დილით ადრე გავიღვიძე. შაბათ-კვირაა, ამიტომ ავდექი და სპეციალური ტოპიკი და ელასტიკი შარვალი ჩავიცვი სავარჯიშოდ, თმა კი ცხენის კუდად შევიკარი, მოსაცმელი თხელი ჟაკეტი ავიღე და მისაღებში ჩავედი სადაც მარი მელოდებოდა. ჯერ მხოლოდ ექვსი საათი იყო და, ამიტომ ტრუდიც არ იყო ამდგარი. მე და მარი ასე ადრე იმიტომ ვდგებით, რომ ყოველ შაბათ-კვირას ვვარჯიშობთ. ჩვენი მწრთვნელიც გვყავს, სახელად ბილი. ინგლისელია და ტრუდის ახლო მეგობარი, მისი თხოვნით გვეხმარება და გვავარჯიშებს. სხვათა შორის ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ და გავუგეთ. ძალიან მეგობრული, მხიარული და მაგარი ტიპია. მე და მარი გარეთ ჩუმათ გამოვედით და სტადიონამდე სადაც ვვარჯიშობთ ხოლმე სირბილით მივედით. ესეც ერთგვარი ვარჯიშია ბილმა გვირჩია ან ფეხით მოდით ან ველოსიპედებითო, ესეც კარგ შედეგს მოგცემთო. ჰო და ასე ვიქცევით. მისულებს ბილი უკვე იქ დაგვხვდა.
-ჰეი, ბილ. გალოდინეთ?
-არა. მეც ახლა მოვედი. ვხედავ ჩემს რჩევას ითვალისწინებთ. აბა შედეგი როგორია?-გვკითხა ცალი წარბის აწევით.
-შესანიშნავი.-ვუთხარი და სავარჯიშოდ მოედანზე შევედით.-აბა, გოგონებო. დღეს კარგად უნდა წაგავარჯიშოთ.
დავიწყეთ ვარჯიში. ხან რა ვარჯიშს გვაკეთებინებს, ხან რას. ვფიცავ ეს ყველა ვარჯიში ბილმა სპეციალურად ჩემს საწამებლად გამოიგონა. შუა ვარჯიშში ვიყავით, ტრუბაზე ვიყავი ჩამოკიდებული და აზიდვებს თუ რაც ქვია იმას ვაკეთებდით, როცა ნაცნობი ხმა მოგვესმა. დაბლა ჩამოვხტი და უკან გავიხედე, მთელი ბითიესის ბანდა დამხვდა თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად.-ჰაი, გაის.-დაიყვირა მარიმ და ბიჭებმაც ხელი დაგვიქნიეს.
ბიჭები მე და მარის მოგვიახლოვდნენ.
-არ ვიცოდი, თუ ვარჯიშობდით.-ხელებგაშლილმა გვითხრა ჯეიჰოპმა.
-მხოლოდ შაბათ-კვირას ვართ თავისუფლები და, ამიტომ მხოლოდ შაბათ-კვირას ვვარჯიშობთ.-განვუმარტე მე.-აა. გასაგებია. ჩვენ სათამაშოდ მოვედით არ გვეგონა, თუ აქ ვინმე იქნებოდა.-მითხრა რეპმონმა.
-მაგარი პრესი გაქვთ.-ჯიმინმა ჩვენს პრესზე მიგვითითა.
-ვიცით, მადლობ.-თავმომწონედ თქვა მარიმ.
YOU ARE READING
ცხოვრება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის (დასრულებული)
Fanfictionცხოვრებაში უამრავი სირთულეა. თუმცა, რომ იცოდე მომავალში რა გელის,მაშინ იტყოდი: ეს ყველაფერი ამად ღირდა. დამიჯერეთ ეს სიმართლეა. როდესაც ჩემი შიშები დავძლიე და მომავლისკენ ნაბიჯი გადავდგი სწორედ ამას ვფიქრობდი. არ მეგონა ამხელა წარმატებას, თუ მივაღწე...