- ვიცოდი რომ მაგისი ნდობა არ შეიძლებოდა!
იუნგი სწრაფად ადგა და გარდერობისკენ წავიდა, რომ ნიშნის დასამალად რაიმე გრძელმკლავიანი ჩაეცვა. საბედნიეროდ, მისი შავი ზამთრის პერანგი იქვე ეგდო და სიცხის მიუხედავად ჩაიცვა, რადგან ჯინი სასწრაფოდ უნდა მოეძებნა.
...ქალაქის ქუჩებში უამრავი ხალხი ირეოდა. ეს უარესად ხდიდა იუნგის, რომელსაც უკვე თვალები ერეოდა. იგი ერთ-ერთი შენობის კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
- უნდა....ვიპოვო....
როცა ანგელოზმა თვალები გაახილა, დაინახა, რომ მის გარშემო ადამიანები შეკრებილიყვნენ. იგი ვერ არჩევდა მათ სახეებს და მათი საუბარი თავში ურტყავდა.
- ოპა, კარგად ხართ?
- დედა, მგონი იმ ბიძიას დახმარება სჭირდება.
- სასწრაფო ხომ არ გამოვიძახოთ?
ერთადერთი ფიგურა, რომელიც იუნგიმ ფორმითა ( და სუნით ) გაარჩია, იყო ჯუნგკუკი.
- ჰიუნგ?! ჰიუნგ რა გჭირს?!
- ჯუნგკუკ... სადღაც მინდა რომ მიმიყვა...
მაგრამ იუნგის გული წაუვიდა და ჯუნგკუკს ხელებში ჩაუვარდა.
" უკვე მერამდენედ გავიღვიძე... მესამედ? "
იუნგიმ ჯუნგკუკს გადახედა და წამოჯდა.
- არა არა ჰიუნგ უნდა იწვე. - მან სცადა, რომ დაეწვინა, მაგრამ იუნგიმ მკვლელის თვალებით შეხედა.
- ჯუნგკუკ. ახლა თუ არ წავედი შეიძლება სამუდამოდ დავიძინო.
- მაგრამ ჰიუნგ... რა ხდება?
- მერე აგიხსნი. ადგომაში დამეხმარე.
ჯუნგკუკმა იუნგი წამოაყენა და კარებთან დააყენა.
- ხომ არ ჯობია მეც წამოგყვე?
- არა, შენ დარჩი. მალე მოვალ.
იუნგიმ მთელი ძალა მოიკრიბა და კორპუსიდან გავარდა.
YOU ARE READING
ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )
FanfictionXXI საუკუნე...საუკუნე, რომელშიც ზღაპრებში ამოკითხული მაგიური არსებები სინამდვილეში არიან...