- რას აკეთებ აქ? - უთხრა კლუბის მცველმა იუნგის, როცა იგი თმააჩეჩილი, ჟაკეტგახდილი და ჩაშავებულთვალებიანი კლუბის წინ დაეჭო.
- ეგ რა შეკითხვაა, სამუშაოდ მოვედი. - უპასუხა ანგელოზმა და თვალები მოიფშვნიტა.
- შვებულებაში არ გახვედი?
- აუ... - იუნგიმ შუბლზე მოისვა ხელი. - ჯანდაბა, დამავიწყდა.
იგი შეტრიალდა და ბარბაც-ბარბაცით გაუყვა გზას კაფისკენ, სადაც მის საყვარელ შავ, მწარე ყავას ყიდდნენ.***
იუნგიმ ყავა extra large ჭიქით შეუკვეთა, გამყიდველს თავისი კუთვნილი 4 ლარი მისცა და დასაჯდომ ადგილს ეძებდა, როცა ჯუნგკუკი დაინახა, რომელიც გამწარებული ხელს იქნევდა.
ანგელოზი მივიდა მასთან და წინ დაუჯდა.
- ახლა უნივერსიტეტში არ უნდა იყო?
- გამოცდები გვქონდა და ადრე გამოგვიშვეს.
- ჩაწერა?
- ახალი მუსიკის გამოშვებას არ ვგეგმავ ჯერ.
- აბა რას აკეთებ ასე ადრე აქ?
იუნგიმ ყავა მოსვა.
- შენთან ლაპარაკი მინდოდა.
- რაზე? - ანგელოზმა ჭიქა დადო.
- მაშინ გზაზე რომ ცუდად გახდი. რა გჭირდა?
- კლუბში ნამეტანი მოუვიდათ და ცუდად გავხდი.
- მაშინ კლუბში არ იყავი.
იუნგიმ ჭიქაში ჩაიხედა.
- შენ საიდან იცი?
- იქ ვიყავი მაგ დღეს.
ახლა იუნგიმ ჭიქა მისწია და თავის ხელს ნიკაპით დაეყრდნო.
- ვთქვათ, რამე მჭირდა. რა სარგებელს მომიტანს რომ შენ გითხრა?
ჯუნგკუკს დაეტყო, რომ გაბრაზდა, მაგრამ თავს იკავებდა.
- ჰიუნგ, ჯერ ერთი. - თქვა მან და ანგელოზს ახედა. - ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. შეიძლება ასე მარტო მე ვფიქრობ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. და მეორეც, სანამ გავარდებოდი სახლიდან მომაძახე, რომ შემდეგ ყველაფერს ამიხსნიდი.
იუნგიმ თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.
- დაწყევლილი ვარ.
..იუნგის ერთი საათი დასჭირდა ასახსნელად, რადგან ჯუნგკუკი ყოველი წინადადების შუაში აწყვეტინებდა და ჯინს უარეს წყევლებს აყრიდა. იგი იუნგის არ შეეშვა, სანამ ანგელოზი დაჰპირდა, რომ ძილის დროს გვერდით ( ან ძირს ) დაიწვენდა მას.***
იუნგი და ჯუნგკუკი მთელი დღე სხვადასხვა ადგილებში ხეტიალობდნენ, მაგიტომაც სახლში დაღლილ-დაქანცულები მივიდნენ.
ჯუნგკუკი დაწვა იატაკზე, გაეხვია საბანში და მაშინვე დაიძინა.
იუნგიმ კი კიდევ ერთი ჭიქა შავი ყავა დალია და დაწვა, ამიტომაც მას გაცილებით გვიან დაეძინა. როცა მას დაეძინა, იგი მოხვდა ისევ თეთრ, ცარიელ ითახში, სადაც მომღიმარი ჯინი იდგა.
- მერვე რკალის დროა.
" ოჰ, ღმერთო. " გაიფიქრა იუნგიმ და თვალები გადაატრიალა.
KAMU SEDANG MEMBACA
ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )
Fiksi PenggemarXXI საუკუნე...საუკუნე, რომელშიც ზღაპრებში ამოკითხული მაგიური არსებები სინამდვილეში არიან...