#22

222 32 14
                                    

კლეიტონი a

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

კლეიტონი a.k.a უბინი

Authors POV.
-ჯონჰან გთხოვ მინგიუს დაუძახე. უკვე დროა დავიძრათ.
-კარგი ჯუნ._ჯონჰანი კიბეებზე ადის და მინგიუს ოთახისკენ მიდის. უკვე ყველა მზად იყო კლეიტონთან შესახვედრად. მხოლოდ მინგიუ არ ჩანდა.
-მინგიუ?! შეიძლება შემოვიდე?!_ოდნავ ღია კარებიდან ჯონჰანს უხნაური ხმა შემოესმა. თითქოს ვიღაც ქვითინებდა. ყურს კარგად უგდებს და მალე ხვდება, რომ ეს მისი ნახევარ ძმაა.
-შეუძლებელია._წამოსცდა ჯონჰანს.
-რა არის ჯონჰან შეუძლებელი. ის რომ ვტირი?
-მინგიუ არ მინდოდა მე...
-არაუშავს შემოდი._საწოლიდან დგება, ცრემლებს იწმენდს და ჯონჰანს უღიმის.
-უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ უკვე წასვლის დრო იყო. თუ რამე გაწუხებს შეგიძლია მითხრა._მინგიუ ღრმად სუნთავს, ისევ საწოლზე ჯდება და თავს ხელებში რგავს.
-მეშინია. მეშინია, რომ იქ მივალ და ვივიანს შეცვლილს ვნახავ, ან ვერ გამოვიხსნი. მის დაკარგვას ვერ გადავიტან.
-ჰეი! კარგად მომისმინე. ჩვენ კლეიტონთან მივალთ. მას დავამარცხებთ და ვივიანსაც და სხვა გოგონებსაც უვნებლად წამოვიყვანთ. გასაგებია?!_მხრებზე ძლიერად კიდებს ხელებს.
-მართალი ხარ. ახლა სისუსტის დრო არაა. წავედით!
მანქანები ერთმანეთის მიყოლებით გადიან ეზოდან და ბნელ ტყეში უჩინარდებიან.

