ჰარუსთვის შაბათი თავისი პატარა სახელოსნოთი იწყებოდა და მთავრდებოდა. თუ რამე აუცილებელი საქმე არ ჰქონდა,ფეხს არ იცვლიდა იქიდან. ყავა და საჭმელი იქ შეჰქონდა ხოლმე ნანას,რომელიც სულ იმას ბუზღუნებდა ერთხელ მაინც ჭამე ნორმალურადო. ქალი მინჰიუკის დაქვრივებიდან იყო მათ გვერდით და თუ ვინმე უყვარდა ჰარუს მამის შემდეგ,ეს სწორედ ნანა იყო.
-მამა როდის დაბრუნდა?-ჰკითხა ლანგრით შემოსულ ქალს და მაშინვე ყავის ფინჯანს დასწვდა.
-ძალიან ადრე. მე რომ მოვედი მისი მანქანა სახლის წინ ეყენა უკვე.
-შენი შვილიშვილი როგორაა?-ნანას არავინ ჰყავდა მის მეტი. გოგო ჰარუზე ორი წლით პატარა იყო და მალე სკოლას ამთავრებდა. ქალი ყველანაირად ცდილობდა,არაფერი მოკლებოდა. მისი შვილი და რძალი კი მუშაობდნენ,მაგრამ მათი ხელფასი იმდენად მცირე იყო,საჭმელსა და გადასახადებს ძლივს აუდიოდა. ნანა კი ხელფასის 95%-ს შვილიშვილს აძლევდა,რათა გოგოს არაფერი გაჭირვებოდა. თვითონ პარკებთან ცხოვრობდა,ამიტომ ფული საერთოდ არ სჭირდებოდა იმ მცირეოდენის გარდა,რასაც იტოვებდა. ჰარუს არაერთხელ გაუტანებია საჩუქრები შვილიშვილთან. იქნებოდა ეს ტანსაცმელი,ჩანთა თუ კლასგარეშე ლიტერატურა.
-კარგადაა,გმადლობ. ვიცი,გითხარი სამი დღით მივდივარ-მეთქი,მაგრამ ამდენ ხანს შემოვრჩი. ნორმალურად ჭამდი?
-არაუშავს,ნანა. რამდენ ხანსაც გინდა,დარჩი ხოლმე,-გონებაში კი დაამატა,ბედი მქონია წუხელ სახლში რომ არ იყავიო.
-მინჰიუკი სამზარეულოშია,მთხოვა მეთქვა,რომ დღეს შურს იძიებს წინა შაბათის მარცხის გამო.
-მაგასაც ვნახავთ,-ჰარუმ ყავა ბოლომდე დალია,ნახატს ტილო მიაფარა და ნანაზე ხელგადახვეული სამზარეულოსკენ გაემართა.
-დილამშვიდობისა,-კაცმა შუბლზე აკოცა.
-ისაუზმე უკვე?თუ კი მაშინ წავიდეთ,რაღაც მოგების ხასიათზე ვარ,-თვალი ჩაუკრა მამას.
-დღეს ასე იოლად ვერ დამამარცხებ.
-ოჰომ,ნუთუ იაპონელები ტენისშიც ნოვატორები არიან და რამე ახალი გასწავლეს?
-კორტზე შევხვდებით. გირჩევნია მოემზადო,-კაცმა საჩვენებელი თითი გადაისვა ყელზე რომელიღაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პერსონაჟივით,-დანდობა არ იქნება!
ნანამ უკამყოფილოდ გააქნია თავი.
-ჩემს შვილიშვილს შენზე მეტი ჭკუა აქვს თავში,პაკ მინჰიუკ.
ჰარუს სიცილი წასკდა.
-წავალ გამოვიცვლი,მამა,შენ კი მორალურად მოემზადე წაგებისთვის. მერე არ დაიწყო ითაღლითეო,როგორც გჩვევია ხოლმე. ნანა მსაჯი იქნება.
