******
–იცოდე ყოველდღე დამირეკე ან მომწერე, სკაიპიც მოსულა, მესენჯერიც...ნუ მთავარია დამეკონტაქტო, თორე წაგაცლი თაააავს.–ბოლო სიტყვები ღნავილით თქვა და გადამეხვია.
–მარიიიი. დაწყნარდი რაა. ისევ შევხვდებით და რა თქმა უნდა დაგეკონტაქტები.
–არა და ვისი აჯობებს.–ისევ ამოიღნავლა და მომშორდა.
–ტრუდის მიმიხედეთ.
აეროპორტში ვართ და გოგოებს ვემშვიდობები. ისინი საქართველოში ბრუნდებიან, მე კი ჩემს ახალ ოჯახს უნდა შევხვდე კორეაში. წარმოდგენაც კი არ მინდა მათ გარეშე, როგორ უნდა გავძლო. ეს 2–3 დღე საუკუნეებად გაიწელება, მაგრამ გული მკარნახობს, რომ ამ სიტყვებს უკან წავიღებ, როცა ოჯახს ვნახავ. ალბად დრო ისე სწრაფად გავა თვალს ვერც დავახამხამებ შიშით, ვაი თუ უცებ გაფრინდეს და კვლავ დამაშორონ.
შემდეგი ჯერი თამუნაზე მიდგა.
–თამუუუ.
–აააააა.–ამანაც ღნავილი დაიწყო.–ხო იცი, როგორ მიყვარხარ. მეც მომწერე ხოლმე და სურათები გამომიგზავნე შენს ოჯახის წევრებთან ერთად რო გადაიღებ.
–ასე მგონია ომში მივდივარ.–უემოციოდ ამოვთქვი და ამოვიოხრე.–კარგი, თამუ. შენც მოგწერ ხოლმე. ახლა კი დამშვიდდი.
–შენც მოგწერ ხოლმე.–ხმის ამოღება არ ვაცადე ისე ვთქვი, როცა ჯერი ჯი ონიზე მიდგა.
–ნუ უნდა მეთქვა კეთილი მგზავრობა, თავს გაუფრთხილდი და ასე შემდეგთქო, მაგრამ კარგია, რომ მომწერ ხოლმე.–სიცილით მითხრა და გადამეხვია.
ეს ბანალური სცენები არ მიყვარს, განსაკუთრებით დამშვიდობებები, ამიტომ შემდეგ სცენას სადაც ბიჭებთან ერთად თვითმფრინავში ავდივარ და ატირებულ გოგოებს ხელს ვუქნევ გამოვტოვებ. გადავხტები პირდაპირ იმაზე, როცა 2 საათი გავიდა, რაც მივფრინავთ და საშინლად ვღელავ.
CZYTASZ
ცხოვრება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის (დასრულებული)
Fanfictionცხოვრებაში უამრავი სირთულეა. თუმცა, რომ იცოდე მომავალში რა გელის,მაშინ იტყოდი: ეს ყველაფერი ამად ღირდა. დამიჯერეთ ეს სიმართლეა. როდესაც ჩემი შიშები დავძლიე და მომავლისკენ ნაბიჯი გადავდგი სწორედ ამას ვფიქრობდი. არ მეგონა ამხელა წარმატებას, თუ მივაღწე...