დემონების სამყარო

289 38 2
                                    

- მაინცდამაინც...-  სპაზმი.  - ყველაზე საშინელ ადგილებს... - სპაზმი. - რატომ ირჩევ?! - კიდევ სპაზმი.
სეოკჯინმა გაიცინა და იუნგის ბოროტი ღიმილით შეხედა.
- მაგისთვის ჰქვია 9 ჯოჯოხეთური რკალი, რომ უნდა დაიტანჯო. აბა შენ რა გეგონა, ჰოლანდიის მწვანე მინდვრებში წაგიყვანდი?
იუნგიმ ისეთი მზერა მიაპყრო, რომ თვით დემონების მეფესაც კი გააკანკალებდა, მაგრამ ჯინზე მას არანაირი მოქმედება არ ჰქონდა.
დემონმა ჩაახველა და ხელები გაშალა.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დემონების სამყაროში, ბატონო მინ იუნგი!

***
იუნგი უხალისოდ დაჰყვებოდა ჯინს დემონების ქალაქში, რომელსაც რაგნაროკი ერქვა. აქ ცხოვრობდნენ სხვადასხვა სახის დემონები: ქურდები, მკვლელები, ქარაფშუტები. მაგრამ უმეტესად იყვნენ ჯინისნაირი დემონები, რომლებიც ხალხს არაფრის გულისთვის წყევლიდნენ და შემდეგ მათ სეირს უყურებდნენ.
იუნგის რამდენიმე დემონი გამოელაპარაკა. ანგელოზი მათ ვერ უსმენდა, რადგან მიახლოვების დროს თავის ტკივილი უტყდებოდა და მუცელი უბრუნდებოდა.
- კარგით, კარგით გოგონებო, გეყოფათ. - ჯინი დემონებს წინ გადაუდგა. - მართალია ეს თოვლის ფიფქი სახალისო ვიღაცაა, მაგრამ გაღვიძებამდე უნდა გაძლოს. აბა, დავიშალეთ!
დემონები აქეთ-იქეთ გაიფანტნენ. ერთმა ჯინს რაღაც ჩასჩურჩულა, ხოლო შემდეგ შემობრუნდა და იუნგისაც გადაკვრით უთხრა.
- ბედნიერებას გისურვებთ, ახალდაქორწინებულებო.
იუნგის თვალები გაუფართოვდა და თავში კიდევ ერთმა მიწისძვრამ დაარტყა.

***
- რას ფიქრობ რაგნაროკზე?
იუნგიმ თვალები დაახამხამა და ტილო შუბლიდან მოიხსნა.
- ბატონო?
- შენი აზრი მაინტრესებს-თქო. - ჯინმა ნაყინი ალოკა.
- რაში გაინტერესებს?
- თუ არ გაქვს აზრი თქვი ეგრევე.
- რას უნდა ვფიქრობდე იმის გარდა, რომ სასწრაფოდ გაღვიძება მინდა? - შეუღრინა იუნგიმ.
ჯინმა შეხედა და ნაყინი ლოყაზე მიიდო.
- 8 რკალი გაიარე. ხვალ ღამით გნახავ.
...
...
...
- დაიცა დაიცა! - იუნგი წამოხტა. - არანაირი დაბრკოლება, არანაირი ' მიყურე როგორ ვაკეთებ ბავშვებს სხვა დემონთან' ? რაღაცას ხომ არ მატყუებ? რას მალავ?!
ჯინი სერიოზული სახით უსმენდა, მაგრამ შემდეგ გულწრფელად გაეცინა...
...და ეს სიცილი იუნგის საყვარლად მოეჩვენა?!
არა, არა. ალბათ კიდევ ერთი სპაზმი იყო.
აბა, ვის შეიძლება რომ მოეწონოს ასეთი საზიზღარი დემონი?
ზუსტად.
- იდეები აღარ მაქვს, მაგისთვის ნუ მომკლავ. თან ბევრი ადამიანი მიდგას რიგში და თავიდან უნდა მოვიშორო. Ciao!
ჯინმა თითები გაატკაცუნა.
და იუნგის გაეღვიძა.

***
იუნგი უხმოდ, გაუნძრევლად იწვა და ფანჯრიდან მთვარეს უყურებდა. ჯუნგკუკს მშვიდად ეძინა თავის რბილ სათამაშოსთან ერთად და საბანი ნახევრად გადახდილი ჰქონდა.
იუნგი გადაბრუნდა და მუცელზე დაწვა. მან თვალები დახუჭა, ხელები საბანს ჩაავლო და ბალიშს ჩაჰყვირა.
- სერიოზული პასუხის გაცემა არ იყო საჭირო, სულელო!

ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )Where stories live. Discover now