-ჰმმ,მოისყიდე არა? ყველა ჩემ წინააღმდეგ ხართ.
-ხანდახან ისე იქცევი,ეჭვი მეპარება ამხელა ბიზნეს-იმპერია შენ შექმენი,თუ ჯადოსნური ლამპარი გაქვს,რომელშიც ჯინს მალავ,-ჰარუმ ლოყაზე აკოცა და გამოსაცვლელად წავიდა.
-ხო მართლა,ჰარუ,ხვალ სტუმარი გვეყოლება.
-ვინ?-კიბეებიდან გადმოსძახა გოგომ.
-ჩემი ძველი მეგობრის შვილი,სონგ მინო,ხომ გახსოვს?
-მგონი.
*******
ლექსის ბაბუამ დაურეკა, ხვალინდელი ვახშამი შეახსენა და თან დაუმატა,რამე ნორმალური ჩაიცვი შენებურად მიგლეჯილ-მოგლეჯილი შარვლითა და ტყავის ქურთუკით არ მოხვიდეო. მთელ ოჯახში ბაბუა უყვარდა ყველაზე მეტად,რადგან მხოლოდ ის ზრუნავდა გოგოზე. მართალია მისი ბაიკერობა საშინლად არ მოსწონდა,ისიც იმიტომ რომ სიკვდილამდე ეშინოდა გოგოს რამე არ მოსვლოდა,მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო,ყოველთვის მის მხარეს იცავდა.ლექსის სხეული ისე სტკიოდა საწოლიდან ადგომის თავიც არ ჰქონდა. დილიდან მისი მობილური არ გაჩერებულა. ჯერ დიომ დაურეკა,წუხელ რბოლაზე დაგვაკლდი და ამაღამ მაინც არ დაგვაღალატოო. მერე ჩენი აწუწუნდა მობილურში შიუმინთან ვიჩხუბე და შენთან ხო არ მოსულაო. არ გასულა ორი წამი შიუმინმა დაურეკა,ჩენი ხომ არ დაგკავშირებიაო. გოგო გაგიჟებას იყო,რაღა დღეს მოუნდათ ასე ცუდად რომ ვარო.
მობილური ისევ აწკრიალდა.ამჯერად ლეი იყო.
-რა?-ჩასძახა გაბეზრებულმა.
-რა კიარა როგორ ხარ? არუნდა გეთქვა რაც დაგემართა? სეჰუნს რომ არ დაერეკა ვერც გავიგებდი...ორ წუთში მანდ ვარ,-სიტყვა ვერ ჩააგდო,ისე გაუთიშა ლეიმ.
-აუუ,მოვა ეხლა და დამიწყებს ეს ჭამე ის დალიე..თავი ხომ არ მოვიმკვდარუნო? არა,მაგათთან ასეთები არ ჭრის.
რამდენიმე წუთში კარზე ბრახუნი ატყდა. გოგომ ყურე ზე ხელი აიფარა,რადგან ზუსტად იცოდა ასეთ ხმაურზე ფლინ რაიდერს გაეღვიძებოდა და კივილს მორთავდა.
-გმადლობ,ლეი,შენი წყალობით ჩემს ბუს ისევ გაეღვიძა,ამიტომაც არ უყვარხარ.
-ბუ კი არა,რა დღეში ხარ? შემახედე,-ლეიმ სახე დაუჭირა და შეწუხებულმა დაუთვალიერა.
-გამიშვი,ტილოს გადავაფარებ და ისევ დაიძინებს. ოღონდ იცოდე, ერთი ზედმეტი მოძრაობაც არ გააკეთო,თორემ აკვარიუმში ჩაგაგდებ,-გოგომ შავი ნაჭერი აიღო,ბუს რაღაც უთხრა და გადააფარა. ფლინ რაიდერს თითქმის ოქროსფერი თვალები და ნაცრისფერი ბუმბული ჰქონდა,რომელიც ფრთების დაბოლოებებში მუქდებოდა. მუცელსა და თვალებს ზემოთ პატარა "რქებს"კი რამდენიმე ღამესავით შავი ბუმბული უმშვენებდა.
