15 თავი

156 15 4
                                    

    გზაში თეჰიონს ვეხვეწებოდი ეთქვა სად მივდიოდით, მაგრამ სიტყვა ვერ დავაცდენინე იმის გარდა, რომ ძალიან ლამაზ ადგილას მივყავარ. საბოლოოდ მანქანა დიდი, განათებული და ლამაზი რესტორნის წინ ჩერდება.
-ვაუ.-რესტორნის შესასვლელი წითელ-ყვითელ ფერებში ანათებდა. ჩემი ორი უსაყვარლესი ფერი.
-ჯერ სად ხარ.-გამიღიმა და შიგნით შევედით.
გაოცებისგან პირი ღია დამრჩა. მთელ რესტორანში არავინ იყო, მხოლოდ ჩვენ. ერთ-ერთ მაგიდაზე თეთრი ნაჭრის გადასაფარებელი იყო გადაკრული და უამრავი ნაირ-ნაირი საჭმელები ელაგა. სცენაზე მუსიკოსები იდგნენ და რომანტიულ მუსიკას უკრავდნენ.
აქაურობა საახალწლოდ მორთულ სახლს გავს, ნაძვის ხეღა აკლია. ყველაფერი ჩემს უსაყვარლეს ფერებში ანათებს. ჩემი უცხოპლანეტელი.
-ღმერთო, თეჰიონ. ძალიან ლამაზია.
-რესტორანი მთელი ღამით ჩვენია.

    ახლა დავდნები. რა საყვარელი ღიმილი აქვს. მაგიდას მივუჯექით. თეჰიონმა სკამი გამომიწია და დამსვა შემდეგ თვითონაც მიუჯდა მაგიდას. ვჭამდით და თან რაღაც ამბებს ვიხსენებდით. ბოლოს ის გავიხსენეთ ტურნეზე ბიჭებმა რომ გაუჩალიჩეს. ტურნეს ავტობუსში ჭამისას თეჰიონს გაუჩალიჩეს და პიცაში კალბასების ნაცვლად ბევრი სანელებლებით შეზავებული კიმჩი ჩაუდეს. საწყალს ცრემლები სდიოდა მე კი მისი შემხედვარე ისე მომეშალა ნერვები მისი მოსულიერებაც მე მომიწია და მთელი დღე მის საწოლთან არავის ვუშვებდი და მე ვუვლიდი სანამ ბიჭებმა ბოდიში არ მოუხადეს. ცხარე საჭმელთან ხუმრობა არ ღირს. ეს ჯინმა კარგად იცოდა და ისიც ძალიან გაბრაზდა. ბიჭებიც მიხვდნენ დანაშაულს და ბოდიში მოუხადეს. თუმცა თეჰიონი ხომ ჩვენი კეთილი და საყვარელი მეორე მაკნეა. ნაწყენი არც ყოფილა, პირიქით როცა მოსულიერდა დებილივით იცინოდა.
თეჰიონმა უეცრად ჭამას თავი დაანება და მომიახლოვდა.
-შეიძლება ვიცეკვოთ?
გამოწოდებულ ხელზე დავხედე და ღიმილით თავი დავუქნიე. მუსიკოსებიც არ დაიბნენ და ვალსის დაკვრა დაიწყეს. ბევრი ვიცეკვეთ შემდეგ ოდნავ მომშორდა და ჩემი ხელები მისაში მოიქცია.

ცხოვრება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora