-შემოდი, თორემ გაწვიმდება._ფიქრებიდან მინგიუ მარკვევს და მეც კიბეებზე ავდივარ. ამ დროს კი ხის მაღალი კარი ჭრიალს იწყებს და მძიმედ იღება. კარის უკან მოხუცი დგას, იმდენად პატარა და მილეულია, რომ მიკვირს როგორ შეძლო ამხელა კარს მორეოდა.
-კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბატონო._თავს უხრის მინგიუს ისიც უღიმის.
-გმადლობ ედვარდ. გაიცანი, ეს ვივიანია ჩემი მეუღლე. ამიერიდან ის ამ სახლში იცხოვრებს და გთხოვ მას ისე მოეპყრა როგორც ამ სახლის სრულუფლებიან წევრს._მოხუცი ახლა მე მიყურებს და იღიმის. შემდეგ თავს მიკრავს და ხრინწიანი ხმით ამბობს.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალბატონო._კარს უფრო ფართედ აღებს და სახლში შევდივართ.
გაოცებისგან ლამისაა პირი დავაღო. მგონი გარეთ, მთვარის შუქზე უფრო იყო განათებული არამარე ვიდრე აქ. დიდ დერეფანს გავდივართ და შევდივართ დარბაზის ტიპის ოთახში. მანამდე დერეფანში მინგიუ შენიშვნას აძლევს ედვარდს, რომ ასეთი ჩაბნელებული სახლი დახვდა.
მისაღები ოთახი კი საკმაოდ განათებულია. მაღალ ჭერზე დიდი ჭაღია დაკიდებული, რომელიც მდიდრულად ბზინავს. ოთახს უკეთესად ვათვალიერებ და ვამჩნევ, რომ აქაურობა არც ისე თანამედროვედაა მოწყობილი. შუაში ორი, მეწამული დივანი დგას. მათ ქვეშაც ასეთივე ფერის ხალიჩაა დაგებული. კედლები მუქი მწვანეა, რომლის ფონზეც ლამაზად ჩანს დიდი ბუხარი და აქეთ-იქით კუთხეებში მიწყობილი რბილი სკამები. კედლებზე კიდევ სხვადასხვა ნახატებია, რომლებსაც უბრალოდ ვავლებ თვალს.
-დიდხანს აპირებ ასე გაშტერებულად ყოფნას?_ისევ ეს ვაჟბატონი მაღვიძებს ფიქრებიდან.
-თქვენი უდიდებულესობის სამფლობელოს ვათვალიერებ._თვალს ვუკრავ და ოთახის თვალიერებას განვაგრძობ. ზუსტად ერთმანეთის საპირისპირო მხარეს ორი კარია, მათ გვერდზებზე კი დიდი მაღალი სვეტები ჭერამდე აზიდულა.
-უკვე საკმაოდ გვიანია, ჯობს დაისვენო. ოთახამდე მიგაცილებ._მეუბნება მინგიუ და მეც თავს ვუკრავ. ახლა კი მაღალ ქვის კიბეზე ავდივართ. საკმაოდ ფართეა და თანაც წითელი ხალიჩაა ზედ დაგებული. მალე კიბე სამა იყოფა. აქედან ორი ასასვლელი გვერდებზე გადის, ხოლო ერთი ჯერ თაღია და შემდეგ კიბის გაგრძელებაც მოჩანს. მინგიუ მარჯვენა ასასვლელისკენ გადის და მეც მივყვები მას. დერეფანში გავდივართ, რომელშიც მრავალი კარია. მინგიუ ერთ-ერთთან ჩერდება.
-აი შენი ოთახი._კარს აღებს და მეც ოთახში შევდივარ.
-გმადლობ._მისკენ ვიხედები, მაგრამ ის თითქოს აორთქლდა. კარს ვხურავ და შუქის ანთებას ვცდილობ, მაგრამ როგირც ჩანს ჩამრთველი გაფუჭებულია. ტელეფონის სინათლეს ვიყენებ და ვცდილობ ფანჯარა ვიპოვო, რომ მთვარის შუქი მაინც შემოვუშვა ოთახში.
