(2)
ყველანაირად ეცადა,მშვიდი გამომეტყველება შეენარჩუნებინა მამასთან საუბრის დროს,მაგრამ ბატონი მინიოკი, რომელიც ისედაც აღრენილ ხასიათზე დაბრუნდა, ამის საშუალებას არ აძლევდა. კაცს უცხო თვალიც კი შეატყობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო: თვალებს ქვემოთ უპეები უძილობისგან ერთიანად ჩაშავებული ჰქონდა, ყოველთვის მოწესრიგებული ვარცხნილობა ახლა თივის ზვინს მიუგავდა, სახეზე კი სასოწარკვეთილების გარდა არანაირი ემოცია აღარ ეკითხებოდა.-მამა, გახსოვს მაინც ბოლოს როდის ჭამე ნორმალურად? შენს თავს შეხედე, იმ რაღაც კამპანიის გამო ადამიანს აღარ ჰგავხარ.
-ჩემზე ნუ ნერვიულობ, შენ ის მითხარი მოსამართლესთან როგორ მიდის საქმე?-ნაძალადევად გაუღიმა და პიჯაკი გაიხადა.
-რამდენიმე დღეა აღარ მივსულვარ,-აღიარა გოგომ და მამას ჯიქურ შეხედა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ არ მინდოდა.
-ჰარუ, ბავშვივით ნუ ლაპარაკობ და წესიერად ამიხსენი,-ხმაში ბრაზი დაეტყო კაცს.
-ასახსნელი არაფერია ,შენ თუ იმას აკეთებ რაც გინდა, მე რატომ არ უნდა მოვიქცე ასე?
-იმედია არ მჭირდება აგიხსნა, რომ სიტუაცია განსხვავდება,- მთელი დიალოგის განმავლობაში პირველად შეხედა შვილს თვალებში.
-ჰო მართალი ხარ. მე კანონისკენ ვარ, შენ კი თავით მიექანები უკანონობისკენ.
-პაკ ჰარუ!-კაცმა გამეტებით დასცხო ხელი მაგიდას და გიჟივით წამოფრინდა სავარძლიდან.
-გისმენთ, ბატონო პაკ,-მშვიდად წამოდგა და მაგიდას მიუახლოვდა.
-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი.
ჰარუმ მოსაცმელის ჯიბიდან კონვერტები ამოიღო და კაცის წინ დაყარა.
-როდის აპირებდი ამ ყველაფერზე მოყოლას?
-ეს..სად იპოვე? ხომ ვუთხარი ნანას,რომ იქ არ შეეშვი…
ESTÁS LEYENDO
young,wild and free
Fanficიყავი ახალგაზრდა,იყავი ველური და იყავი თავისუფალი...ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ იყოს ისვინც სინამდვილეშია..მოახერხებენ კი ამ მოთხრობის პერსონაჟები ამ სიმამაცის გამოჩენას? ორი განსხვავებული გოგო და მათი არჩევანი,რომელიც გადაწყ...