-მე არ მეკითხებით?-ყველამ მისაღების კარისკენ გავიხედეთ და ის დავინახე რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
ტრუდი კარებში, პარკებით ხელში საცოდავად იდგა და ლამის ტირილი დაეწყო.
-ტრუდი...
-სარა ტურნეში მიგყავთ ისე, რომ მე არ მეუბნებით? და გოგოებიც თან მიგყავთ? ჩემზე საერთოდ არ ფიქრობთ მათ გარეშე როგორ ვიქნები?-ტრუდის ლოყაზე ჩამოსრიალებულმა ცრემლმა სულ დამავიწყა, რომ დამსწრეები გვყავს. ტრუდის ხელი ნაზად მოვკიდე და საძინებელში ავიყვანე.-ტრუდი, გთხოვ არ იტირო. მე ჯერ მათთვის პასუხი არ მითქვამს.
-მაგრამ უკვე ვიცი რასაც უპასუხებ.
-თუ გინდა არ წავალ.-არა, სარა. ჩემი უაზრო სცენის გამო უარი არ უნდა თქვა შენს ძმასთან ერთად მოგზაურობაზე და დროის გატარებაზე. უბრალოდ იმაზე მწყდება გული, რომ ჩემთვის აზრი არ გიკითხავთ. მე გაგზარდე...ლაპარაკი გასწავლე და სიარული...შენგან შორს როგორ უნდა ვიყო, ჩემი შვილი ხარ. ქალიშვილი რომელზეც სულ ვვოცნებობდი.-ტრუდი ცრემლების შეკავებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ორივე ერთად ვტიროდით.
-ხომ იცი რომ ისე არაფერს ვიტყვი ვიდრე შენ არ გკითხავ. გთხოვ არ იტირო დედა.-ბოლო სიტყვები სლუკუნით ამოვთქვი. ტრუდიმ გაოცებულმა ამომხედა.
-რა დამიძახე?-აქამდე დედას მხოლოდ მაშინ ვეძახდი, როცა რამე მინდოდა.
-დედა. ვიცი ამას მხოლოდ მაშინ გეძახდი როცა რამე მინდოდა და ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი დიდი შეცდომა იყო. შენი გაზრდილი ვარ და
რათქმა უნდა მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი მშობლები ვიპოვე შენ მაინც დედაჩემი იქნები. ეს დაიმახსოვრე. ყოველთვის მემახსოვრები და დაგირეკავ. აქაც ხშირად ჩამოვალ ხოლმე შესვენებებზე. გთხოვ ცრემლები მოიწმინდე და აღარ იტირო თორე მთელი გზა შენზე ვიდარდებ.-ჩემო გოგო.
ტრუდის ძლიერად მოვეხვიე, ნამტირალები სახეები მოვიწესრიგეთ და დაბლა ჩავედით.
მისაღებში ყველა ჩვენს მოლოდინში იყვნენ, როგორც კი დაგვინახეს კითხვები დაგვაყარეს. -ჩვენ...ვილაპარაკეთ და ყველაფერი რიგზეა. წამოვალთ.
YOU ARE READING
ცხოვრება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის (დასრულებული)
Fanfictionცხოვრებაში უამრავი სირთულეა. თუმცა, რომ იცოდე მომავალში რა გელის,მაშინ იტყოდი: ეს ყველაფერი ამად ღირდა. დამიჯერეთ ეს სიმართლეა. როდესაც ჩემი შიშები დავძლიე და მომავლისკენ ნაბიჯი გადავდგი სწორედ ამას ვფიქრობდი. არ მეგონა ამხელა წარმატებას, თუ მივაღწე...