Sara's P.O.V.
დილით იკა შემომივარდა აეთრიეს ძახილით და ამაგდო.
-დღეს ისე უნდა გაგპრანჭო თეჰიონს თვალები გადმოუცვივდეს.-ამბობდა და საჩვენებელ თითს ჰაერში აქნევდა.
-კაი რაა.
-არავითარი კაი რა. განა არ ვიცი მაგ ბიჭზე რო გიჟდები. ნეტა იცოდე როგორ უყურებ.
-შენ შუგას მიხედე.
ამის თქმა იყო და სარკესთან მდგომი, მაკიაჟის საშვალებებთან მოფუსფუსე იკა ისეთი სახით მომიბრუნდა ავდექი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, რომ როცა მკითხავს: ,,რა თქვიო", აქედან გავასწრო.
-რა თქვი?
-რა და შენ შუგას მიხედეთქო რძალო.-სწრაფად მივაყარე და მაიკა გავისწორე, რის შემდეგაც გიჟივით გავვარდი გარეთ.
-სარა-ქიუ!-გავიგე როგორ იყვირა და გამომეკიდა.
მთელი სასტუმრო მოვირბინეთ და ბოლოს თეჰიონის ოთახში შევვარდით, რომელიც სარკესთან იჯდა და მაკიაჟს იკეთებდა. ოთახში დავრბოდით და თან ვკისკისებდით. თეჰიონი გაკვირვებული გვიყურებდა შემდეგ მასაც სიცილი აუტყდა და ჩემსა და იკას შორის ჩადგა, როცა იკამ კარადასთან მიმიმწყვდია. მადლობა ქმარუკა. იკა ისეთი სახით მიყურებს რო აუშვა აფხაზეთს დაიბრუნებს😂
-თეჰიონ გამიშვი უნდა მოვკლა.
-მოიცა მოიცა მოიცა. რა ხდება ჯერ ეს მითხარით.
-ისეთი არაფერი მითქვამს. რასაც ვხედავ ის ვთქვი.
-რაო?!
-გგონია ვერ ვხედავ ხო როგორ უყურებთ ერთმანეთს.-დაცინვით ვუთხარი და ჩემსკენ გამოწეული იკა კვლავ თეჰიონმა შეაჩერა.
-ეხლა მოგკლავ.
-ჰეი რა ხდება აქ?-ოთახში შუგა შემოვიდა.-თეჰიონის გვერდით ოთახში ვარ და ხმა იქაც კი ისმის.
-ვცდილობ შენი და სიკვდილს გადავარჩინო.-გაეცინა ტაეს და შემომხედა.
ESTÁS LEYENDO
ცხოვრება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის (დასრულებული)
Fanficცხოვრებაში უამრავი სირთულეა. თუმცა, რომ იცოდე მომავალში რა გელის,მაშინ იტყოდი: ეს ყველაფერი ამად ღირდა. დამიჯერეთ ეს სიმართლეა. როდესაც ჩემი შიშები დავძლიე და მომავლისკენ ნაბიჯი გადავდგი სწორედ ამას ვფიქრობდი. არ მეგონა ამხელა წარმატებას, თუ მივაღწე...