ამ ლაპარაკ–ლაპარაკში ავედით ნარიყალამდეც. საბაგიროდან გამოვედით და აი აქ წავიდა გართობა. ვიღებდით უამრავ სურათს, ვიდეოს. ბამბის ნაყინები ვჭამეთ. თვით ივანიშვილების სახლიც ვაჩვენე და ავუხსენი ეს სახლი ვის ეკუთვნოდა. ბერას შესახებაც ვუამბე,რომ საქართველოში ცნობილი რეპერია და ჩემი გრძელი ენის წყალობით ისიც გაიგეს, რომ რეპი შემიძლია, წამომცდა. ეს ცოტა არ იყოს გაუხარდათ და პირობა ჩამომართვეს,რომ სანამ აქ არიან ჩემ სიმღერას და რეპს მოისმენენ. ჰო რავი ამათ წინაშე თუ ტექსტი არ დამავიწყდა რატომაც არა. როცა ნარიყალას დათვალიერებას მთლიანად მოვრჩით ვიდრე საბაგირომდე ჩავაღწევდით რაზე აღარ ვსაუბრობდით.
–სარა, ანუ რეპი შეგიძლია და სიმღერაც კარგად გამოგდის?–მკითხა ჯიმინმა.
–ჰო, შეიძლება ასე ითქვას. საერთოდ სამეგობროში ერთადერთი არ ვარ ვისაც სიმღერის ნიჭი აქ.
–მართლა? შენს მეგობრებს გაგვაცნობ? რა ქვიათ?
–უფრო მეტი მოგვიყევი შენზე და შენს მეგობრებზე გთხოვ.–მთხოვა ჯიმინმა.–კი, ჯეიჰოპ. აუცილებლად. მათაც ძალიან უნდათ თქვენი ნახვა. ქეიპოპერები არიან ისინიც. სამეგობროში სულ ექვსი ვართ, მაგრამ ქეიპოპერები მხოლოდ ოთხნი ვართ ჩემი ჩათვლით. მე, მარი, თამუნა და ჯი ონი. მე და მარი ასე ვთქვათ ვოკალისტები ვართ, მარი მაღალ ნოტებს იღებს, მე კი მარიზე უფრო მაღალი ნოტების აწევა მეხერხება, გარდა ამისა როგორც ვთქვი რეპიც შემიძლია. აი თამუნა და ჯი ონი კი რეპში მართლაც ძალიან მაგრები არიან, ხშირად ვეჯიბრებით ხოლმე ერთმანეთს. ასევე მე და მარი პროფესიონალი მოცეკვავეები ვართ. ჰიპ ჰოპს ვცეკვავთ. ამას გარდა კი ძალიან მიყვარს სპორტი, ფეხბურთი და კალათბურთი, მაგრამ განსაკუთრებით ფეხბურთი მიყვარს. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად სტადიონზე ვიკრიბებით და ვთამაშობთ.
–ძალიან მაგარია.
–ჰო. აქ რამდენ ხანს რჩებით?
YOU ARE READING
ცხოვრება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის (დასრულებული)
Fanfictionცხოვრებაში უამრავი სირთულეა. თუმცა, რომ იცოდე მომავალში რა გელის,მაშინ იტყოდი: ეს ყველაფერი ამად ღირდა. დამიჯერეთ ეს სიმართლეა. როდესაც ჩემი შიშები დავძლიე და მომავლისკენ ნაბიჯი გადავდგი სწორედ ამას ვფიქრობდი. არ მეგონა ამხელა წარმატებას, თუ მივაღწე...