ჩვიდმეტი

97 10 2
                                    

ბიჭმა სწრაფად გაარღვია ფუტკრებივით აზუზუნებული ბრბო,ერთი ხელი ჰარუს წელზე მოხვია,მეორე სახეზე მოაფარა და მანქანაში ჩასვა; ღვედი მარტივი მოძრაობით შეუკრა და ადგილს მოწყდა.
-ჰარუ,კარგად ხარ?-ბიჭი ხან მას გახედავდა,ხან კი გზას.
-ჰო.
-წყალი ხომ არ გინდა ან რამე დამამშვიდებელი?
-არა.
მინოს აღარფერი უკითხავს,უსიტყვოდ განაგრძო გზა თავისი აგარაკისკენ.
-სად ნივდივართ?-ცოტა ხნის შემდეგ იკითხა გოგო.
-ქალაქგარეთ,ჩემს სახლში. ცოტა ხნით უმჯობესი იქნება,აქაურობას თუ მოშორდები. თანაც იმედი მქონდა, შაბათ-კვირას წამოხვიდოდი...
-ჰოო..სიმართლე გითხრა,არ ვაპირებდი.
-ვიცი.
-ასეა თუ ისე გმადლობ,იმათი კლანჭებიდან რომ მიხსენი.
-ხო მართლა,უკანა სავარძელზე პატარა ჩანთით აუცილებელი ნივთები და რამდენიმე ხელი ტანსაცმელია,-უხერხულად მოისვა ხელი კისერზე.
ჰარუ მაშინვე მიხვდა,რომ მინჰიუკის ხელი ერია ამაში,თუმცა ახლა მადლიერების გარდა არაფერს გრძნობდა ორივეს მიმართ. დარჩენილი გზა იმაზე ფიქრში გაატარა,თუ ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ამ ამბის უკან. თავში კი ერთადერთი ადამიანი მოსდიოდა-ო სეჰუნი. გაახსენდა ის საღამო,გულზე კამერაჩამოკიდებული რომ მოვიდა მათთან. ამ ყველაფერს კი უნივერსიტეტის ამბავი დაუკავშირა და ჩათვალა,რომ ფულის გამო გადაუგზავნა ფოტოები გამომცემლობას. ჰარუს სასწავლებლის შეცვლის მიზეზად ბიჭის ფინანსური მდგომარეობა მიაჩნდა და ღრმად იყო დარწმუნებული,რომ ამ ფოტომასალის გაყიდვით გვარიანად იხეირა სეჰუნმა. გუშინდელი სიტყვები კი უბრალო თამაშად ჩათვალა.
მანქანა გაჩერდა თუ არა,გონებიდან ამოიგდო სეჰუნიცა და ქალაქის დატოვების მიზეზიც. მინოს აგარაკი უმშვენიერეს ადგილზე იყო აშენებული:უამრავი ხე ირგვლივ,ეზოში გამართული პატარა სავარძლები და საქანელები,სრული სიწყნარე და ძველებური იერის სახლი ჰარუს უკვე საოცარ შვებას ჰგვრიდა. ბიჭმა მისი ჩანთა გადმოიღო და სტუმარს წინ გაუძღვა. სახლი სადად და გემოვნებიანად იყო მოწყობილი. ძველებური სტილი იგრძნობოდა,თუმცა თანამედროვე ელემენტები მეტ მომხიბვლელობასა და მყუდროობას მატებდა. სამზარეულოდან ნანას ხნის ქალი გამოეგებათ და ინტერესით შეხედა ჰარუს.
-მინო,ჩემო ბიჭო,ნუთუ ეს შენი საცოლეა?
ჰარუ დაიბნა.
-არა,დეიდა,ჰარუ უბრალოდ მეგობარია,-უხერხული ღიმილით გადახედა გოგოს.
-ჰოო? მხოლოდ ეგ ერთი მეგობარი გყავს? სხვა გოგოები არასდროს მოგიყვანია აქ,-თვალები მოჭუტა ქალმა.
-დეიდა,რამით არ გაგვიმასპინძლდები? დარწმუნებული ვარ,ჰარუს მოშივდა,-ქალი სამზარეულოსკენ შეაბრუნა და მსუბუქად უბიძგა.
