)
-ჰარუუ,ხომ გთხოვე ცოტა კლუბურად გამოეწყვე-მეთქი?-ებუზღუნებოდა მძღოლის გვერდით მოკალათებული ჯონგინი მეგობარს,რომელსაც ჩვეულებისამებრ კლასიკურ სტილში ეცვა: შავ შარვალში ჩატანებული ცისფერი პერანგი,რომელსაც აკურატულად გადაწეული მუქი ფერის თმა უფრო აკლასიკურებდა.
-რას უწუნებ? მე ძალაიანაც მომწონს,-შეუბღვირა გოგომ.
-გასართობად მივდივართ,სასამართლოში კი არა.
-შენი აზრით სასამართლოში ასე წამოვიდოდი?
-კარგი რა..ისედაც წელიწადში ერთხელ თუ დაგითანხმებ სადმე წასვლაზე და მაშინაც ლამის სახელმძღვანელოები წამოათრიო. ვის გაუგია ასე?
-მე,-მოკლედ მოუჭრა ბიჭს,რომელმაც ვეღარაფერი უპასუხა.
მანქანა კლუბის განკუთვნილ ავტოსადგომზე გააჩერა და თავაწეული გადმოვიდა. ჯონგინი ბუზღუნით გადმოყვა,მაგ პერანგზე ერთი ღილი მაინც ჩაიხსენიო. უკვე კართან იყვნენ მისულები,როცა ბიჭი მხრებში ჩააფრინდა და გააჩერა.
-ხმა არ გავიგო შენი,-გოგომ გაოცებაც ვერ მოასწრო ისე ჩამოუშალა თმა და აუჩეჩა.
-რა ჯანდაბას...
-გაჩუმდი და ერთხელ მაინც არ შემეწინააღმდეგო,-სწაფი მოძრაობით ორი ღილიც ჩაუხსნა პერანგზე,-იცოდე,შეკვრას თუ დაუპირებ,მოვალ და საერთოდ მოგაძრობ.
ჰარუს საყვარლად გაეღიმა,ბიჭს ხელკავი გამოსდო და კლუბში შეჰყვა. ბოლო ხმაზე აღრიალებულმა მუსიკამ შესვლისთანავე თავი აატკია და ლამის უკანვე გამოვარდა. იქაურობა მთვრალი,მოცეკვავე ახალგაზრდებით იყო გამოტენილი. ჰარუ ბიჭს ეჭიდებოდა,ვაითუ ამდენ ხალხში სადმე დავიკარგოო. ჯონგინი ლაღად უქნევდა ხალხს ხელს და რაღაცებს ანიშნებდა ჟესტებით.
-აბა,როგორ მოგწონს აქაურობა?-ჩასძახა ყურში გოგოს.
-იმდენად,რომ აქ მეორედ თუ მოვალ სიცხე გამიზომე.
-ოო,ნუ წუწუნებ..დალევ რამეს? ოღონდ ყავა არ მიხსენო.
-კარგი,მაშინ რომელიმე უალკოჰოლო კოქტეილს.
ბიჭმა თვალები გადაატრიალა.
-მიდი,იკითხე იქნებ რძე ჰქონდეთ სადმე.
-ჰაჰა,ძალიან სასაცილოა,-მხარი გაკრა გოგომ.
-მისმინე,ბართან მიდი და მეც ახლავე მოვალ,ჩემი მეგობარი დავინახე,მივესალმები.
-კარგი,-გოგო მაღალ სკამზე ჩამოჯდა და მწვანე კოქტეილი შეუკვეთა. აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს რამე საინტერესოს პოვნის იმედით,თუმცა მხოლოდ გამხდარ, ფოტოაპარატიან ბიჭს მოკრა თვალი,ისიც რამდენიმე წამით,სანამ მოცეკვავეთა ზღვაში ჩაიკარგებოდა.
-ჰეი,მშვენიერო...არ გინდა ვიცეკვოთ?-ჰარუს წინ სულელურ ღიმილმორგებული ბიჭი აესვეტა,რომელსაც აშკარა პრობლემა ჰქონდა წონასწორობასთან.
-არა გამდლობთ.
-წამო,ნუ გრცხვენია...გარწმუნებ არ ინანებ,ყველანაირი ცეკვა გამომდის,განსაკუთრებით ვერტიკალური.
-თუ შეიძლება თავი დამანებეთ,-ჰარუ ისე გაღიზიანდა,ცოტაც და სასმელს თავზე დაასხამდა.
-ოჰო,ერთი ამას დამიხედეთ...გითხარი,წამოდი-მეთქი,-ბიჭი მაჯაში ჩააფრინდა, სკამიდან წამოაგდო და ხელზე ისე უხეშად მოქაჩა ლამის ძვლები დაუმტვრია. გოგოს მოთმინების ფიალა აევსო,ცოტა შეშინდა კიდეც და დაუფიქრებლად გააწნა სილა.