უეცრად ფანრის შუქით რაღაც მოძრავ საგანს ვაფიქსირებ. თვალებს სწრაფად ვახამხამებ და ისევ იმ ადგილას ვანათებ, მაგრამ არაფერი ჩანს. "ალბათ მომეჩვენა, გადაღლილობის ბრალი იქნება." ბოლოს და ბოლოს მაღალ ფანჯრებთან მივდივარ და გრძელი მეწამულ ფარდებს ვწევ. სახეზე მთვარის მოლურჯო სხივებს ვგრძნობ. თვალებს ვახელ და ბურთივით დამრგვალებულ მნათობს ვუღიმი. ახლა კი ოთიხსკენ ვტრიალდები და მას ვათვალიერებ. ლამაზ საწოლს ვავლებ თვალს, აქეთ-იქით დაბალი ტუმბოები რომ უდევს. საწოლს საპირისპიროდ კი მაღალი, სარკიანი კარადა დგას და აქვე კარსად ვამჩნევ სავარაუდოდ აბაზანისაა. ისევ საწოლისკენ გადამაქვს ყურადღება და კუთხეში იმას ვამჩნევ რაც აქამდე არ დამინახავს. მაღალი სილუეტი ჩრდილშია შემალული და მისი თვალების მზერას ვგრძნობ. ვცდილობ შიში არ შევიმჩნიო და მშვიდად ვიწყებ:
-აი თურმე სად გაქრი. მე კი მეგონა მოჩვენებასავით გაუჩინარდი. ასე ვერ შემაშინებ, ამიტომ გეყო ჩემს ოთახში ბოდიალი და გთხოვ ძილის საშუალება მომეცი._"მინგიუს" ვუახლოვდები, ის კი უეცრად უჩინარდება. თვალებს ფართოდ ვახელ და გაშეშებული ვუყურებ იმ ადგილს სადაც აჩრდილი იდგა, ახლა კი სარკიანი კამოდია მხოლოდ. "მინგიუ ნამდვილად არ იყო... მას ხომ გრძელი თმები ჰქონდა და თანაც მგონი გოგო იყო. ვივიან აშკარად ძალიან დაღლილი ხარ." დასაძინებლად ვემზადები და ფუმფულა საწოლში ვეშვები.
როგორც ჩანს სიზმრის სამყაროში ვარ. თეთრი, შუა საუკუნეების სტილის კაბა მაცვია.ძალიან ლამაზია, თუმცა ნელ-ნელა მისი ბოლოები წითლად იღებება. სახეზე ცივი ოფლი მასხავს, რადგან ვხვდები, რომ მშრალზე არ ვდგავარ. გვერდით ვიწრვი და სისხლის უზარმაზარ გუბეს ვხედავ. პირზე ხელს ვიფარებ რომ არ ვიკივლო და ვცდილობ გავიგო საიდან მოდის ეს სისხლი. თვალები მიშტერდება და მეორე ხელს კისერზე ვიდებ. ხელიც და ამავდროულად კაბაც წითლად იღებებეა სისხლისგან ვიცლები, მაგრამ არ ვკვდები. კივილი მინდა მაგრამ ამ დროს მეღვიძება და ზუსტად ჩემს წინ ვიღაცის სახეა, რომელიც მის გრძელ თმებს აქვთ დაფარული.
ჩემი კივილი მთელს სასახლეში ისმის....
ურააა!!!! ესეც მეოთხე თავი ხალხობა. იმედია მოგეწონათ დააა.....იმედია ცოტა დაგაბნიეთ კიდევაც :დდდდ
გამიზიარეთ თქვენი აზრებიი ხოდა...
მიყვარხართ და მევუასებით! 💙
YOU ARE READING
Black Widow(შავი ქვრივი)
VampireTurn the lights off So you can see all of me Darkness is where your bride appears. Widow of mortals and bride of immortal king.