Epilogue

425 36 12
                                    

გაბრაზებული ვაჯახუნებ კარს და კიბეებზე ჩავდივარ.
-არ მითხრა რომ იჩხუბეთ._კიბეების ბოლოსთან ელეანორი მეგებება. ელეანორი ჩემი კოლეგაა მას შემდეგ რაც ლონდონში დავბრუნდი და საინტერესო სამუშაოც ვიშოვე.
-ვიჩხუბეთ და როგორც ყოველთვის მე გავიმარჯვე, მაგრამ არ აღიარებს.
-ხომ იცი როგორია. ვერ იტანს როცა რამე ისე არ ხდება როგორც სურს.
-ვიცი, ვიცი.
-მოკლედ რა გადაწყდა.
-ჯერ ისევ თავის აზრზეა, მაგრამ საღამოს დაელოდე და ყველაფერი ისე იქნება როგირც მე დავგეგმე.
-სწორადაც მოიქცევა. ჰელსინგი მხოლოდ შენ გენდობა ბოლომდე და შენს აზრსაც გაითვალისწინებს._მისი სახელის ხსენბაზე მეცინება.
-რა გაცინებს!
-უბრალოდ ვერ აღვიქვამ სერიოზულად მის ფსევდონიმს.
-ხომ იცი რომ თავისი ნამდვილი სახელი არც ისე ძალიან მოწონს.
-გრეგს რას ერჩი? ძალიანაც კარგი სახელია.
კარგი გვეყოს ლაპარაკი და ვივარჯიშოთ.
2საათიანი დამღლელი ვარჯიშისა და სხვადასხვა იარაღის ტრიალის შემდეგ ვიცვლით და სახლისკენ მივდივართ.
დაახლოებით 7საათისთვის ჰელსინგისგან მესიჯს ვიღებ და მეც ძველი სასახლისკენ მივდივარ. პირდაპირ ვაბიჯებ მდიდრულ დარბაზში და მაშინვე კიბეებით ყველაზე მაღლა მყოფი კოშკურისკენ ავდივარ.
-დღეს ახალწვეულებს შენ წაიყვან ჩრდილოეთ მხარეს. აჩვენე ყველა ის ადგილი რომელსაც ვიყენებთ ხოლმე. ისინი უკვე დაბლა გელოდებიან. ღამის პირველ საათამდე ისნი უვნებლად უნდა მოიყვანო აქ.
-ვიცოდი რომ მაინც მე დამიჯედებდი. ელეანორი არ მოდის?
-არა. მე მოვდივარ.
უცნაურია, ჰელსინგი არასდროს დადის ასეთ რაღაცეებზე.
4ახალწვეულთან ერთად მანქანში ვსხდებით და დანიშნულების ადგილზე მივდივართ.
ამ ახალგაზრდებში პოტენციალი ნამდვილად იყო. აი ჰელსინგის უცნაურ საუბარზე კი მთელი საღამო ვფიქრობდი. ჯერ ამიხსნა რა უნდა გამეკეთებინა და შემდეგ მითხრა რომ თავადაც მოდიოდა.
უცნაურია....
დაახლოებით ორმოცდაათ წუთში დანიშნულების ადგილზე ვართ. ახალბედებს ყველაფერს ადვილად ვასწავლით და იმედი მაქვს მალე ღირსეულად განაგრძობენ იმ საქმეს რისი გაკეთებაც აირჩიეს.
-მგონი უკვე დროა წავიდეთ._ჰელსინგს ვუახლოვდები რომელიც მაღალი შენობის სახურავზე დგას და ჩაბნელებულ სახლებს გადაჰყურებს. მისი გრძელი შავი თმები და ასეთივე ფერის მოსასხამი ჰაერში ფრიალებენ. გვერდით ვუდგები და მეც სასვე მთვარეს ვუყურებ.
-მართალი ხარ, დროა წავი...._უეცრად კივილი გვესმის. დროს არ ვკარგავ და სახურავიდანვე ვცდილობ დაშვებას. ჰელსინგი ჩემგან განსხვავებით კი პირდაპირ ძირს ხტება, ის ხომ ნახევრად ვამპირი და უძლიერესი მონადირეების შთამომავალია. მე ისიც არ მითხქვამს რას ვაკეთებ აქ.
