თანდათან ჩრდილები ბნელეთიდან გამოდიან და მთვარის შუქზე უზარმაზარ მგლებს ვხედავ.
ჩემკენ მოიწევენ, თან უზარმაზარ ეშვებს აღრჭიალებენ და იღრინებიან.
შიშისგან ვშეშდები და არ ვიცი რა ვქნა. ხეს შევყურებ, იქნებ მასზე ავძვრე, მაგრამ შეუძლებელია.
-არ მომეკაროთ._მეც ღრენის მსგავსი რაღაც გამომდის, თუმცა ამით უფრო ვიწვევ საშინელ მხეცებს. ხუთნი მაინც არიან და თანაც საკმაოდ დიდები. ერთ-ერთ ფეხსაცმელს ნელა ვიხდი და ყველაზე წინ მდგომს ვესვრი. თავში ხვდება და ჯერ წკმუტუნებს შემდეგ კი უფრო გააფთრებული იღრინება. უკან ვიხევ, მაგრამ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მგლები მიახლოვდებიან. არ ვიცი როდის ველოდო შეტევას, თუმცა წინააღმდეგობას მე მათ ვერ გავუწევ. მეორე ფეხსაცმელსაც ვიძრობ და ისევ მგლებისკენ ვისვრი. ახლა მეორეს ხვდება და როგორც ჩანს ჩემს ამ თავხედურ ქცევას ვერ ეგუება და წინ ხტება, ძალიან უცებ მიახლოვდება და ახლა ის ხდება ლიდერი. არ ვიცი სად ვაბიჯებ და გაუაზრებლად ძირს ვეცემი.
-აი ხომ ვთქვი რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო._გახარებული ვარ, რადგან მგონია, რომ ეს კოშმარი დამთავრდა. თუმცა თვალებს ვახელ და პირდაღებულ მგელს ვხედავ. შიშისგან გული მიმდის და ყველაფერი ჯერ იდღაბნება და შემდეგ იკარგება.
-გაუმაძღარო მხეცებო!_მესმის ხმა და თვალებს ვახელ. აი ახლა კი ვრწმუნდები, რომ ისევ კოშმარში ვარ. ოდნავ ვიწევი და ვხედავ როგორ ებრძვის მინგიუ მგლებს. "რა გავაკეთო. მას მივეხმარო, თუ გავიქცე." ვყოყმანობ, არ ვიცი რა ვქნა. მინგიუ საკმაოდ მედგრად უდგას მგლებს და ის სცენა მახსენდება "ურჩხული და მზეთუნახავიდან." იქნებ ისიც ურჩხულია.... მგლებიი ახლა მეტნი ჩანან, სავარაუდოდ ხროვის დანარჩენი წევრები არიან. აშკარად ჩანს, რომ მინგიუ მათ ჯობნის და მე მიცავს მათგან. ცოტაც და მთელ ხროვას ძირს დასცემს. დაახლოებით 4 მგელიღა დარჩა.
"არა, მას ჩემი დახმარება არ სჭირდება." ესაა ჩემი ბოლო ფიქრი და ბრძოლის სცენიდან გამოვრბივარ. შიშველი ფეხები მეკაწრება და მისისხლიანდება, თუმცა ახლა მთავარი ისაა, რომ იმ საშინელ ადგილს გავცდე. მალე გარემო ოდნავ იცვლება და მეც ვჩერდები. საკმაოდ დიდი მანძილი გავიარე იმის გამო, რომ შიშველი ფეხებით უფრო თავისუფლად დავდიოდი. კაბას კიდევ ვახევ ნაწილს და ტერფებზე ვიხვევ, რათა ტკივილი ნაკლებად ვიგრძნო.
მანამდე კი გარემოს ვაკვირდები. როგორი მისტიკური და უცნაურია აქაურობა. ზუსტად ისეთი, წიგნებში რომ წამიკითხავს ან ფილმებში მინახავს.
YOU ARE READING
Black Widow(შავი ქვრივი)
VampireTurn the lights off So you can see all of me Darkness is where your bride appears. Widow of mortals and bride of immortal king.