Vivians POV.
უკვე დღეა რომელსაც ყველა ასე მოელის. მთელი სასახლე სამზადისშია. განსაკუთრებულად მომკაზმეს და მომრთეს მე. გოგონებს ახალი თეთრი კაბები ჩააცვეს როგორც უმანკოებისა და სიწმინდის სიმბოლო. კლეიტონიც და სხვა მსახურებიც ჯონსუკის ჩათვლით განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ.
-აბა, მზად ხარ?_კლეიტონთან ერთად აივანზე ვარ და მზეს გავყურებ, რომელიც ძალიან ძალიან მალე ჩავა.
-რა თქმა უნდა._მისკენ ვტრიალდები და ვუღიმი.
-რა გააკეთა მინგიუმ ასეთი რომ შენნაირი ქალი ყავდა გვერდით.
-არ ვიცი მაგრამ მე ახლა შენთან ვარ.
-აი ეგ კი სხვა თემაა. მე შენ დედოფალივით გაცხოვრებ, რადგან სწორედაც რომ ჩემი დედოფალი გახდები სულ მალე.
-კლეიტონ პრობლემები გვაქვს.
-რა ხდება ჯონსუკ.
-მოვიდა.
-ასე ადრე? ახლა მაგისთვის არ მცალია!
-გაიგო ვივიანი აქ რომაა.
-რა?! შეუძლებელია... ვივიანი წაიყვანე და თვალი არ მოაშორო გაიგე?!_კლეიტონს სახეზე უკმაყოფილება და ბრაზი ეტყობოდა.
-გთხოვთ წამომყვეთ._ხელს მიწვდის ჯონსუკი, მაგრამ უბრალოდ ვიწყებ სიარულს.
"რა მოხდა? ვინ მოვიდა ისეთი რომ კლეიტონი მმალავს. მინგიუ?!"
-შეგიძლია მითხრა ვინ მოვიდა.
-არ ვიცი მაქვს თუ არა მაგის უფლება.
-თუ არ იცი მაშინ მითხარი.
-მხოლოდ იმას გეტყვი, რომ მას შენი განადგურება სურს.
-მაშინ ის მაინც მითხარი სად მივდივართ.
-დაცულ ოთახში.
-სრულიად ამომწურავი პასუხი.
-დამცინი?
-რაც გინდა ის იფიქრე.
-კლეიტონის მფარველობა რომ არა დიდი ხნის გამოსალმებული იქნებოდი სიცოცხლეს._ჯონსუკის ტონი უფრო მკაცრი და ბოხი ხდება.
-მეჩვენება თუ მემუქრები.
-რაც გინდა ის იფიქრე.
-არ გირჩევ ჯონსუკ._ჩემკენ ბრუნდება და ცალ წარბს წევს.
-რას გულისხმობ.
-კლეიტონის მფარველობის გარეშეც არ გირჩევდი ჩემთან ხუმრობას.
-ჰაჰ როგორ შევშინდი._ჯონსუკის ცინიზმი უკვე ყელში ამოდის.
"მგონი მომიწევს მისი მოშორება."
ისევ ბნელ კიბეებზე ვეშვებით და ჯონსუკი რომელიღაც კარს აღებს.
ქვის ოთახში შევდივართ, კარს გასაღებით კეტავს და მას ეყრდნობა.
-რატომ ჩაკეტე კარი!
-რომ არ გამექცე._სახეზე ბოროტული ღიმილი აფენია. მიახლოვდება და მეც იძულებული ვარ უკან დავიხიო.
-საინტერესოა კლეიტონი თუ მომცემს უფლებას შენთან ვითამაშო ხოლმე._ძალიან ძალიან ახლოს მოდის და მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვგრძნობ.
-არამგონია ამის საშუალება მოგეცეს._მეც იმავე ღიმილით ვუღიმი როცა დანას პირდაპირ მუცელში ვუყრი. დაბნეული იხევს უკან შემდეგ კი სიცილს იწყებს.
-ასეთი სულელიც არ მეგონე. ამ უბრალო სათამაშოთი აპირებ ჩემ მოკვლას? არასდროს გსმენია, რომ ვამპირებს ჭრილობების აღდგენა შეგვიძლია?
-რაღაც ვერ ვატყობ შენი ჭრილობა ხორცდებოდეს._ჩემს სიტყვებზე გაოგნებული იხედება დაბლა და ორივე ვხედავთ სისხლს, რომელიც თქრიალით მოედინება.
-რა გააკეთე?!_ღრიალს იწყებს ჯონსუკი.
-თავიდან მოგიშორე._მასთან მივრბივარ და უკვე მუხლებზე დაცემულ ვამპირს ყელზე დანას ვუსვამ. ჯონსუკი პირდაპირ სახით ეცემა ძირს და სანამ ფერფლად იქცევა სისხლიან დანას ტანსაცმელზე ვაწმენდ. ჯიბიდან გასაღებს ვაცლი, კარებს ვაღებ და კიბეებზე ავდივარ.
ისევ იქით მივდივარ სადაც კლეიტონთან ერთად ვიყავი. იქნებ სწორედ იქ არიან ის და მისი სტუმარი.
-ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც მე გეტყვი!_ქალის ხმა მესმის და მაშინვე იმ მიმართულებით მივრბვარ. ცოტა არ იყოს და ამ გრძელ კაბაში მიჭირს მოძრაობა, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.
ცოტა ხანში კლეიტონის ოთახთან ვდგავარ და საუბარს ვისმენ.
-კარგად მომისმინე კლეიტონ! თავდაპირველად ის გოგონა მინგიუს უნდა გამოეყენებინა და მეფე გამხდარიყო. მაგრამ როგორც ყოველთვის უსარგებლო აღმოჩნდა და წყეული ადამიანი შეუყვარდა. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თუ ვივიანს მინგიუს ჩამოაშორებდი მე შენ ამ სულელური რიტუალის ჩატარებაში დაგეხმარებოდი და ახლა რა გინდა თქვა, რომ შენც შეგიყვარდა ის წყეული?!_ქალის ხმა მეცნობა, მაგრამ ზუსტად ვერ ვხვდები ვინ უნდა იყოს.
-ვივიანზე ასე საუბრის უფლებას არ მოგცემ ჰიორი!
შიშისგან ცივი ოფლი მასხამს. ახლაც მახსოვს ჰიორი ბოროტული მზერა. მას ხომ ჩემი კბენა და მოკვლა უნდოდა.
-რაო კლეიტონ ერთმა უსუსურმა ადამიანმა შენც დაგასუსტა? არ მაიძულო საჭირო ზომები მივიღო!_ჰიორის ხმაში სიბრაზე მატულობს.
-თავადაც იცი, რომ შენი მუქარა ვერ შემაშინებს და ფრთხილად იყავი რადგან ცეცხლს ეთამაშები.
-იქნებ შენი რჩეული მორჩეს თვალთვალს და შემოგვიერთდეს._ჰიორის სიტყვები სრულიად მაშეშებს და მოძრაობის უნარს მართმევს.
-რაზე საუბრობ ჰიორი!
-ის გოგო, ვივიანი. უთხარი კარების უკან ნუ იმალება და დამენახოს.
წამებში კლეიტონი ჩემთან ჩდება და აკანკალებულს მხედავს.
-რა გჭირს. რატომ ხარ აქ ჯონსუკი სადაა.
-არ ვიცი, სადღაც წავიდა და ვიფიქრე შენთან მოვსულიყავი.
-ჯანდაბა სად გაქრა.... კარგი ამას მნიშვნელობა არ აქვს. კანკალებ, ჰიორის გამო ხარ ასე?_ხმას არ ვცემ და უბრალოდ თავს ვუქნევ.
-საშიში არაფერია, მე შენთან ვარ და რაც არ უნდა მოხდეს დაგიცავ._მხრებზე ხელს მხვევს და ოთახში შევყავარ. აივანზე ჰიორი დგას. გრძელი მეწამული კაბა აცვია და ჩამავალ მზეს გაჰყურებს.
-სასიამოვნოა შენი ნახვა ვივიან._თავს აბრუნებს და მიღიმის. საუბრის უნარი სრულიად მერთმევა.
"ვივიან!
ვივიან!
გამოფხიზლდი, მას მისცემ უფლებას, რომ ასე დაგასუსტოს? სულ მალე ბრძოლა მოგიწევს და ჰიორის წინაშე ნუ შეშინდები! შენი შიში სხვისთვის იარაღია, შენი თავდაჯერებულობა კი მათი სუსტი წერტილი. ეს ბრძოლა შენ უნდა მოიგო!"
მართალია, ჩემი შინაგანი ხმა სიმართლეს ამბობს. მინგიუს არ მოეწონებოდა ჰიორისთან ასე სუსტად ვყოფილიყავი და არც ჯუნს ან სხვებს მოეწონებოდათ მათი მოსწავლე ვინმეს დაეჩაგრა.
-მე კი იგივეს ვერ ვიტყოდი ჰიორი._სახეზე გაოცება ეტყობა და კლეიტონის ჩაცინება კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას.
-ვხედავ კლეიტონთან ყოფნას გაუთამამებიხარ. ჩემი უსარგებლო შვილისგან განსხვავებით მისი იმედი გაქვს, რომ დაგიცავს.
-ღმერთო ჩემო როგორ გამაცინე. არავის მფარველობა არ მჭირდება და თუ ფიქრობ, რომ თავს ვერ დავიცავი ძალიან ცდები._ჰიორი სიბრაზისგან წითლდება, მაგრამ ცდილობს მშვიდი გამომეტყველება შეინარჩუნოს.
-როგორც ხედავ ჰიორი აქ საჭირო აღარ ხარ. სანამ მშვიდად გეუბნები თავად წადი.
