ტანჯვის გაკვეთილი

288 41 0
                                    

იუნგიმ იქეთ-აქეთ მიმოიხედა, მაგრამ შავი წყდიადის გარდა გარშემო ვერაფერი დაინახა.
- ეს არის პარალელური სამყარო? - იმედგაცრუებით ჰკითხა მან ჯინს.
- ცოტა ადრე ხომ არ გამოგაქვს დასკვნები? - ჩაიცინა დემონმა. - შენი პირველი დაბრკოლება ახლავე გამოჩნდება.
და მართლაც, ყველაფერი ძველებურად აზანზარდა, 'კედლების' ნაწილი ჩამოინგრა და იუნგის კვლავ დაეხვა თავბრუ.
როცა მან თვალები მოიფშვნიტა და გაახილა, ანგელოზმა ისურვა, რომ ბრმა ყოფილიყო.
მის წინ იდგნენ ჯინი და საკუთარი თავი, მაგრამ როგორც პარალელური სამყაროსთვის შესაფერისია, ისინი შეცვლილები იყვნენ.
ჯინს დიდი, თეთრი ფრთები და მუქი შავი თმები ჰქონდა, ხოლო იუნგის უზარმაზარი შავი ფრთები 'იატაკს' ეხახუნებოდა და მასაც, ჯინისნაირად, შავი თმები ჰქონდა.
ყველაზე სულისშემძვრელი კი ის იყო, რომ ჯინის ხელი იუნგის წელს გველივით შემოხვეოდა და ისინი ერთმანეთს დაქორწინებული წყვილივით შესციცინებდნენ.
- რა... რა ჯანდაბა არის ეს?! - დაიყვირა იუნგიმ.
- შენი პირველი გამოცდა. - უპასუხა ბოროტი სიცილით დემონმა. - ამ ორის სიყვარულობანას თამაშს უნდა უყურო გაღვიძებამდე ისე, რომ ერთი წამითაც არ ააცილო თვალი.
ზუსტად ამ წამს იგრძნო იუნგიმ, თუ როგორი სახიფათო და უბედურების მომტანი იყო დემონი, სახელად კიმ სეოკჯინი.

***

ამ ყველაფრის ყურება იმდენად აუტანელი იყო, რომ იუნგის სპაზმები დაეწყო. ჯინმა კი, იმის შიშით, რომ მისი უნიკალური განზომილება დაზიანდებოდა, ვედრო მოარბენინა და იუნგიმაც გულუხვად გაავსო იგი  'გადამუშავებული პროდუქტებით'.
რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, რომელიც ანგელოზს საუკუნედ მოეჩვენა, ჯინმა გაუფრთხილებლად გაწყვიტა მთელი სამყარო და იუნგის დილის 6 საათზე გაეღვიძა.
იგი მძიმედ სუნთქავდა, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და ყელი სტკიოდა, თითქოს მთელი ღამე ყვიროდა, თუმცა ეს გასაკვირი არ იქნებოდა.
იგი სწრაფად წამოხტა, რადგან სამსახური მალე ეწყებოდა და თავის მოსაწესრიგებლად სააბაზანოში გაიქცა. მან თავისი უბრალო, თეთრი მაისური გაიძრო, ძირს დააგდო და სარკეში ჩაიხედა.
ახლა იუნგის მხარზე ციფრი 8 ჰქონდა გამოსახული.

ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang