#19

218 32 3
                                    

მაღაზიაში შევდივარ რათა შიმშილი დავიკმაყოფილო. ვგრძნობ ვიღაცის დაჟინებულ მზერას. სასწრაფოდ გამოვდივარ და ერთ-ერთ სკვერში შევდივარ.
"როგორ უნდა ვიპოვო სრულიად უცხო ადგილას თავშესაფარი?"
ვიღაც ისევ მიყურებს.
სწრაფად ვიხედები უკან და ვხედავ როგორ მიატრიალა უცნობმა ბიჭმა თავი სასწრაფოდ.
"არსებობს ორი ვერსია: ის ან კლეიტონის ჯაშუშია, ან ჩემი გადამრჩენელი."
სიარულს ვიწყებ სკვერის გარშემო და კარგად ვხედავ როგორ დამყვება უცნობი.
პარკიდან გამოვდივარ და ქალაქში ციწყებ სიარულს.
"კიდევ დიდხანს აპირებს ჩემს დევნას?"
მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებშუ შევდივარ და გამოვდივარ და როცა ვხედავ, რომ ის ჩემს უკან აღარაა სასწრაფოდ შევდივარ ერთ-ერთ კაფეში და ვიმალები.
აი გამოჩნდა უცნობიც. ჩანს რომ მე მეძებს და თანაც ჩემი გაუჩინარებით უკმაყოფილოა. ველოდები როდის გაცდება კაფეს და ახლა მე მივყვები უკან. ჩუმად ვეპარები, მაგრამ მაშინვე ტრიალდება და შეტევაზე გადმოდის. უკან ვხტები და ვცდილობ მის მკლავებში არ ჩავვარდე. ცდილობს დამიჭიროს, მაგრამ ამის საშუალებას არ ვაძლევ.
ხელს მიჭერს, თუმცა ამას ჩემს სასარგებლოდ ვიყენებ. თავისივე ხელს თავზე ვატარებ და უკან ვუდგები ისე რომ ხელი კისერზე აქვს მიბჯენილი.
-ვინ ხარ და რატომ მომყვები.
-wow ამას არ ველოდი.
-პასუხი გამეცი!_უფრო ძლიერად ვუჭერ ხელს.
-სამტროდ არ გეძებდი. ჯუნი გეტყოდა აქ რომ მოსულიყავი..._ჯუნის გაგონებაზე მაშინვე ვათავისუფლებ და გაოგნებული ვუყურებ.
-მაგრამ ვინ ხარ მაინც არ თქვი.
-მე ჯოშუა ვარ. ჯუნმა მოახერხა დაგვკავშირებოდა, ამიტომ გამოვედით ყველანი შენს მოსაძებნად და იღბლიანი მპოვნელიც მე აღმოვჩნდი.
-რას ნიშნავს მოახერხა. ხომ კარგად არიან!
-ჯუნი კი. ჰოში სერიოზულად დაშავდა, დინო და მინგჰაო კი ოდნავ._მის ნათქვამზე შვებით ვისუნთქავ.
-ახლა რა უნდა ვქნათ.
-ახლა ახალ სახლში მოგიწევს გადმოსვლა და რაც შეიძლება მალე. წითელი მთვარე ახლოსაა, ასევე კლეიტონიც. დასაკარგი დრო არ გვაქვს._ჯოშუას ვეთანხმები და სიარულს ვიწყებთ. მიხვეულ-ოხვეული და ბნელი გზებით ძალიან ლამაზ სახლთან მივყავარ.

Black Widow(შავი ქვრივი)Where stories live. Discover now