-იცი რომ ამას არ ვიზამ კლეიტონ! ამ გოგოს სისხლით ხორცამდე ვერ ვიტან და ნუთუ გგონია აქედან ისე წავალ, რომ არ მოვიშორო._პირდაპირ მე მიყურებს და ელვის სისწრაფით ჩემ წინ ჩნდება. უემოციოდ ვუყურებ თვალებში, რადგან ერთი ნაბიჯიც და დანაზე წამოეგება.
-ჯ..ჯანდაბა, მის თვალებში არანაირი ემოცია არაა._ნელ-ნელა იხევს უკან მაგრამ უეცრად კლეიტონის ხელი პირდაპირ მის სხეულში გადის და ხელში ჰიორის გული უჭირავს. გაოგნებული ვუყურებ ჯერ კლეიტონს შემდეგ ჰიორის, რომელსაც პირიდან სისხლი გადმოსდის.
-როგორც ჩანს ჩემი შესაძლებლობები სწორად ვერ შეაფასე._ამასღა ამბობს კლეიტონი და ჰიორის გული მისი სხეულისგან ცალკე რჩება, ხოლო მფეთქავი ორგანოს ნაცვლად ახლა იქ მუქი ხვრელი რჩება. პირზე ხელს ვიფარებ, არა შიშისგან, არამედ ზიზღისგან.
-შეიძლება გული ამომაცალე, მაგრამ იმის ძალა მაინც შემწევს, რომ ესეც თან გავიყოლო._ჩემკენ ბრუნდება და სადაცაა ჩამაფრინდება, მაგრამ ჩემი ფეხი მას მუცელში ხვდება, რაც მის წაბორძიკებას და მიწაზე დაცემას იწვევს.
-შენ უკვე ზედმეტი ხარ ჰიორი._კლეიტონი იხრება, თმაში კიდებს ხელს და სახეს ისე აწევინებს. შემდეგ ისევ თმაში ექაჩება და აიძულებს წამოდგეს. ჰიორი ძალიან დასუტებულია და ძლივს იკავებს თავს. ხელებს კლეიტონს კიდებს და ცდილობს თავი გაითავისუფლოს. ვხედავ როგორ არჭობს გრძელ ფრჩხილებს კანში, მაგრამ ეს კლეიტონს არ აჩერებს. აივნის კიდისკენ მიათრევს ჰიორის, რომელიც თევზივით ფართხალებს და კლეიტონს  გაურკვევლად რაღაცს უყვირის, ხან ემუდარება, ხან ემუქრება.
-მე შენ აღარ მჭირდები..._ცივად აღმოხდა კლეიტონს. ჰიორი თავისთან ახლოს მიჰყავს. ხელს, რომლითაც ჰიორი თმებით უჭირავს, სხვა მხარეს ატრიალებს. მეორე ხელს კი ჰიორი მხარზე ძლიერად კრავს.
კისერი მოტეხა...
კისერი მოტეხა და აივნიდან გადააგდო.
ამის შემდეგ ხდება ის, რაც ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ჩამყვა კოშმარებში.
კლეიტონი ფსიქოპატივით იცინის და მის ხმაზე მთელი სასახლე თრთის. როცა სიცილს ამთავრებს ასეთივე გიჟური სახით მიყურებს.
-უკვე დროა სამზადისი დავიწყოთ. წამოდი.
ოთახში შედის, მე კი აივანს ვუახლოვდები და დაბლა ვიხედები ჰიორის სხეული ეკლებს შორისაა მოქცეული და სრულიად სისხლიანია. მისი გაშეშებული და ჩასისხლიანებული თვალები პირდაპირ იყურებიან, თითქოს რაღაცას ეძებენ. სასწრაფოდ ვშორდები ამ საზარელ სანახოაბას და კლეიტონს მივყვები.
ვნერვიულობ
მოვა კი მინგიუ აქ?!
უეცრად დიდი ხმაური ისმის.
-რა ხდება?_უკვე კლეიტონთან ერთად ვიყავი და სარიტუალო დარბაზის წინ ვიდექით.
-ჯანდაბა! წადით და ნახეთ გარეთ რა ხდება. მგონი სტუმრები გვყავს. დარბაზის კარებს უხეშად აგდებს. გოგონები უკვე ოთახის შუაში, წრეში ერთად დაუგდიათ და დაუბამთ. ზოგი სრულიად გაჩუმებულია, ზოგი კლეიტონს შესცქერის მუდარით და ტირილით.
-მე რა უნდა ვქნა._დაბნეული ვიხედები აქეთ-იქით. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილმა სიტუაციამ კლეიტონი ცოტა არ იყოს დააბნია, ჩემთან ღიმილით ბრუნდება, ხელს მკიდებს და ოქროსფერი ტახტისკენ მივყავარ.
-ახლა კი დროა დავიწყოთ სამზადისი._კარებთამ მდგარ რამოდენიმე მსახურს ეუბნება. ტახტზე ვჯდები, ისინი კი მიახლოვდებიან. შუქები ქვრება, მხოლოდ სანთლები და მთვარის შუქი ანათებს ოთახს.
