ბიძაშვილის აუდის საჭეს ისე მიუჯდა,რომ უკან არც გაუხედავს,არადა იცოდა,მისი ბოლოდროინდელი ფიქრის ობიექტი თვალს არ აშორებდა. ფიქრობდა,ლბათ სულელურად და ბავშვურად გამომდის მზერას რომ ვარიდებო,მაგრამ იმდენად დაბნეული იყო ამის გარდა ვერაფერს ახერხებდა. მანქანის ძრავა ჩართო და ნაჩქარევად გაიყვანა "ორბორბლიანთა სამოთხიდან". ჯონგინმა წასვლისას წარმატება უსურვა ხვალინდელ შეხვედრაზე და დაემშვიდობა. ცოტა ხანში სარკეში რაღაც შუქისმსგავსი შენიშნა,რომელიც ხან აინთებოდა ხანაც ჩაქრებოდა. რამდენიმე წამში კი მის გვერდით საოცრად ნაცნობი მოტოციკლის სილუეტი დალანდა. ჰარუ ფიქრობდა,რომ გავაჩერო უეჭველად უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით,თან მცივა და გაციებაც არ მინდაო. ამიტომ აქსელერატორს ფეხი ძლიერად მიაჭირა და ბაიკერს გადაასწრო. ბიჭს ჩაეღიმა,წინ გაიჭრა და ჰარუს საპირისპირო მიმართულებით წამოვიდა.
-რა ჯანდაბას აკეთებს,-ბიჭი ისე მიზანმიმართულად მოდიოდა,ჰარუს რომ არ დაემუხრუჭებინა ერთმანეთში აიზილებოდნენ. გოგო გაბრაზებული გადმოხტა მანქანიდან.
-შენ რა სიცოცხლე მოგბეზრდა?
-არაა,-უდარდელად ამოიღიღინა მოღიმარმა სეჰუნმა.
-არა? აბა ეს რა იყო? რამე რომ დაგმარ...დამმართნოდა მერე რას აპირებდი?
-ვაუ,ანუ ჩემზე ნერვიულობ.
-ყველაფერთან ერთად მეოცნებეც ყოფილხარ.
-ვიცოდი,რომ გააჩერებდი და ამიტომაც არ დავამუხრუჭე,-მის თვალებს არ აშორებდა მზერას. გოგოს ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს სეჰუნმა მისი აზრები წაიკითხა,ამიტომ სწრაფად მოაშორა თვალები.
-კარგი,რა გინდა ო სეჰუნ?
-შენ.
ჰარუს სუნთქვა დაავიწყდა. აღარც თვალებს ახამხამებდა. მობილურის ზარმა გამოარკვია.
-გ-გისმენ ჩანიოლ?-ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი,-არა,გზაში ვარ...შენ მიხვედი? მანდ რა გინდა? ხ-ხო კაი...არა,არაფერი არ მჭირს.
ჰარუმ მობილური გათიშა.
-მე..უნდა წავიდე,-მანქანაში ჩახტა და სეჰუნი გაურკვევლობაში დატოვა.
******
მოსამართლესთან შეხვედრა ლანჩისთვის ჰქონდა დათქმული. შავ,ვიწრო ქვედაბოლოსა და თეთრ პერანგში გამოეყო,პიჯაკი მოიცვა და ფიქრისგან თავდამძიმებული ჩაჯდა მამის ნაჩუქარ BMW-ში. თვალწინ სეჰუნის სახე და მისი მოულოდნელად ნათქვამი "შენ" ეგდა. ცდილობდა მთელი ყურადღება მოსალოდნელ გასაუბრებაზე გადაეტანა,თუმცა სულ ტყუილად.
-ჰარუ,რა მოხდა ასეთი,რაღაც სისულელე წაიბოდიალა,ეროვნული საიდუმლო ხომ არ გაუმხელია,გეყოფა,ამოიგდე თავიდან,-გოგომ აბეზარი ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თავი გაიქნ-გამოიქნია და სასამართლოში შესვლამდე კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში,ხომ ყველაფერი რიგზე მაქვსო.
****
დილით ჩანიოლს ტაქსით მოუწია სახლში დაბრუნებამ. ლექსის ისე ტკბილად ეძინა,აღარ გააღვიძა,რის გამოც ძლივს დააღწია თავი მაქსის არამეგობრულად დაკრეჭილ კბილებს. თავი სავარძელზე ჰქონდა გადაგდებული და ლურჯთმიანზე ფიქრობდა.
ერთიანად გალუმპულები შევიდნენ ლექსის კომფორტულ ბინაში. მაქსი მაშინვე ყეფით გამოექანა და პატრონს შეახტა გულზე. ჩანიოლი ისე უღიმოდა ძაღლს თითქოს გასაუბრებაზეა და პოტენციურ დამსაქმებელს თავს აწონებსო.
-კ-კაარგი ცუგაა,-ამოიკნავლა სასაცილოდ.
-უარესად ნუ აბრაზებ,-ჩაიფხუკუნა ლექსიმ და ძაღლს მიუბრუნდა.
