წყევლის ნიშანი

368 41 29
                                    

"სინათლე... "

"სინათლე მიჭყუტუნებს თვალებში... "

- ჩააქრე სინათლე....! - დაიყვირა იუნგიმ ჩახრინწული ხმით და საბანი თავზე დაიფარა.

იგი ასე იწვა ცოტა ხანი და დაძინებას ცდილობდა, სანამ იგრძნო, თუ როგორ ჩაიზნიქა საწოლი.

- ჯუნგ, გადი! - ამჯერად იგი წამოხტა და საწოლზე დამჯდარ ადამიანს ხელი ჩაარტყა.

მაგრამ ეს ადამიანი არ იყო ჯუნგკუკი.

ამ ადამიანს ჰქონდა ვარდისფერი თმები და როცა იუნგიმ ჩაარტყა, მან თავზე მოიკიდა ხელი და იუნგის თავისი მბზინავი თაფლისფერი თვალები მიაპყრო. ჩანდა, რომ იგი შეურაწყოფილი და ცოტათი გაბრაზებული იყო. იუნგის ეცნო ეს 'ადამიანი', ეცნო მისი სუნი და მაგიტომაც იგი გაეცალა და კედელს აეკრო.

- სად... სად ვარ?

- ჩემს სახლში. - უპასუხა ვარდისფერთმიანმა დემონმა ისეთი სასიამოვნო ხმით, რომ იუნგის (უკვე მესამედ) ყბა ჩამოუვარდა.

- და... რას ვაკეთებ აქ?

- გუშინ რა მოხდა აღარ გახსოვს?

- მარტო ის მახსოვს რომ ვიღაცა მომდევდა და რომ გავჩერდი შემეჯახა და გული წამივიდა.

- ეგ ვიღაცა მე ვიყავი.

იუნგიმ ეჭვის თვალით შეხედა.

-რატომ მომდევდი?

- შენ არ მოგდევდი, მე თვითონ ვიღაც-ვიღაცეებს გავურბოდი.

- კარგი?... - იუნგიმ ადგომა სცადა, მაგრამ იგი ისევ უკან ჩავარდა.

დემონმა ამოისუნთქა და სხვა ოთახში გავიდა, შემდეგ კი ჭიქით დაბრუნდა და იუნგის მიაწოდა.

- ჩაი?

- ხო, შეიძლება ცოტათი გიშველოს.

- ნუ კარგი. - იუნგიმ ერთი ყლუპი მოსვა და მაშინვე იგრძნო, რომ ენერგია მოემატა. მან დემონს გადახედა და ჭიქა დადო. -უნდა წავიდე, მთელი დღე ვიღაც უცნობის სახლში ვერ დავრჩები.

- კიმ სეოკჯინი.

- რა?

- ჩემი სახელია კიმ სეოკჯინი. - დემონმა ხელი გაუწოდა. - ახლა აღარ ვართ უცნობები, ხომ?

იუნგი მის ხელს მიაშტერდა.

- და... შენი სახელი?

- აა ხო ხო. მინ იუნგი. ჩემი სახელია მინ იუნგი. - და იუნგიმ ხელი ჩამოართვა.

- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მინ იუნგი.

- ჩემთვისაც...

სიჩუმე დადგა.

- ...ალბათ ახლა უნდა წახვიდე.

- კი, მივდივარ.

- შენი ჩანთა აქ არის. - ჯინმა ჩანთა მიაწოდა.

- მადლობა...- იუნგიმ ჩანთა აიღო და კარებთან დადგა. - მადლობა, რომ პასუხისმგებლობა აიღე და მომიარე.

ჯინმა გაუღიმა და კარებამდე მიაცილა. იუნგიმ თავის ახალ 'მეგობარს' ხელი დაუქნია, კიბეებზე დაეშვა და სახლისკენ გაეშურა.

- არაფერს, ანგელოზო. - გაიცინა ჯინმა. - მხიარულება ახლა იწყება.


***

იუნგიმ სახლის კარები გააღო, ჩანთა დააგდო და სააბაზანოში შევარდა. იგი თავს საშინლად გრძნობდა. მას სტკიოდა სხეულის ყველა ნაწილი, გული ძალიან სწრაფად უცემდა და კუჭზე რაღაც აწვებოდა, თუმცა მას ჯერ არაფერი ჰქონდა ნაჭამი. მან უნიტაზში ჩაყო თავი და...

...იუნგიმ სააბაზანოში ერთი საათი გაატარა. იგი ძალიან დასუსტებული იყო და ცოცხალმკვდარი სავარძელში დაეხეთქა. მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაფერი უზომოდ სტკიოდა, ამ ყველაფრიდან მისი მხარი გამოირჩეოდა. მას ხელის განძრევა ეშინოდა. იქნებ მისი მხარი ისედაც ეს-ესაა შუაზე გადატყდება?

- რა მჭირს?! - დაიყვირა იუნგიმ და მხარიდან მაიკა გადაიძრო...

- ეს... ეს რა არის?!

იუნგის მხარზე შავი რგოლი ეხატა, რომელსაც გარშემო წითელი ბურთები ჰქონდა გამოსახული. შუაში კი ციფრი 9 ეწერა. ანგელოზს თვალები გაუფართოვდა.

ეს არ იყო ჩვეულებრივი 'ტატუ'.

ეს იყო წყევლის ნიშანი.

ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )Where stories live. Discover now