-ახლა გიჩვენებ სეირს შე...
-შენს ადგილზე მაგ დამპალ ენას მუცელში ჩავიგდებდი,-გაისმა უეცრად გოგოს ხმა. ჰარუმ გაფართოებული თვალებით შეხედა მის წინ მოულოდნელად გაჩენილ ჯონგინს და ერთიანად შავებში გამოწყობილ,კაპიუშონიან გოგოს.
-გაიმეორე რა თქვი,-ბიჭი ისე შებრუნდა ხმისკენ,ჰარუსთვის ხელი არ გაუშვია.
-გაუშვი შენი ბინძური ხელი,თორემ მისი ძებნა საკუთარ უკანალში მოგიწევს,-უთხრა ჯონგინმა ზიზღით,ჰარუსთან მივიდა,ბიჭს ხელი გააშვებინა და წინ აეფარა.
-შე ნაბიჭ...-კაპიუშონიანის მუშტმა სიტყვა გააწყვეტინა და ბარს მიაჯახა. ბიჭის გახეთქილი ტუჩიდან წამსვე სისხლმა იფეთქა.
-მე გაგაფრთხილე.
-შე ძუკნა,-ბიჭმა მუშტის მოქნევა დაუპირა,მაგრამ მეორე მხრიდან ჯონგინმა ჩააზილა მუცელში წიხლი. აკვნესებული იატაკზე ჩაიკეცა და სისხლი გადმოაფურთხა. უეცრად კაპიუშონიანს ზურგში მოხვდა რაღაც და ისიც იატაკზე აღმოჩნდა. ჯონგინი ახლა მისკენ გაიქცა,მაგრამ ვიღაცის მოქნეულმა მუშტმა ლამის ისიც იატაკს დაანარცხა.
-გეგონათ,შეგრჩებოდათ?-წითელი კბილებით გაიღიმა ცეკვის "დიდოსტატმა". ამასობაში კი, სანამ გონზე მივიდოდნენ, ჯონგინს და შავოსანს თითო-თითო მუშტი კიდევ აგემეს. ჰარუმ მერეღა შეამჩნია,რომ მუსიკა გაჩერებულიყო და თითქმის ყველა მათ მისჩერებოდათ.
-ლექსი,შენ მაგ ორს მიხედე,მე კი ამ ორს მოვუვლი,-გადასძახა ჯონგინმა უკვე წამომდგარ გოგოს და მის უკან ორ ბიჭზე ანიშნა.
-დიდი სიამოვნებით,-ლექსიმ ტყავის ქურთუკი სწრაფად გაიხადა,ერთ-ერთს სახეზე მიაგდო და წიხლები პირდაპირ მუცელში უთავაზა. ამასობაში მეორის გამეტებით მოქნეულმა მუშტმა ჰაერში გაიშხუილა,თუმცა გოგომ არიდება მოახერხა,თავდამსხმელი ძირს დააგდო,მაღლიდან გადააჯდა და მუშტები აუყოლა სახეში. მალევე პირველი წამოხტა, ლექსის დაეძგერა და პირდაპირ ჰარუს ფეხებთან მოისროლა. გოგომ შეჰკივლა და ლექსისკენ დაიხარა.
-კარგად ხარ?
-გაიწიე,-უთხრა და მალევე წამოდგა. ცხვირიდან სისხლი მოსთქრიალებდა და გადამძვრალი კაპიუშონიდან ლურჯი კულულები მოუჩანდა.
-ჯონგინ,აღიარე,ხო მოგენატრა ძველი დრო,-ლექსიმ გაიცინა და ხელები დამუშტა.
-ისე,როგორც არასდროს,-ბიჭმა პარალელურად კიდევ ერთი გასისხლიანებული დასცა ძირს.
-სულ ეგა ხარ შე ნაბიჭვარო?-უყვირა გოგომ პირველ თავდამსხმელს და ხელით მოპატიჟების ჟესტი გააკეთა. ბიჭი ღრიალით გამოვარდა და სცადა მხრებში ჩაფრენოდა,მაგრამ ლექსიმ იმარჯვა, ხელი გადაუგრიხა და სამჯერ დაარტყმევინა თავი ბარზე.
-ჰუჰ,რაღაც ფორმაში არ ვარ,-თქვა გოგომ და ჯონგინს დაკრა მხარზე ხელი.
-შენ კი არა, არცერთი არ ხართ ფორმაში,-სამივემ ჯერ ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ხმისკენ შებრუნდნენ. მოღიმარ ბიჭში ჰარუმ წეღან დანახული ფოტოაპარატიანი იცნო,ოღონდ თვითონაც ვერ მიხვდა ეს როგორ მოხდა,რადგან მხოლოდ ორი წამით მოკრა თვალი.
