვგრძნობ როგორ ეღიმება და ჩემი მიზანიც ესაა, დარტყმაზე დარტყმითვე ვუპასუხო.
თავის ტანსაცმელს მაგიდაზე აწყობს, ზურგს მაქცევს და გახდას იწყებს. მეც იგივეს ვაკეთებ, ოღონდ დამჯდარი, რადგან ფეხზე დგომა არ შემიძლია. წელს ზემოთ სრულიად შიშველია და მის შოკოლადისფერ კანს კიდევ უფრო კარგად ვხედავ. მხრები ასე უფრო დიდი და მამაკაცური უჩანს და ვგრძნობ, რომ ოთახში ტემპერატურა მატულობს. კაბის გახდა მიჭირს და ლამისაა ვიკივლო, რადგან სველი მატერია ისე მომეკრო ტანზე, რომ ვეღარ ვიცილებ. ჩემი ტანჯვა არ ვიცი როგორ, მაგრამ მინგიუმ ეს იგრძნო და ჩემსკენ ტრიალდება.
-დაგეხმარო?_მისი საოცარი ხმით მეკითხება. მეც უბრალოდ თავს ვუქნევ და ის ჩემსკენ მოემართება. ახლა კი ლამისაა ცხვირიდან სისხლი წამსკდეს, რადგან ის შოკოლადის ფილას გავს. ჩემთან ახლოს მოდის დივანზე ჯდება და ელვა შესაკრავს მიხსნის. "ჯანდაბა, მე ხომ კაბის შიგნით ზემოთ არაფერი მაცვია." 
-გმადლობ, დანარჩენს როგორღაც მოვახერხებ._ვეუბნები და ხელს ვაშვებინებ.
-სინაზის გარეშეც შემიძლია ეგ კაბა ორ წამში გაგხადო.
-მიწვევთ ბატონო კიმ?_არ ვცხრები და ვცდილობ გაოგნება დავმალო.
-როგორც გსურს ისე ჩათვალე მომავალო მეუღლე, მაგრამ შენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არაფრის გაკეთებას ვაპირებ. მინდა, რომ ქორწილამდე უმანკო იყო._ისევ იღიმის და მშორდება. რა იგულისხმა ამით? ქორწილის შემდეგ აპირებს რამეს? აი უკვე კარგად ვხედავ ვინცაა. როგორც ჩანს ბევრთან უგორავია და ამიტომ საუბრობს ასე თამამად. "გგონია ამ თამაშს მოიგებ კიმ მინგიუ? რომ იცოდე რა ბედი გელის წინ ასე არხეინად არ იქნებოდი. მაცადე ვაჟბატონო შენი სუსტი წერტილები ვიპოვო და მერე ჩემს შეხებაზეც გული წაგივა." წარბშეკრული გეგმებს ვაწყობ გონებაში. ამასობაში კი მის პერანგსაც ვიცვამ, რომელიც თითქმის მუხლებამდე მწვდება.  ისიც ჩაცმული ტრიალდება ჩემსკენ და აშკარა კმაყოფილება ეტყობა სახეზე. მიახლოვდება და წამოდგომაში მეხმარება. მისი თვალები ჩემს ტანს არ შორდება.
-ნეტავ უფრო გამჭვირვალე პერანგი მომეცა შენთვის._ამბობს და მისი თვალები ჩემს მკერდზე ჩერდება.
-ღმერთო ჩემო! ბატონო კიმ, იცით რომ მრისხანების განსახიერება ვარ?_ირონიულად ვუყურებ და ხელებს მკერდზე ვიფარებ.
-შენი არ ვიცი ძვირფასო, მაგრამ ნამდვილი მრისხანება ახლა ჩემს შარვალში იმალება და შეგიძლია უფრო განარისხო თუ მაგ ხელებს მკერდიდან მოიშორებ._უფრო ახლოს იწევა ჩემსკენ და მეც თავს ვეღარ ვიმაგრებ და დინავზე ვეშვები ხელებსაც ვიშველიებ, რომ არ დავენარცხო.
-აი ასე..._კმაყოფილი სახით ამბობს. უეცრად კი ჩემი 5სანტიმეტრიანი ფეხსაცმელი მის "მრისხანებასთანაა" მიბჯენილი.
-რამეს დააპირებ საყვარელო და დარწმუნებული ვარ შენს სიამაყეს არ მოეწონება ის რასაც ამ მაღალქუსლიანით ვუზამ._ვეუბნები და თვალს ვუკრავ.
-კარგი, კარგი. ვაღიარებ, რომ მომიგე, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ბრძოლა იყო. მოდი დავლიოთ._ახლა მინი ბართან მიდის და იქიდან ერთ ბოთლსა და ორ ჭიქას იღებს. შემდეგ კი გამჭვირვალე სითხეს ორივე ჭიქაში თანაბრად ასხამს და ერთს მე მაწვდის.
-გაუმარჯოს ჩვენს ქორწინებას._იწყებს ის და მალე მწარე სითხე ყელში გადადის.
ჭიქა ჭიქაზე მიდის და ბოლოს ორივე ერთმანეთის გვერდით დივანზე ლოთი კაცებივით ვდევართ.
-ჰეი მინგიუ, ხვალ ქმრად მომყავხარ გასაგებია?!_ჩავჩხავი ყურებში მინგიუს.
-რას მიყვირი! თუ ეგრე ძაან გინდა ახლავე წავიდეთ._ჯიბრში მიდგას მინგიუ.
-რაო ახლაო? წავიდეთ შენ გგონია მეშინია? ქორწინების სახლი უკვე ჩემი საკუთარი სახლი მგონია._პატარა წაკამათების შემდეგ ორივე ვჩუმდებით, მაგრამ დუმილს მინგიუ არღვევს.
-ჰეი ვივი....გამომყვები ცოლად?_იწყებს საოცრად რბილი ხმით.
-არა!_ამ პასუხზე მოჭუტულ თვალებს აფართოებს და მე მიყურებს.
-არ გამოგყვები ცოლად....იმიტორო უკვე იმდენს ვუთხარი გამოგყვებითქო რო მრცხვენია პასუხის._თან მეცინება და თან ლამისაა ვიტირო. დიდი სიამოვნებით ვეტყოდი, რომ ის უკანასკნელი არაა....თუმცა არ შემიძლია.
-მაშინ რას აპირებ?_მიამიტურად მეკითხება.
-ხომ გითხარი ქმრად მომყავხართქო! უარი არ მიიღება გაიგე?_ვეუბნები და თმას ვუჩეჩავ. ბოლოს მხოლოდ მისი ხმა მესმის თუ როგორ ელუღლუღება თავის მძღოლს, რომ მე ის ქმრად მომყავს და ოფისში მოვიდეს.

რას იტყვით აბაა 😍 შევეცადე ცოტა მხიარული თავი დამეწერა და არ ვიცი რამდენად გამომივიდა. იმედია მოგეწონათ ^^ არ დაგავიწყდეთ ვოუთი და კომენტარიი.
მიყვარხართ და მევუასებით 😍

Black Widow(შავი ქვრივი)Where stories live. Discover now