ბრძანება

235 34 1
                                    

ჯინი მუხლებზე დაიჩოქა და შარვალს ორივე ხელი მაგრად მოუჭირა. იგი დემონების მეფემ გამოიძახა, რომელსაც ჯინთან ლაპარაკი უნდოდა და ჩანდა, რომ არც ისე სასიამოვნო თემაზე იქნებოდა. ვინ იცის, ნეტა კიდევ რა არ მოეწონა ამ სულელ ბებერს.
- კიმ სეოკჯინ. - თქვა მან ბოხი ხმით.
ჯინს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
- დ-დიახ, თქვენო უდიდებულესობავ?
- რას აკეთებდა ანგელოზი რაგნაროკში?!
ჯინმა პირი დააღო. ' გაიგო?! '
- მ-მე იგი დავწყევლე და გასაუქმებელ პროცედურას გადიოდა... 
- რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ როცა ანგელოზს დაწყევლი მაშინვე უნდა მოკლა?!
- მაგრამ თქვენო უდიდებულესობავ-
- არანაირი მაგრამ! მე ეს პროცედურა დემონებისთვის გამოვიგონე, თქვენ კი დგახართ და თამაშისთვის იყენებთ! - იგი ტახტიდან წამოდგა და ჯინს მიუახლოვდა.
- რ-რ-რას მიბრძანებთ?
- უფლებას გაძლევ, რომ ამ არსებასთან კიდევ 1 რკალი გაიარო. 1 რკალის შემდეგ კი უნდა მოკლა.
დემონს გააკანკალა.
- თუ არ შეასრულებ ამას... - მეფემ ხმალი ამოიღო. - შენი თავი ამ კედლის მორიგი დეკორაცია გახდება.
...ჯინი სასახლიდან გამოვიდა და ახლოს მდებარე შენობის კედელს მიეყრდნო. მან თმები აიჩეჩა, შარვალს კიდევ ერთხელ ჩაავლო ხელი და დაბლა დაიხედა.
- ტფუი! - გადააფურთხა დემონმა. - გამოშტერებული ბებერი!

ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )Where stories live. Discover now