-სეჰუნ?შენ რა მთელი ეს დრო აქ იყავი?-თვალები მოჭუტა ლექსიმ.
-რა თქმა უნდა აქ იყო,-სეჰუნის ნაცვლად უპასუხა ჯონგინმა.
-მერე რატომ არ მოათრიე შენი უკანალი დასახმარებლად?-შეუტია გოგომ.
-არა,გმადლობთ,ჩემი სახის ამჟამინდელი მდგომარეობა სრულიად მაკმაყოფილებს. თანაც რამდენიმე შენსანიშნავი კადრი გამომივიდა,-ამის თქმზე ჰარუს შეხედა პირდაპირ თვალებში.
-ხო მართლა,ლექსი ეს ჰარუა..ჰარუ ეს ლექსია,უფრო სწორად ალექსისი,-ჯონგინმა მხარზე დაადო ხელი დაბნეულ გოგოს და მიიხუტა.
-კარგია.ახლა სახელიც ვიცი იმ გოგოსი,რომლის გამოც ცხვირ-პირი დამილეწეს,-შუბლშეკრულმა გახედა.
-უკაცრავად? რას ნიშნავს ჩემ გამო ცხვირ-პირი დაგილეწეს?-პირველად ამოიღო ხმა ჰარუმ მასობრივი ცემა-ტყეპის შემდეგ.
-რას და რასაც ხედავ,-ლექსიმ სახისკენ მიიშვირა თითი.
-ვინ გთხოვა მერე იჩხუბეო?
-მადლობის მაგიერია? რომ არ ჩავრეულიყავი ახლა ტუალეტის კარზე იქნებოდი აკრული.
ჰარუ კიდევ აპირებდა პასუხის დაბრუნებას,მაგრამ მოულოდნელად უკნიდან რაღაცამ უბიძგა და პირდაპირ სეჰუნის მკლავებში ამოყო თავი. არ გასულა ორი წამი და "ბუნტის თავები" ისევ დაბლა ეყარნენ. სეჰუნმა ჰარუ ზურგსუკან დაიყენა და საიმედო სამალავს დაუწყო ძებნა.
-არ მომშორდე.
ლექსი და ჯონგინი გააფთრებულები წამოხტნენ და პირდაპირ ხელჩართული ბრძოლის შუაში შეცვივდნენ.
-ეტყობა,დახმარებას დაუძახა იმ ძაღლიშვილმა,-იყვირა ლექსიმ და ბოთლი გადააფშვნა ვიღაცას თავზე.
-ჯონგინ,ფრთხილად..უკან..-დაუყვირა სეჰუნმა. ბიჭიც ელვის სისწრაფით მოტრიალდა და მთელი ძალით მოსდო მუშტი ყბაში რომელიღაცას.
-იქნებ დაგვხმარებოდი?
-იყოს,აქაც მშვენივრად ვარ. თან გაფრთხილებთ ვინ საიდან დაგარ...-სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა,რომ ჯონგინს სახეში თხლიშეს მუშტი და იატაკზე დააგდეს. სამიოდ წამში კი აკვნესებული ლექსი მიაფინეს მაღლიდან.
-მგონი დროა აქაურობას გავეცალოთ,-შესთავაზა ჰარუმ სანახაობით დამტკბარ სეჰუნს.
-ჰოო,მართალი ხარ...მოდი მე ლექსის წამოვათრევ,შენ კი ჯონგინა წამოიღე.
-კარგი. წინ მე გამიშვი,ავგოსადგომზე მანქანა მყავს დატოვებული.
-კარგი.
სეჰუნმა ნახევრად გათიშული ლექსი წამოაყენა,ერთი ხელი წელზე მოხვია,მეორით კი მისი ხელი გადაიდო მკლავზე და დაელოდა სანამ ჰარუ ჯონგინს დაეხმარებოდა ადგომაში. ბიჭი ლექსისგან განსხვავებით გონზე იყო და როგორღაც შეძლო იატაკიდან აფხეკვა მინიმალური დახმარების ხარჯზე. რამდენიმე წუთში მანქანასთან მივიდნენ და სიკვდილს გადარჩენილები უკანა სავარძელზე მოათავსეს. აფხუკუნებული სეჰუნი კი მძღოლის გვერდით მოკალათდა.
-ახლა სად მივდივართ?
-ჩემს სახლში,-უპასუხა ჰარუმ და ადგილს მოწყდა.
ESTÁS LEYENDO
young,wild and free
Fanficიყავი ახალგაზრდა,იყავი ველური და იყავი თავისუფალი...ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ იყოს ისვინც სინამდვილეშია..მოახერხებენ კი ამ მოთხრობის პერსონაჟები ამ სიმამაცის გამოჩენას? ორი განსხვავებული გოგო და მათი არჩევანი,რომელიც გადაწყ...