10 თავი

223 21 7
                                    

დილით მაღვიძარას ხმას უნდა გავეღვიძებინე...მაგრამ რატომ გავს ჩემი ტელეფონის ზარს? თვალები გავახილე და კამოდიდან ტელეფონი ავიღე. შუგა მირეკავდა. საათს დავხედე და ჯერ 5–ს 15 აკლდა. 

–ვერაა ეს კარგად.–ჩავილაპარაკე ჩემთვის და ვუპასუხე.–გისმენ.

–ვიცი რაც იფიქრე. სრულებით კარგად ვარ. იმიტომ გირეკავ, რომ იდიოტებმა ფრენა გადაიტანეს. ღამის 12–ზეა ფრენა.

–მეღადავები ხო?–ვკითხე და, ვითომ დაინახავდა, ,,მეღადავები სახე მივიღე.

–მეც ეგეთი რექცია მქონდა. კინაღამ მოვკალი ისე კარგად მეძინა.–ჩაიბუზღუნა.

–ააააახ. კარგი გოგოებსაც ვეტყვი.

–არ გინდა. ჯიმინმა და ჯეიჰოპმა გადაინაწილეს და თვითონ გააგებინებენ.–გაეცინა შუგას. 

–ჰაჰა. ამაღამ რაღა დააძინებთ.–გამეცინა და შუგას დავემშვიდობე. 

ტელეფონი თავის ადგილას დავაბრუნე და შევეცადე ძილი შემებრუნებინა. აუ რააა. ჩამიბანძეს ხასიათი. რა კარგად მეძინა უუუფ. 

დილით, ასე 8 საათისკენ, ნამდვილად მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. ავდექი, მოვწესრიგდი და მისაღებში ჩავედი. კიბეებზე მარის შევხვდი ისიც დაბლა ჩადიოდა. დავინახე თუ არა გამეღიმა.

–რაო მარი. დაგიფრთხო ქმარუკამ ანგელოზები ღამის 5 საათზე?–ვკითხე სიცილით და კიბეებს ჩავუყევით. 

–ჰოოო. შენ ძამიკომ არა? 

–აბა ისე როგორ. 

–საწყლები. ეგენიც გაუღვიძებიათ.–სიცილით თქვა მარიმ.

–ხოოო. შუგა წუწუნებდა ტელეფონში. ისე კარგად მეძინა, რო გამაღვიძეს კინაღამ მოვკალიო.–ასევე სიცილით ვუპასუხე და მისაღებში შევედით. მისაღებიდან კი სამზარეულოში ლაპარაკ–ლაპარაკით გავედით ორივე. 

–მგონი ჩემმა ძმამ უკვე დაამუღამა ჩემი ფიქრების კითხვა. 

ცხოვრება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის (დასრულებული)Where stories live. Discover now