-მააქს,ჩემო ჭკვიანო ბიჭო,დღეს არაფერი დაუშავო,ჩემ გამოა ასეთ დღეში..კარგიი?
ძაღლმა ღრენა შეწყვიტა და ლექსი სველ ლოყაზე ენა აუსვა თანხმობის ნიშნად,თუმცა "ოდესმე-გემრიელად-გიკბენ" მზერა მაინც ესროლა კართან ატუზულ ბიჭს.
-მოიცა,რას ქვია დღეს?-გამოერკვა ბიჭი.
-შემოდი,არაფერს დაგიშავებს,-გოგომ ტყავის ქურთუკი გაიძრო,ბათინკებიც იქვე კართან დაყარა და სველ ჯინსს დაეჯაჯგურა. მაისურის ამარა დარჩენილმა პირსახოცი გადაუგდო ჩანიოლს და გაზქურაზე წყალი შემოდგა ჩაისთვის. ბიჭს მისი შიშველი ფეხების დანახვაზე სულ გადაავიწყდა გამშრალება,თუმცა მაქსის ჩუმმა ღრენამ მაშინვე დაუბრუნა მეხსიერება.
-რა იყო,არაფერი დამინახავს,-წაუბურტყუნა ძაღლს,პირსახოცი თავზე დაიგდო და შარვლის გარდა ყველაფერი გაიხადა.
-მე წყალი უნდა გადა...-ბიჭის ნავარჯიშევი სხეულის დანახვაზე წამიერად ენა დაება და გაშტერდა.
-ხო გადაივლე,მიდი,-ჩაიცინა ჩანიოლმა და პროვოკაციულად დაჭიმა კუნთები.
-მერე თ-თუ გ-გინდა შენც შედი,-ლექსიმ გულში შეიგინა და წამში გაქრა ოთახიდან.
-ალექსის ლი,რაიყო პრესი არ გინახავს?-ებურტყუნებოდა საკუთარ თავს შხაპის ქვეშ,-თუ არა,დააყენე ლეი და უყურე,მერე ხო აღარ გამოშტერდები წელს ზემოთ შიშველი ბიჭის დანახვაზე.
ჩანიოლს თავისი სპორტული შარვალი მისცა,რომელიც ისე სასაცილოს ჰქონდა,მაშინვე ფოტო გადაუღო მობილურით.
-წაშალე,-გაბრაზებით უთხრა ბიჭმა.
-არა.
-წაშალეე.
-არა.
-წაშალე,თორემ დაგიჭერ და...
-ჰაჰ,მაქსი ისე გიყურებს თითსაც ვერ გაატოკებ,-გაიცინა გოგომ და ცვირწინ მობილური აუთამაშა. ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა და ლექსისკენ გამოიქცა. გოგო მაშინვე ადგილს მოწყდა და საით გავარდა თვითონაც ვერ მიხვდა. მაქსი,რომელიც იმას ელოდებოდა,რომ ოდნავ მაინც გატოკებულიყო ბიჭი,მაშინვე ყეფით გამოეკიდა. შიშის ნიადაგზე სულ დაავიწყდა ჩანიოლს ფოტო და ღრიალით ლექსის გადაასწრო. მის ვაი-ვიშსა და მაქსის ყეფაზე ფლინ რაიდერი აფხაკუნდა გალიაში. ჩანიოლმა ლექსი დაიყენა ფარად,ზურგით კი კედელს მიეყრდო.
-ამ..მონსტრს..თავი..ვინ ..ჰგონია,-ყოველ ამოსუნთქვას ერთ სიტყვას აყოლებდა.
-ხელი გამიშვი,თორემ უფრო ბრაზდება,-მშვიდად ურჩია გოგომ. ჩანიმ ისე დაუშვა ხელები,თითქოს დაეწვაო.
-ისაა,მაქს,მაქსიი,მაქსიმუს...
მაქსიკუნა...არ გინდა თავი დამანებო?
-მაქს,მშვიდად. შენს ადგილს დაუბრუნდი,-ძაღლი დაემორჩილა და ჩანიოლმაც შვებით ამოისუნთქა.
-ფლინ,დაწყნარდი,-ბუს გალიას მიუახლოვდა და ოდნავ მიეფერა.
-ამ სახლში რა ყველას ვძულვარ,-ამოიწუწუნა ბიჭმა.
-ჰო და მაინტერესებს ისევ აქ რატომ ხარ. ჩაი გინდა?
-მინდა,-ტუჩები გაბუსხა და ბარს მიუჯდა. ლექსის ჩუმად გაეღიმა ამ ჟესტზე და ცხელი სითხით აუვსო ფინჯანი.
-ოთახის ყველა კუთხეში წიგნები რატომ გიწყვია?
-თაროებზე აღარ ეტევა.
-შენს მშობლებს ალბათ არ მოსწონთ შენი ცხოვრების წესი.
-დიდი ხანია დედიკოს და მამიკოს ნებართვა აღარ მჭირდება.