სანამ დარბაზის თვალიერებაში ვარ გართული მსახურები მიახლოვდებიან. საეჭვოდ ახლოს დგანან.
-რას აპირებთ..._ნორმალურად ვერც კი ვამთავრებ სიტყვას, რომ ორივე ხელში რაღაც მწარედ მერჭობა. როცა კარგად ვუკვირდები ეს ნემსებია. რაღაც შეიყვანეს ჩემს სხეულში.
საწამლავი?
ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ მიშეშდება ჯერ ხელები, შემდეგ ტანი და ქვედა კიდურები და ბოლოს სახის კუნთები. ხელებს ტახტის კიდეებს მაკიდინებენ და ჩემი მოწესრიგების შემდეგ პატარა კიბეებზე ჩადიან, რადგანაც ტახტრევანი ოდნავ ამაღლებულ ადგილზე დგას. ვცდილობ რამე მაინც ვთქვა, მაგრამ არ შემიძლია.
კლეიტონი, რომელიც შავ მოსასხამებში გამოწყობილ ხალხთან საუბრით ერთობოდა, ახლა ჩემთან მოდის.
-ნუ ღელავ საყვარელო, რიტუალი დასრულდება და ყველაფერი გაგივლის ეს რატომ გავაკეთე? იმიტომ, რომ იქნებ  ცდუნებას დაეძლიე და მინგიუსთან გაქცეულიყავი. თავადაც რომ მოვიდეს შანსი არ აქვს. მოკვდება, თუ აქამდე ცოცხალი დარჩა._სიბრაზე იმატებს ჩემში, მაგრამ ვცდილობ დავმშვიდდე. კლეიტონი პირდაპირ თვალებში მიყურებს. შეშლილი გამოხედვა აქვს. ის რომ მას ვინმე შეიძლებოდა შეყვარებოდა, სისულელე იყო. მარჯვენა ხელს ჯერ მხარზე მადებს, შემდეგ კი ნელ-ნელა ჩემი მკერდისკენ მიუყვება. თუმცა მას ერთ-ერთი მსახური აწყვეტინებს.
-ბატონო, მგონი დროა დავიწყოთ. მთვარე საჭირო პოზიციას მიუახლოვდა.
კლეიტონი დარბაზის წრეს უახლოვდება, სადაც გოგონები არიან. წრის გარშემო მყოფი შავმოსასხმიანები რაღაც გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებენ. კლეიტონი წრის გარშემო იწყებს სიარულს. გოგონები ტირილსა და გოდებას უმატებენ. შავმოსასხმიანთა ხმა უფრო მატულობს.  ოთახში ცივი ნიავი შემოდის. რიტუალის ხმას გარედან შემოსული ხმაური ერთვის ბიჭები ახლოს უნდა იყონ. სანამ ესენი შელოცვას მორჩებიან უნდა მოასწრონ და მოვიდნენ. შემლოცველთა ხმა პიკს აღწევს. კლეიტონი ერთ ადგილზე ჩერდება და გოგონების შუაში დგება. ასე მთვარის შუქი პირდაპირ წრეს ანათებს. ხელებს ნელ-ნელა მაღლა წევს და სწორედ ამ დროს ხდება ბოლო შეძახილი და ყველაფერი წყდება. სანთლები ქვრება და ფანჯრები და კარებები იღება. ოთახში ცივი სიო და ნისლი შემოდის. გარედან ხმაური არ წყდება და მალე ბუნდოვნად ვხედავ კარში რამოდენიმე სილუეტს.
მოვიდნენ
მოქმედების დროა...

ვაიმე ვაიმეე!! თქვენ არ იცით როგორ ველოდი ამ თავს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

.
.
.
.
.
.
.
ვაიმე ვაიმეე!! თქვენ არ იცით როგორ ველოდი ამ თავს. ყოველდღე ვწერდი და ვასწორებდი. ღამეც ამაზე ვფიქრობდი. მოკლედ იმედია ის გამოვიდა რაც მინდოდა და აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.
ასევე მინდა გითხრათ, რომ შავი ქვრივის დამთავრების შემდეგ, ძალიან მალე ახალ ფიკს შემოგთავაზებთ, სადაც მრავალ საყვარელ აიდოლს ნახავთ სპოილერს გეტყვით, რომ ფიკი არის NCT-ს ჯონიზე, მაგრამ იქნებიან პეროსნაჟები ექსოდანაც ბითიესიდანაც და ასე შემდეგ.
მიყვარხართ და მევუასებით💙

Black Widow(შავი ქვრივი)Where stories live. Discover now