-შენს აკვარიუმში მე ვეღარ ჩავეტევი. ეგ თევზებიც ძლივს დაცურავენ.
-მაშინ ელიზაბეტს მივუგდებ შენ თავს.
-მაგ ობობას ერთხელაც მოვისვრი აქედან. იატაკზე ვეღარ გამივლია. ხო მართლა,მაქსი სადაა?
-აივანზე. ნაწლავებს ცლის.
-შენი სახლის ზოოპარკიდან მხოლოდ მაქსი და ზღვის ვარსკვლავა ჯინჯერი მიყვარს,-განაცხადა ბიჭმა და გაზქურაზე რაღაც შემოდგა. პარალელურად მკლავები აიკეცა და აფთიაქში ნაყიდი ტამპონები,ტკივილგამაყუჩებელი,იოდი და სხვა მისთანები ამოალაგა.
-პასკალმა რა დაგიშავა?
-ეგ ქამელეონი ჩემ ნერვებზე თამაშობს თავისი "მრავალფეროვნებით".
ლექსის გაეცინა.
-მოდი აქ,დაგიმუშავებ,-გოგო გაბუსხული ტუჩებით გაემართა მისკენ,თუმცა კარზე ზარმა მიმართულება შეაცვლრვინა. ამჯერად დიო,ჩენი და შიუმინი შემოლაგდნენ. ეს უკანასკნელნი უკვე შერიგებულიყვნენ.
-ვაიმეე,რა დღეში გაქ სახე ჩემო მეამბოხე,-მხრებში ჩააფრინდა ჩენი.
-ეტყობა კარგად ვერ მოგხვდა,რადგან ფეხზე დადიხარ,-მწარედ უთხრა დიომ.
-ხოო,მეც მიხარია შენი ნახვა. ჩუმად იყავით,ფლინი არ გამიღვიძოთ.
-ეს და ამის ზოოპარკი,-თვალები გადაატრიალა დიომ.
-მაქსი სადაა?-ჰკითხა შიუმინმა,რომელსაც ჩენის წელზე ჰქონდა მოხვეული ხელი.
-აივანზე. არ გამოუშვა. სპეციალურად ატეხს ყეფას ბუ რომ გამიღვიძოს.
ბიჭებმა ჩაიფხუკუნეს.
ლეი წამოდგა,გოგოს ხელი მოკიდა და სავარძელში ძალით ჩასვა.
-დიო,საჭმელი გამორთე რა,მე ამას უნდა მივხედო,-ხელით ჯერ გაზზე ანიშნა,შემდეგ კი ლექსიზე.
ცოტა ხანში ხუთივე სამზარეულოს პატარა მაგიდაზე ისხდნენ და მადიანად ილუკმებოდნენ.
-ბიჭებო,მაქსი უნდა გავასეირნო,წამოხვალთ?
-მე და ჩენი დავრჩებით,-ლექსიმ დიოს და ლეის გადახედა მრავალმნიშვნელოვნად.
-ალექსის ლი,ასე ძალიან რომ არ მიყვარდე, მაგ თვალების ქაჩვისთვის ჭკუას გასწავლიდი,-მოჩვენებითი გაბრაზებით უთხრა შიუმინმა.
-ჰო კარგი,კარგი. იცოდეთ,ცხოველები არ გამიგიჟოთ თქვენი "ხმაურით".
YOU ARE READING
young,wild and free
Fanfictionიყავი ახალგაზრდა,იყავი ველური და იყავი თავისუფალი...ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ იყოს ისვინც სინამდვილეშია..მოახერხებენ კი ამ მოთხრობის პერსონაჟები ამ სიმამაცის გამოჩენას? ორი განსხვავებული გოგო და მათი არჩევანი,რომელიც გადაწყ...