იუნგი მთელი დღე წერდა სიმღერას და ღამითაც გააგრძელა. მისი აზრები სინათლის სისწრაფით მოდიოდა და რომ არ დაეწერა, ალბათ დაავიწყდებოდა, რადგან ისინი ძალიან ბევრი იყო. მან ვერც კი იგრძნო, როგორ დაღამდა და ვერ გაიგო, როცა ჯუნგკუკი სახლში შემოვიდა და საჭმლის მომზადება დაიწყო.
- და... დასასრული! - ანგელოზმა ბოლო წერტილი დაასვა სიმღერას და გადახედა. ' კარგი გამოვა ' გაიფიქრა მან და გაიღიმა.
- ჰიუნგ, საჭმელი მზადაა! - დაიყვირა ჯუნგკუკმა და ოთახში შემოვიდა. - დაამთავრე?
- კი, და მგონი ეს ჩემი შედევრი იქნება.
- რაზე დაწე...რე?...
ჯუნგკუკი სათაურის დანახვისთანავე ადგილზე გაიყინა და იუნგის შიშით შეხედა.
- ჰიუნგ, ეს...
- აჰ, რა იყო? რამე ცუდი წერია? - ანგელოზმა კალამი მოიმარჯვა.
- შენ... სტოკჰოლმის სინდრომი ხომ არ გჭირს? რა მოხდა? დაგაძალა?
- აა ეგ? არა არა, მე ის ნამდვილად მიყვარს. შეიძლება ცუდი რამ გააკეთა, მაგრამ ამ ბოლო დროს სიბოროტე არ ეტყობა.
ჯუნგკუკი უხმოდ იდგა და ბოლოს ამოისუნთქა.
- თუ ის შენ გაგაბედნიერებს, თანახმა ვარ. მაგრამ თუ რამეს დაგიშავებს, მე მას უთუოდ მოვკლავ.
იუნგიმ გაუღიმა.
- ნუ გეშინია, არაფერი მოხდება.***
ვახშმის შემდეგ იუნგი დაწვა, რადგან ძალიან დაღლილი იყო და 6 რკალის გავლა მალევე უნდოდა. მან არც კი გამოიცვალა, ისე დაიფარა საბანი და თავი ძილს მისცა.
...ყველაფერი რაღაც...უცნაური იყო. კედლები გაშავებულიყო, ნახევარი ჩამონგრეული იყო და ჯინი კუთხეში მოკუნტული იჯდა. მან თავი აწია და იუნგიმ დაინახა, რომ თვალები ჩაშავებული ჰქონდა.
- რა გჭირს? - თქვა ანგელოზმა და მიუახლოვდა.
- მე... მე... - ჯინს თვალები ცრემლებით აევსო.
- რა მოხდა, ამოღერღე!
- მე დამავალეს, რომ მოგკლა.
იუნგიმ სიარული შეწყვიტა. ' აი, თურმე რისთვის იყო გუშინდელი საუბარი. '
- მომკალი.
- რა?!
- რა იყო, შენ ხომ მაინც არ გაინტერესებს რა მომივა. მომკალი.
- არა შენ... შენ შეცდი! მე... მე შენ...
- რა?
- მე შენ... მიყვარხარ. - ჩაიჩურჩულა დემონმა.
იუნგის თითქოს მუცელი პეპლებით აევსო, მსოფლიო გადატრიალდა და ისევ გადმობრუნდა. იგი დაიხარა და ჯინს თვალებში შეხედა.
- მართლა?
- მართლა, აბა ეხლა მოტყუება შეიძლება?!
იუნგიმ ჯინის თავი ნიკაპით ასწია და ტუჩებზე აკოცა.
- მეც მიყვარხარ, სულელო.
ჯინი გაწითლა და ანგელოზს გაფართოებული თვალებით შეხედა.
- იუნგიიიი! - დაიყვირა დემონმა და ანგელოზს გადაეხვია.***
დღეს, იუნგის და ჯინს მოიხსენიებენ, როგორც სიმშვიდის დამმყარებლებს დემონებსა და ანგელოზებს შორის. იუნგი ახლა ანგელოზების მეფის მარჯვენა ხელია, თუმცა იგი ჯინსაც ხვდება. ძალიან, ძალიან ხშირად.
ჯინი კი ახალი დემონების მეფეა და დემონების სამყაროში ყველაზე ძლიერად ითვლება.
ბიგჰითმა იუნგის რეპი მოიწონა და ანგელოზი მიიღო. ახლა იგი Agust D სახელით რეპავს.
ჯუნგკუკის სიმღერები მსოფლიოში ცნობილი გახდა და მას უამრავი ფანი გაუჩნდა.
წინა დემონების მეფის თავი კი ჯინის სასახლის კედელს ამშვენებს.
YOU ARE READING
ანგელოზები და დემონები ( დასრულებული )
FanfictionXXI საუკუნე...საუკუნე, რომელშიც ზღაპრებში ამოკითხული მაგიური არსებები სინამდვილეში არიან...