ლონდონში დავბრუნდი და ის აღმოვაჩინე რისი კეთებაც მსიამოვნებს. შევუერთდი მონადირეთა პატარა კოალიციას და მრავალი წარმატების შედეგად ჰელსინგთან აღმოვჩნდი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი პიროვნებაა ამ კოალიციაში. სახელმწიფოსთან უშუალო კავშირი გვაქვს და ვცდილობთ უდანაშაულო მოქალაქეები ვამპირებისგან დავიცვათ. ყველაფერს ჯუნს და დანარჩენებს უნდა ვუმადლოდე და დიდი სიამოვნებითაც ვნახავდი მათ, მაგრამ არ მინდა გავიხსენო რა ხდებოდა სულ რაღაც სამი თვის წინ.
-ვივიან ახლებს მიხედე!_ჰელსინგი ყვირის და ნისლში უჩინარდება. სამი გოგონა და ორი ბიჭი ჩემს უკანაა და რაც არ უნდა დამიჯდეს მათ დავიცავ.
-ერთმანეთისკენ ზურგით დადექით და წრე შეკარით. რაც შეიძლება ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან.
შენობებს შორის წითელი თვალები გამოჩნდა. ჩვენს გარშემო ზუსტად ასეთი სახლებია და ასე ვთქვათ, ჩვენ მათ ალყაში ვართ.
-დროა თავი გამოვიჩინოთ!_ყვირის ერთ-ერთი მათგანი და ხუთივენი შენობებს შორის იფანტებიან.
-თქვენ რა სულ გაგიჟდით?!_თუ ეს ვამპირები არ მოკლავენ მათ მე მოვკლავ! როგორ გაბედეს ბრძანების გარეშე წასვლა!
უეცრად ვგრძნობ, რომ ჩემს ზურგს უკან ვიღაც გაჩნდა.
-ჰელსინგ?_ვცდილობ ნისლში გავარკვიო ვინ არის, რადგან ის კიდევ უფრო მატულობს. ნელ-ნელა ვხედავ როგორ მოაბიჯებს ნისლში ჰელსინგი და სასწრაფოდ მისკენ გავრბივარ.
-ჰელსინგ როგორ ხარ! რამე დაიშავე? დანარჩენები სად არიან?_ვამოწმებ რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს და არაფერი დაშავებია. უეცრად ჩემი გაოცება პიკს აღწევს. ჰელსინგი მაჯაში ძლიერად მკიდებს ხელს.
-მაპატიე ვივიან, ამას შენთვის ვაკეთებ._და თავში საშინელ დარტყმას ვგრძნობ, თუმცა ისე ძლიერს, არა რომ გავითიშო. ძირსს ვვარდები და ვცდილობ წამოვდგე, ნელ-ნელა ვიდგენ წონასწორობას და გრძელ ხმალს ვიღებ.
-სულ გაგიჟდი? პირდაპირ მითხარი რას ნიშნავს ეს, არ მინდა რამე დაგიშავო.
-არაფრის თქმას არ ვაპირებ._ჩემსკენ მთელი სისწრაფით გამორბის, მე კი ხმალს ვიქნევ, თუმცა ის მის ქვეშ ძვრება და ჩემს უკან ჩნდება. ხელი ყელზე აქვს მობჯენილი და ხმალსაც ძირს მაგდებინებს.
-გთხოვ ნუ მომცემ იმის საშუალებას, რომ რამე გატკინო. ნუ გამიწევ წინააღმდეგობას.
-სულელი გგონივარ? არ ვაპირებ ასე უბრალოდ დაგთანხმდე იმაზე რასაც ახლა აკეთებ.
-მაშინ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ!_ცალი ხელით ჰაერში ავყავარ და მთელი ძალით კედელს ვენარცხები. ასე მგონია ყველა ძვალი ერთდროულად ჩამტყდა. თავს ნელ-ნელა ვწევ და ჩამოფხატულ თმებს შორის ვიხედები. შენობების სიბნელეებიდან ახალწვეულები გამოდიან.
რა ჯანდაბა ხდება?!
გონებას ვკარგავ, თავს ვერ ვერევი, მაგრამ მხოლოდ ერთი რაღაცის გაგონებასღა ვასწრებ.
-ეს აუცილებელი იყო?! იცოდე თუ რამე მოუვა არ გაცოცხლებ!
ეს ხმა.... ნეტავ უკეთ გამეგონა, რომ მივხვედრილიყავი ვინ იყო.
საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს. თვალებს ვახელ, მაგრამ სრული სიბნელეა. ვხვდები, რომ თვალებზე რაღაც მაქვს აფარებული. გამოძრავებას ვცდილობ, მაგრამ ყველაფერი საშინლად მტკივა და თანაც ხელები შეკრული მაქვს.
-ჰელსინგ? სად ვარ! გამეცით ხმა!_პასუხი არსაიდან ჩანს. ტკივილის მიუხედავად ვცდილობ წამოვდგე და ეს ჯოჯოხეთში სახით დანრცხებას გავს. სხეულის ყოველი ნაწილი საშინლად მაქვს დაჟეჟილი და ვინ იცის იქნებ ნეკნებიც გავიტეხე.
ჩემი წამოდგომისას ჯაჭვის რაჩხუნის ხმა მესმის და ხელები ზურგს უკან ერთმანეთს უახლოვდება. ანუ ამ ჯაჭვს ვერ გავწყვეტ, თანაც მაშინ როცა თვალებიც ახვეული მაქვს.
სიცილი
ამ წამს ვიღაცამ ოთახის ბოლოში ჩუმად ჩაიცნა, თუმცა ეს საკმარიია გავიგო საითაა უცნობი.
-ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან._ვცდილობ ნელ-ნელა იმ ხმისკენ წავიდე. დიდ ნაბიჯებისგადადგმაც არ შემიძლია რადგან როგორც ჩანს ქუსლებიან ფეხსაცმელებზეც ჯაჭვებია მიბმული. ვგრძნობ დომ სხვა ტანსაცმელი მაცვია, უფრო კონკრეტულად კი გრძელი კაბა. ხმას მივყვები და დიდი ხნის შემდეგ მხარზე შეხებას ვგრძნობ.
-ვინ ხარ!_ვცდილობ მისი ხელი მხარიდან მოვიშორო მაგრამ ტკივილის გამო არ გამომდის. უცნობი უეცრად მის მკლავებში მაქცევს და ძლიერად მეხუტება. ხარბად ისუნთქავს ჩემი თმები სურნელს.
ჩემს კისერში ბასრი ეშვები ერჭობა და ტკივილისგან მცირე კვნესა ისმის. ხელები რატომღაც აღარ მაქვს დაბმული და უცნობს ზურგზე ძლიერად ვებღაუჭები. ცალი ხელით სახვევს ვიხსნი და სარკეში საკუთარ გამოსახულებასა და მას ვხედავ, რონელიც უსევ ჩემი სისხლით იკვებება.
მისი ზურგი ხომ...
შეუძლებელია ის იყოს.
მოჩვენებები არ დამწყებია.
მართლაც გრძელი კაბა მაცვია, თუმცა სრულიად თეთრი და ალაგ-ალაგ სისხლის პატარა ლაქებითაა დასვრილი.
-მ...მინგიუ?!_უძლურად ვამბობ და მისი სახის დანახვაც კი არ შემიძლია, რადგან ძალა სრულიად გამომეცალა.
-მე და შენ ვერასდროს დავშორდებით ერთმანეთს. გახდი ჩემი და წყევლა შენცდა შენს მთლიან გვარსაც მოეხსნება. მადლობა მას ვინც "დაგწყევლა" იმისთვის რომ ვამპირის საკუთრება ყოფილიყავი._ჩემს წინ წითლად მოელვარე თვალები ჩანს. მალე კი მინგიუს ნაკვთებსაც ვარჩევ.ოდნავ უკან ვყავარ გადაწეული და წელზე ხელი აქვს შემოხვეული.
-მაგრამ თუ მე შენთან დავრჩები შენ მოკვდები.
-არ ვაპირებ სიკვდილს, რადგან შენთან ერთად სამუდამოდ უნდა ვიცხოვრო. მომცემ ამის უფლებას?_სუსტად თავს ვუხრი რადგან ტკივილი მატულობს და ბევრი სისხლიც დავკარგე. ჩვენი დიალოგი წყდება და კოცნით გრძელდება. პირში სისხლის გემოს ვგრძნობ და შეიძლება გულიც ამერიოს, მაგრამ მინგიუ არ მაძლევს უფლებას უკან დავიხიო და იძულებული ვარ სისხლი გადავყლაპო.

Black Widow(შავი ქვრივი)Where stories live. Discover now