7 თავი

192 14 0
                                    

ალბათ გაინტერესებთ რა მოგატყუეთ. მოდი დავფიქრდეთ. მე ცნობილ მომღერალს, ბრიტნი სპირსს ვიცნობ. მასთან დიდი დრო მაქვს გატარებული და მასთან დავუშვი ის დიდი შეცდომა, რომლის გამოც ასე მრცხვენია და განვიცდი. მიკიბ-მოკიბვას აღარ დავიწყებ. პირდაპირ გეტყვით, მაგრამ მეშინია გული არ გაგისკდეთ. მე აიდოლი ვიყავი. სიმღერა, რეპი, ცეკვა...უბრალოდ ჰობი არ არის. არც ჩემთვის და არც მარის, თამუნას და ჯი ონისთვის. ჩვენ ოთხნი ჯგუფში ვიყავით. 5 კაციან ჯგუფში, რომელიც S.M.Entertainment–მა შექმნა. ჯგუფის სახელი იყო New Direction-ახალი მიმართულება. ჯგუფში ვიყავით: მე, მარი, თამუნა, ჯი ონი და კესო.  ვმღეროდით, ვცეკვავდით, კონცერტებს და ფანმითინგებს ვმართავდით, ტურნეებზე დავდიოდით და ბევრი ფანიც გვყავდა. საკუთარი ფანებიც კი გვყავდა ყველას, ისეთი პოპულარულები ვიყავით. ეს ყველამ იცის გარდა ბიჭებისა. არ ვიცი მათ ეს, როგორ ვუთხრა. პირველივე შეხვედრაზე მოვატყუე და ჩემზე ცუდი წარმოდგენა შეექმნებათ. იქნებ საერთოდ არ ვუთხრა? ან იქნებ ჩვენი ჯგუფიდან წამოსვლის მიზეზი ვუთხრა და აღარ შეექმნათ ცუდი წარმოდგენა?ალბათ გაინტერესებთ ჯგუფიდან წამოსვლის მიზეზი. ჯგუფის წევრებს უთანხმოება მოგვივიდა. მართალია, ყველა ჯგუფშია უთანხმოება და ყველა არ გარბის, მაგრამ ჩვენთან უბრალო უთანხმოება არ ყოფილა. ხშირად ვკინკლაობდით ათას უაზრობაზე, მაგრამ ბოლოს ის მოხდა რისიც მეშინოდა...ჩვენს შორის სერიოზული უფსკრული გაჩნდა. ჩემს გამო ჯგუფი დაიშალა. უაზრო დასკვნა, რომ არ გამოიტანოთ ვრცლად მოგიყვებით:

,,როგორც იქნა სამ თვიანი ტურნე დავამთავრეთ. ახლა სასტუმროში ვართ და წვეულებისთვის ვემზადებით, რომელიც კიდევ ერთი მაგარი ტურნეს დამთავრების აღსანიშნავად იმართება. წვეულებაზე მხოლოდ ჩვენ არ ვიქნებით. წვეულება ლონდონში იმართება, რადგან ევრიპის ტურნე იყო და ლონდონში დავამთავრეთ. ამიტომ იქ ბევრი ცნობილი ადამიანი იქნება, როგორიცაა: ლეონარდო დიკაბრიო, ბრედ პიტი და ა.შ. წითელი კაბა ჩავიცვი , რომელიც მუხლებს ოდნავ ზემოთაა. მაღალ ქუსლიანი ასევე წითელი ფეხსაცმელი, თმები ლამაზად კოსად ავიწიე, წითელი ხელჩანთა და გოგოებთან შესახვედრად სასტუმროს მისაღებში ჩავედი. ჩვენი მძღოლი დღეს არ იქნება არ სცალია და მისი დამხმარეც, რომელიც მას ცვლის ხოლმე, ასევე ისიც არ იქნება. თურმე ოპერაცია გაუკეთებია და რამდენიმე კვირა არ იქნება. ასე, რომ მძღოლობა მე ვიკისრე. მანქანის ტარება მეხერხება, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული კახპა, რომ არ ვიყო შემეშინდებოდა რამე არ მოვიწიოთქო და მძღოლობაზე უარს ვიტყოდი. გოგოების მოლოდინში მისაღებში აქეთ-იქით დავდიოდი და ხანდახან სასტუმროს მთავარ შემოსასვლელისკენაც გავაპარებდი თვალს, სადაც უამრავი პაპარაცი და ჟურნალისტი იყო ატუზული და დაცვა ძლივს აკავებდა. მათი ფოტოაპარატების ჩხაკუნი სასტუმროში საშინელ ხმაურს ქმნიდა. ცოტა ხანში შევამჩნიე მარი, კესო და თამუნა, რომლებიც კიბეებზე ჩამოდიოდნენ. მარის ცისფერი ცალმკლავიანი, მუხლებამდე კაბა ეცვა. კესოს მუხლებზემოთ, ოდნავ მუქი ვარდისფერი კაბა ეცვა და ყელზე იგივე ფერის თხელი შარფი ეკეთა, რომელიც კაბას მშვენივრად შეესაბამებოდა. თამუნას კი გრძელი, შავი კაბა ეცვა, რომელსაც გვერდზე ჩახსნილი ჰქონდა მუხლს ოდნავ ზემოთ. მარის თმა დაეხვია და მხრებზე და ზურგზე ლამაზად ეყარა, კესოს კოსა გაეკეთებინა რომელიც მის ჩაცმულობას ძალიან უხდებოდა, თამუნას დატალღული თმები მეორე მხარეს გადაეწია, ერთ მხარეს კი თმები საერთოდ არ დაეტოვებინა. ეს ვარცხნილობა მის სახეს ძალიან კარგად და ლამაზად აჩენდა. ამ ყველაფერს დამატებული კაბების ფერთან შეხამებული ხელჩანთები, რომლებიც ხელში ეკავათ და მათი მომღიმარი სახეები, რომლებიც დაგატყვევებდათ.

ცხოვრება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის (დასრულებული)Where stories live. Discover now