I'm...

248 35 1
                                    

იუნგის უკვე 2 დღეა არ დაუძინია. ის მხოლოდ ძლიერ, შავ ყავას სვამს და ყველაფერ დანარჩენზე უარს ამბობს. იგი უსმენს სხვადასხვა სიმღერებს, ზოგჯერ გარეთაც გადის იმის იმედით, რომ მუზა მოუვა, მაგრამ ყველაფერი ფუჭია.
- ჰიუნგ, უნივერსიტეტში გავდივარ! - თქვა ჯუნგკუკმა და კარები შეაღო.
- კარგი წადი... - უთხრა იუნგიმ და ხელი თვალებზე მოისვა, რომ არ დასძინებოდა.
- არ ჯობია რომ ცოტა დაისვენო? - ჯუნგკუკი კედელს მიეყრდნო და ანგელოზს ნერვიული მზერა მიაპყრო.
- არა. - მყარად უთხრა იუნგიმ. - თუ დავიძინე ისევ იქ აღმოვჩნდები. მერე მე რა ვიცი, როდის გავიღვიძებ.
- ნიშნის გასაუქმებლად ისედაც ცოტა დრო გაქვს. - ამოიხვნეშა დემონმა. - ჯობია იჩქარო.
და იგი გავიდა.
იუნგი თეთრ კედელს მიაშტერდა, ბოლოს კი, თითქოს რაღაცამ დაარტყაო, წამოხტა და კალამი ისროლა.
- ჯანდაბა, ეგ სულ დამავიწყდა! - იგი საწოლში დაეხეთქა. - ჯანდაბას, მერე გავაგრძელებ ფიქრს.
ანგელოზს დაეძინა...

***
- აჰ, მოხვედი? - თქვა ჯინმა, როცა იუნგი თეთრი ოთახის შუაში გაჩნდა.
- მოვედი. - უპასუხა იუნგიმ. - მალე დავიწყოთ, სამუშაო მაქვს გასაკეთებელი.
- კარგი.
დემონმა უხალისოდ გაატკაცუნა თითები და ისინი ნაცრისფერ მინდორზე აღმოჩნდნენ.
იუნგიმ მიმოიხედა და ცაში აიხედა.
- ეს რა არის, ჰოლანდიის 'მწვანე' მინდორი? - გაიხუმრა მან.
- ხომ გითხარი, იდეები არ მაქვს-თქო. - გაიცინა დემონმა.
იგი ჩამოჯდა და ხელი გვერდით დადო, იუნგის ანიშნებდა, დაჯექიო.
იუნგიც დაემორჩილა და გვერდით დაუჯდა.
სიჩუმე სუფევდა.
მხოლოდ ნელი სიო უბერავდა და ხასხასა მინდორს ჰარმონიას ურღვევდა.
- დროზე ადრე რომ მომკვდარიყავი, რას იგრძნობდი? - თქვა ჯინმა.
- ჰა? - იუნგის ეს შეკითხვა ძალიან გაუკვირდა.
- დროზე ადრე რომ მომკვდარიყავი, რას იგრძნობდი? - გაუმეორა დემონმა.
ანგელოზი ჩუმად იჯდა და ცაში იყურებოდა. მან თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
- ჩემი აზრით, დროზე ადრე სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი მაშინ მოდის, როცა საჭიროა.
- ვინმემ რომ მოგკლას?
- ეგეც, ალბათ, სიკვდილის ნებაა. - გაუღიმა იუნგიმ.
- აა... - ჯინი ცაში აიხედა. - გასაგებია.
მანაც დაუბრუნა ღიმილი.
იუნგიმ შეხედა მის მომღიმარ სახეს, თეთრ, მანათობელ ღიმილს და მიხვდა, რომ იმ დროის გრძნობა სულაც არ იყო სპაზმი.

***
იუნგი გაღვიძებისთანავე წამოხტა და მაგიდას მივარდა. მან იატაკიდან აიღო დაგდებული კალამი, ახალი ფურცელიც ამოიღო და სიმღერის სათაური დიდი, მუქი ასოებით დააწერა.

I'm in love with a demon

ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )Where stories live. Discover now