1 თავი (ჩემს შესახებ)

675 29 0
                                    

  გამარჯობა. მე სარა ვარ, სარა–ქიუ. არ გეგონოთ ქიუ გვარია. არა, ეს ჩემი სრული სახელია. სარა–ქიუ, გვარი კი არ ვიცი. ობოლი ვარ, ამიტომ არ ვიცი ჩემი ნამდვილი გვარი. ამჟამად ხალხი სარა–ქიუ დენვერსის სახელით მიცნობს. დენვერსი ჩემს აღმზრდელს ჰქვია, ტრუდი დენვერსი. ის ბრიტანელია, თუმცა საკმაო ხანია საქართველოში ცხოვრობს. არ გეგონოთ, რომ ქართველი ვარ. ბიოლოგიური მშობლების ძებნისას შევიტყვე, რომ წარმოშობით კორეელი ვარ, სამხრეთ კორეელი. ეს გარეგნობაზეც მეტყობა და ალბათ ადვილი შესამჩნევია. დავიბადე 1997 წლის 2 ნოემბერს, როგორც გაირკვა ტეგუში, სამხრეთ კორეაში. ვარ 19 წლის. მყავს ორი ძმა: მიკი და ჯეისონი. რა თქმა უნდა არაბიოლოგიური, ისინი ტრუდის შვილები არიან. თუმცა მიუხედავად ამისა ისინი ისე მექცევიან, როგორც ბიოლოგიურ შვილს და დას. მეც სწორედ ისინი მიმაჩნია ჩემს ოჯახად. ასევე მყავს საუკეთესო მეგობრები: მარი, თამუნა, ჯი ონი, ლუსი, ჯესი და მაილსი. ჩვენ სკოლიდან ერთად მოვდივართ. შესაბამისად ერთ სახლში გადავედით საცხოვრებლად, რათა ყველა ერთად ვიყოთ და სკოლის დამთავრების შემდეგ არ გავფანტულიყავით. ზოგადად მთელმა უნიმ იცის რა გიჟები და არანორმალურები ვართ, მაგრამ ეს მათთვის ჯერ ცოტაა. სამეგობროში, ჩემს გარდა, გამოერევიან ბავშვები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით გადამკვდრები ვართ ქეიპოპზე. ლექციებზე ჩვენს, მხოლოდ მინიმუმ სიგიჟეს ვავლენთ, რადგან ერთხელ უკვე ვიყავით დირექტორთან და მეტჯერ მისი პირიდან წამოსულ სალანძღავ სიტყვებს ქეიპოპზე ნამდვილად ვეღარ ავიტან და უეჭველი იმ ჩიტის ბუდე თავში ჩავაფრინდები :დდ. ვსწავლობთ აგრარულ უნივერსიტეტში, კულინარიულ ფაკულტეტზე. სავარაუდოდ ეს ერთ–ერთი მიზეზია იმ მიზეზებს შორის რის გამოც ჩვენ 6 საუკეთესო მეგობრები ვართ და თითქმის ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს. კულინარია ძალიან გვიყვარს და რა თქმა უნდა უნიში საუკეთესო მოსწავლეებს შორის ვართ. კულინარიის გარდა ჰობი რა თქმა უნდა ყველას გვაქვს. მე, მარის, ჯი ონის და თამუნას ძალიან გვიყვარს სიმღერა, მე მაღალი ნოტების აღება მეხერხება კარგად და ასევე რეპიც. მარიც ასევე მაღალ ნოტებს იღებს კარგად, მაგრამ მე რას მაჯობებს :დდ. თამუნა და ჯი ონი კი რეპს თავს მართლა ძალიან კარგად ართმევენ. ასევე მე და მარი ვართ პროფესიონალი მოცეკვავეები. ლუსი და ჯესი გიჟდებიან მაკიაჟზე. შესაბამისად მათ სადმე ჩვენგან საიდუმლო სალონიც უნდა ჰქონდეთ :დდ. აი მაილსი კი ერთადერთი ბიჭია ჩვენს სამეგობროში და შესაბამისად ის იმდენად გიჟდება კულინარიაზე,რომ ჩემი და მარის ჰიპ ჰოპიც კი უძლურია მისი ბიჭობის დასაბრუნებლად :დდ. აქედან გამომდინარე ჩვენ უბრალოდ უმაღლეს დონეზე ,,ვეღადავებით'' მას.   

გამარჯობათ <3 ეს ჩემი პირველი ნორმალური მცდელობაა, რომ დავწერო ფიკი. იმედია მოგეწონებათ. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ეს ფიკი არის სრულიად ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. <3 იმედი მაქვს არ ჩათვლით, რომ ზედმეტები მომივიდა და არ გამაკრიტიკებთ <3 მადლობა ყურადღებისთვის <3 მართალია პატარა თავია მაგრამ შემდეგი აუცილებლად ამაზე ბევრად დიდი იქნება <3 

ცხოვრება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის (დასრულებული)Where stories live. Discover now