-ეს მამაჩემის დეიდაა,მის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს.
-საბოდიშო არაფერია,-სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა.
რამდენიმე წუთში სასადილო მაგიდა სხვადასხვა სახის კერძმა მოიცვა. ჰარუ ზედმეტი პატიჟის გარეშე მიუჯდა სუფრას,რადგან მართლა მოშიებოდა. თითქმის მდუმარედ ივახშმეს,მხოლოდ დროდადრო თუ ჰკითხავდნენ ერთმანეთს რამეს. ვახშმის შემდეგ მამამ დაურეკა და დაამშვიდა,პრესის საქმეს მე მოვაგვარებ არ ინერვიულოო. გოგო კვლავ იმას დაუბრუნდა ფიქრით,რა საეჭვოდ გამოჩნდა მინო მათ ცხოვრებაში. ამაზე მეტის გაგების სურვილით შეკითხვებიც დაუსვა,მაგრამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი გაიგო. საკმაოდ გვიან იყო,როცა ჩანიოლმა დაურეკა.
-ჰარუიაა,სად ხარ? ნანა ნერვიულობით აღარ არის,პიკასოც წკმუტუნით დადის ოთახიდან ოთახში.
-სონგ მინო ხომ გახსოვს? მასთან ვარ,ქალაქგარეთ,-გოგო სასამართლოს შენობიდან დაწყებული ყველაფერს მოუყვა ბიძაშვილს,მათ შორის თავის ეჭვებზეც კი. ჩანიოლთან რომ დაამთავრა საუბარი,ახლა აღელვებულმა ჯონგინმა დაურეკა და მანაც ყველაფერი წვრილად გამოჰკითხა.
-არა მგონია,სეჰუნი იყოს გარეული,-მაშინვე უთხრა მეგობარმა,-ფინანსური პრობლემები კი აქვს,მაგრამ ასეთ რამეს არ გააკეთებდა.
-ნუ იქნები ასეთი დარწმუნებული. მისთვის ეს იოლი ფულის შოვნის შესანიშნავი შანსი იქნებოდა. კარგი,ახლა წავალ,მეძინება.
მინომ მასთან ერთად ყავის დალევა შესთავაზა,მაგრამ გოგომ თავაზიანი უარით გაისტუმრა,დღეს ძალიან დავიღალე და მეძინებაო.  ძალიან მადლიერი იყო,თუმცა ამავდროულად მისგან გაქცევის სურვილიც ჰქონდა.
მეორე დილით გოგო ხმაურმა გამოაღვიძა,რომელიც ორმა მოტომ და ბიძაშვილის წითელი აუდის ძრავმა გამოიწვია. ჰარუ კიბეზე დაეშვა და ნაცრისფერი სპორტულებით გარეთ გავარდა,სადაც სახლის პატრონი უკვე მოსულებს ელაპარაკებოდა.
-ჰარუ,-ჩანიოლი ენერგიულად ჩაეხუტა.
ჰარუ გაოცებული მიაშტერდა მის წინ მდგომა ლექსისა და უცნაურად მომზირალ სეჰუნს.
-არ რას აკეთებთ?
-როგორ თუ რას,შენთან მოვედით,-სწრაფად უპასუხა ბიძაშვილმა.
-მე ამან წამომათრია,-თავით ჩანიოლზე ანიშნა ლექსიმ.
-მე კიდევ სალაპარაკო მაქვს,-სეჰუნი წინ გამოვიდა და გოგოს მაჯაში ჩაავლო. მის ქურთუკზე მომენტალურად გაჩნდა მინოს ხელი.
-გაუშვი,-თვალები დაუბრიალა ბიჭმა.
-სხვის საქმეში ნუ ერევი,-წაუსისინა სეჰუნმა. არც კი უფიქრია გოგოსთვის ხელი გაეშვა.
-ჰარუ ჩემთანაა და შესაბამისად ჩემი საქმეცაა,-არ თმობდა ბიჭი.
-არ ვიცი რას გულისხმობ მის შენთან ყოფნაში,მაგრამ მასთან პირადი საქმე მაქვს.
-ბიჭებო,ბიჭებო ტყიდან გამოცვენილებივით მოქცევა ხომ არ გინდათ?-ჩაერია ლექსი.
