დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. ზოგადად ამ დროს ყველა აგინებს და ლანძღავს მაღვიძარას და ძილს იბრუნებს,მაგრამ მე არა. პირიქით, ძალიან შემიყვარდა ეს ხმა მას მერე რაც არა სკოლის არამედ უნივერსიტეტის დროს მახსენებს. სწრაფად წამოვდექი, წყალი გადავივლე და მოვემზადე. ჩაცმაზე დიდი დროის დახარჯვა არ მჩვევია. თავისუფალი სტილი მაქ, მიყვარს იმ ტანსაცმლის ტარება,რომელშიც თავს თავისუფლად ვგრძნობ და უმეტეს შემთხვევაში ეს ქუჩის სტილია. რა შეიძლება იყოს ქუჩის სტილზე უკეთესი და თავისუფალი? ახლაც დახეული ჯინსი, უბრალო გრძელი მოკლე მკლავიანი მაიკა, ზედ ჩემი საყვარელი ტყავის კურტკა მოვიცვი და არჩევანი გუჩის ბოტასებზე შევაჩერე. გრძელი, ქერა თმა უბრალოდ გავიშალე და მხრებზე დავიყარე. შემდეგ კი ჩავედი სამზარეულოში სადაც ტრუდი და მარის გარდა ყველა მეგულებოდა, მათ შორის მიკი და ჯეისონიც.
–დილამშვიდობისა.–მივედი და ტრუდის ვაკოცე.
–დილამშვიდობისა, საყვარელო.
–სარა გაიგე? დღეს პრაქტიკული გაკვეთილი გვაქვს. ჩვენმა დეკანმა დაპოსტა ჯგუფში.
–მაილს, გირჩევნია პრაქტიკული გაკვეთილი სხვა საგანშიც სცადო.–ვუთხარი და თვალი ჩავუკარი,რასაც ბავშვების ხარხარი მოჰყვა, ხოლო მაილსმა ერთი გველური გამოხედვით დამასაჩუქრა.
–ვეთანხმები. თანაც გოგოები გიჟდებიან, როცა მამაკაცს საჭმელი ლოგინში მიაქ.–ზურგი ამიბა ახლახან ჩამოსულმა მარიმ.
–სწრაფად ისაუზმეთ და წადით.
–ღმერთო, ტრუდი! გვყრი?
ლუსის შეცხადებაზე გადავიხარხარეთ და სწრაფად ვისაუზმეთ. შემდეგ კი უნივერსიტეტში ერთად გავემართეთ. უნივერსიტეტში მისვლისას კი...ნეტა მაილსისთვის მომესმინა და შიგნით შესულები ისევ უკან გამოგვიშვეს. როგორც მაილსმა თქვა პრაქტიკულ გაკვეთილზე, რომელიც რესტორან ,,კოსმოსში'' გვიტარდება.
–მოგესალმებით, ბავშვებო. დღეს პრაქტიკული გაკვეთილი გექნებათ. გუშინ ჩვენ ამერიკული სამზარეულო შევისწავლეთ და დღეს სწორედ ამერიკული სუფრის გაწყობას ვისწავლით. ვიმედოვნებ მოინდომებთ და კმაყოფილები დარჩებით. კარგით! ყველა თქვენს ადგილებზე მოთავსდდით.
YOU ARE READING
ცხოვრება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის (დასრულებული)
Fanfictionცხოვრებაში უამრავი სირთულეა. თუმცა, რომ იცოდე მომავალში რა გელის,მაშინ იტყოდი: ეს ყველაფერი ამად ღირდა. დამიჯერეთ ეს სიმართლეა. როდესაც ჩემი შიშები დავძლიე და მომავლისკენ ნაბიჯი გადავდგი სწორედ ამას ვფიქრობდი. არ მეგონა ამხელა წარმატებას, თუ მივაღწე...