" არა არა. შეუძლებელია. დემონები ასეთები არ არიან. ეს რაღაც სხვა არსებაა. "
იუნგი თვალს ვერ აშორებდა უცნობის ღიმილს და მას ყოველმხრივ ათვალიერებდა რომ გამოერკვია, თუ ვინ იყო იგი.
ანგელოზი ფიქრებიდან ხალხის შეძახილებმა გამოიყვანა. მას, თურმე, დისკზე დაედო ხელი და მუსიკა გამოერთო, თან ისე მაგრად ჩაავლო ხელი, რომ დაზიანდა. ამიტომაც იუნგიმ სწრაფად ამოიღო სხვა დისკი, შეცვალა და კლუბმა ძველებურად განაგრძო "მოღვაწეობა".
როდესაც იუნგიმ დაბლა დაიხედა, მან ვეღარ დაინახა ის უცნაური არსება. იგი მთელ კლუბში ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში სამუშაო დღეც დამთავრდა და დაცვამ ხალხი გაყარა, ზოგიერთის გატანაც მოუწიათ.
იუნგიმ ჩანთა აიღო, დისკები ჩაყარა და კლუბიდან გაიქცა. მას ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდა სახლში, რომ ამ საშინელ ატმოსფეროს გასცლოდა. როდესაც გარეთ მოხვდა, ანგელოზმა ყურსასმენები გაიკეთა და თავისი საყვარელი სიმღერა, Jungkook-Begin, ჩართო.
ჯუნგკუკი იყო იუნგის საუკეთესო ( და ერთადერთი ) მეგობარი, მისი მუზა მუსიკაში და აგრეთვე დემონი.
დიახ, დემონი.
იუნგი პირველად ჯუნგკუკს კლუბში შეხვდა. ჯუნგკუკი თვითონვე გამოეკიდა იუნგის სამუშაოს დასრულების შემდეგ და მიაჩეჩა, რომ ძალიან უყვარდა მისი სიმღერები და 'შუგა' მისი საყვარელი რეპერი იყო, შემდეგ კი გაუმხილა, რომ იგი იუნგის საყვარელი მომღერალი, ჯუნგკუკი იყო. იუნგიმ პირველად არ დაუჯერა, " როგორ შეიძლება დემონს ასეთი ხმა ჰქონდეს?", მაგრამ სიმღერის მოსმენის შემდეგ ყოველგვარი ეჭვი გაუქრა.
ამის შემდეგ ისინი დამეგობრდნენ.იუნგი ყოველ საღამოს უსმენდა ამ მუსიკას. თანაც არაფრის ეშინოდა, რადგან ამ დროს არავინ ისეთი დადიოდა.
ალბათ ახლაც იგივე იქნებოდა.
იუნგი თავის სახლს უახლივდებოდა, როცა ფეხის ხმა გაიგო. მან მუსიკა გამორთო, მთლიანი ფოკუსირება მოახდინა და ნაბიჯს აუჩქარა. მისი "მდევარი" არ აპირებდა დანებებას და მანაც იგივე გააკეთა.
ეს, ალბათ, 10 წუთი გაგრძელდა. იუნგის მობეზრდა სირბილი, სწრაფად შემოტრიალდა და დაიყვირა:
- ვინ ხარ და რა გინდა?!
მან პასუხი ვერ მიიღო, რადგან მდევარი ზედ შეახტა და ორივენი ძირს აღმოჩნდნენ. იუნგიმ თავის ძლიერი დარტყმის გამო გონება დაკარგა.

YOU ARE READING
ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )
FanfictionXXI საუკუნე...საუკუნე, რომელშიც ზღაპრებში ამოკითხული მაგიური არსებები სინამდვილეში არიან...