-მალე დავბრუნდები,-თქვა ჰარუმ. მინომ ბიჭს ხელი გაუშვა და დანარჩენები სახლში შეიპატიჟა.
-რამის მტკიცებას არ დავიწყებ,უბრალოდ გეტყვი,ეს მე არ მიქნია. ხო,ფოტოები გადავიღე და ხო,ფინანსური პრობლემები მაქვს,მაგრამ შენ ასე არასდროს მოგექცეოდი.
-მე? რატომ?
-იმიტომ.
-რატომ უნდა გენდო?
-მიზეზი არ გაქვს,რომ მენდო. შენი ნებაა ჩემ სიტყვებს დაიჯერებ თუ არა.
სეჰუნი შებრუნდა და წავიდა.
ჰარუ ცოტა ხანს სახლში არ შესულა. ფიქრობდა,რომ ამხელა გზას ადამიანი,რომელიც დამნაშავეა არ გამოივლიდა,მეტიც ფულს ჩაიჯიბავდა და ჰარუს არსებობას უბრალოდ დაივიწყებდა. ის კი მოვიდა. ისევ წუხანდელი გაახსენდა და დაბნეული სახლში შევიდა,სადაც ლექსი და ჩანიოლი რაღაცას გამალებით იტენიდნენ და ილუკმებოდნენ.
-ლექსი,შენი აწ ხილვა გამიკვირდა.
-არც წამოვიდოდი,შენი "საოცარი" ბიძაშვილი რომ არ შემჩენოდა. აიტეხა,ამაში შენც გარეული ხარ და ვალდებული ხარ წამოხვიდეო.
-შენს მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ?
-წესით უნდა მიჩვეოდნენ უკვე. კარგი მე წავალ,-ლექსი წამოდგა. ჰარუ ბაიკამდე მიჰყვა და სეჰუნის ბინის მისამართი გამოართვა.
                   *****
თმააჩეჩილმა გააღო კარი და იქვე გაშეშდა ზღურბლზე ყავით ხელდამშვენებული ჰარუს დანახვაზე. გოგო მორცხვად შემოვიდა პატარა,სურათებით გადაჭედილ ოთახში,რომელშიც რამდენიმე ტილოც იწონებდა თავს კედელზე.
-გამარჯობა,-მიესალმა ჩვეულებრივად.
-შემოდი,-ბიჭმა კარი მიხურა,ყავა გამოართვა და პუფზე მიუთითა,დაჯექიო. თუმცა გოგო მაშინვე ნახატებისკენ წავიდა და ადგილს მიეყინა. ერთ-ერთ კედელზე დედამისის შესრულებული ნახატი იცნო. ქალის ხელს მსუბუქად გამოეყვანა ნამტირალევი გოგოს პორტრეტი,რომლის არაბუნებრივად დიდ თვალებშიც ჩამონგრეული სახლი მოჩანდა.
-ეს ნახატი საიდან გაქვს?-ხმა აუკანკალდა გოგოს.
-თორმეტი  წლის რომ ვიყავი მაშინ მაჩუქა ერთმა მხატვარმა ქალმა საავადმყოფოში ფოტოს სანაცვლოდ.
-რომელი ფოტოს?
-მგონი შენახული მაქვს. მაშინ სასაცილო პოლაროიდი მქონდა და ყველასა და ყველაფერს ფოტოს ვუღებდი. ის ქალი,თუ არ ვცდები ფრანსუაზა ერქვა,უკვე დიდი ხანი იყო რაც მანდ მკურნალობდა. მთხოვა,მისთვის და მისი პატარა ქალიშვილისთვის გადამეღო,რომელიც მალე მოვიდოდა. აი ფოტოც,-ჰარუმ ხელის კანკალით გამოართვა და ცრემლი წამოუვიდა. სურათზე დედის მუხლებზე მოკალათებულიყო და არხეინად უმზერდა კამერას. ქალი კი გულწრფელად იღიმოდა და ძლიერად შემოეჭდო ხელები შვილისთვის.
-ჰარუ,რა გჭირს?-მხრებში ჩააფრინდა სეჰუნი და დივანზე დასვა.
-ფრანსუაზა დედაჩემი იყო,ეს ბავშვი კი მე ვარ.

young,wild and freeWhere stories live. Discover now