ბიჭმა მზერა მოარიდა. ლექსი მიხვდა,რომ არც მას ჰქონდა მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა მშობლებთან,თუმცა არაფერი ჰკითხა. რატომღაც გული უგრძნობდა,რომ ადრე თუ გვიან თავად მოუყვებოდა მათზე.
გოგო აივანზე გავიდა და სიგარეტს აუკიდა. ჩანიოლი შიგნიდან ხედავდა მოაჯირზე დაყრნდობილ ლექსის და მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა თავს რომ არ ჩაჰხუტებოდა. ხვდებოდა,არცერთ სხვა გოგოსთან არ ყოფილა ასე კარგად. არცერთთან არ ყოფილა ასე ნამდვილი. ისიც აივანზე გავიდა, ჩაფიქრებულ ლექსის სიგარეტი გამოაცალა თითებიდან და ღრმა ნაფაზი დაარტყა. ხელით მსუბუქად შეეხო თმაზე და ყურს უკან გადაუწია.
-იაფფასიანი მელოდრამის სცენარს ნუ გავითამაშებთ ძალიან გთხოვ,-შემოტრიალდა და ზურგით მიეყრდნო რიკულს.
-ალექსის,ვერ გამიგია რა მიქენი,-ჩანიოლის სერიოზულმა ტონმა იძულებული გახადა მისკენ გაეხედა. ის ახლა სრულიად სხვანაირად უყურებდა:თუ ადრე ვნება და ჟინი უკრთოდა თვალებში,ახლა მათი ადგილი სხვა გრძნობებს დაეკავებინა. ლექსიმ უხერხულად იგრძნო თავი და სიგარეტი გაიქანა პირში. მის კითხვაზე პასუხი არ მოეძებნებოდა.
-არ გეძინება? მე ძალიან. წამო,გაჩვენებ შენს ადგილს.
-შენთან დავწვები,-ხელში ჩააფრინდა ბიჭი.
-არ დაიღალე ამ...
-არა,უბრალოდ შენს გვერდით დავწვები,ალექსის.
გოგოს ვერ გაეგო,რა ემართებოდა. აქამდეც წოლილან მის გვერდით ბიჭები,მაგრამ ჩანიოლის სუნთქვის ხმა,რომელიც სულ ახლოდან ესმოდა,მოსვენებას უკარგავდა. არც იმაზე ჰქონდა პასუხი,რატომ მისცა მის გვერდით დაწოლის უფლება. ბიჭი მისკენ გადმოტრიალდა,მუცელზე ხელი მოხვია და სხეულზე მიიკრა.
*****
მოსამართლესთან შეხვედრა დამთავრდა თუარა,მობილური ჩართო და კინაღამ ინფარქტი მიიღო. 37 გამოტოვებული ზარი და უფრო მეტი შეტყობინება. ამათგან ნახევარი მამამის ეკუთვნოდა,დანარჩენი კი ჩანიოლსა და ჯონგინს.
'ჩქარა სიახლეები ნახე' ყოველი შეტყობინება ამას იუწყებოდა. ჰარუ თავის გვერდზე შევიდა და გაშეშდა.
"როგორ ერთობა მომავალი პოლიტიკური მოღვაწის,პაკ მინჰიუკის ქალიშვილი თავისუფალ დროს"-მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი სათაური მაშინვე თვალში მოხვდა. ამას მოჰყვებოდა ვრცელი სტატია და ჰარუს ფოტოები,რომლებიც ლექსის გაცნობის ღამეს იყო გადაღებული. ფოტოებზე ჰარუ მუშტი-კრივის შუაში იყო შეშინებული სახით,გვერდით კი ლექსის მოქნეული მუშტი მოხვედროდა ვიღაცას. ამასობაში სასამართლოს შენობიდან გავიდა და ყველა მხრიდან გაურკვეველი ზუზუნი ატყდა,რომელსაც თან კამერების ჩხაკუნი ერთვოდა.
-მის ჰარუ,ამ ფაქტს როგორ ახსნით?
-ბატონმა პაკმა იცის თქვენი ღამის გართობების შესახებ?
-ხშირად ერთობით ხოლმე ასე?
გოგოს თავბრუ დაახვია ყველა კუთხიდან მომართულმა მიკროფონმა და უაზრო შეკითხვების კორიანტელმა. სადაც იყო ჩაიკეცებოდა. ამ დროს კი სასამართლოს კიბეებთან შავმა მერსედესის ჯიპმა დაამუხრუჭა,საიდანაც ამავე ფერის გრძელ პალტოსა და სათვალეში გამოწყობილი სონგ მინო გადმოვიდა.
KAMU SEDANG MEMBACA
young,wild and free
Fiksi Penggemarიყავი ახალგაზრდა,იყავი ველური და იყავი თავისუფალი...ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ იყოს ისვინც სინამდვილეშია..მოახერხებენ კი ამ მოთხრობის პერსონაჟები ამ სიმამაცის გამოჩენას? ორი განსხვავებული გოგო და მათი არჩევანი,რომელიც გადაწყ...