ოცდათორმეტი(2)

49 5 25
                                    

 იმ ორი საათის განმავლობაში,რაც გოგოებს ეძინათ,ლექსი სიზმრებს არ მოუსვენებიათ. ოღონდ ზუსტად ვერ გეტყოდათ რა ესიზმრებოდა,თუმცა ის კი იცოდა,რომ რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდებოდა.   თვალებისფშვნეტით გაღვიძებულ იზაბელას თმა აუბურდა და თავისი ბნელი ეჭვები კარგად გამოკეტა გონებაში. ის-ის იყო საწოლში გვერდი უნდა ეცვალა,რომ მწვანეთვალებამ ბალიში გამოაცალა.

-ნეტა,ვიცოდე რას აკეთებ?!-ინგლისურად შესძახა აღშფოთებულმა იზიმ.

-ძილის გაგრძელებას ვაპირებდი,მაგრამ შენ თუ სხვა იდეა გაქვს არაა პრობლემა,-წაეფლირტავა ლექსი.

-ჰმ,არაფერი გამოგივა შე მოღალატე.

-რა მოღალატე,იზ? რაებს მაბრალებ?-თეატრალურად შეიცხადა.

-ჩანიოლი ვინაა?-წარბები აწკიპა გოგომ. ლექსის წამოსცხა და უადგილო ხველა აუვარდა.

-არ დაიხრჩო,-ტუმბადან წყალი მიაწოდა.

 ლექსიმ როგორც იქნა სული მოითქვა.

-ვიცი,უნდა მკითხო, საიდან გავიგე მასზე და დრო რომ არ დავკარგოთ,პირდაპირ გეტყვი-წუხელ მთელი ღამე ამ სახელს აბოდებდი.

  გოგო ამჯერად გაწითლდა და ისევ ხველა დააწყებინა.

-რა იყო,ვინაა ასეთი მაგის სახელის ხსენებაზე რომ გსპაზმავს ?

-მთელი ღამე ?- სასოწარკვეთილად იკითხა ლექსიმ.

-ხო,თითქმის.

-თითქმის?-ისევ გაიმეორა გოგომ.

-რას იმეორებ ჩემს სიტყვებს ინდურ ფილმში ვართ?-მოთმინება დაკარგა იზიმ.

-ძილს იმიტომ არ მაცდი,რომ გაინტერესებს რა მესიზმრება? 

-არა,უფრო სწორად კი.

-გავიგე,მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე,-გოგოებს სიცილი აუტყდათ,რასაც მაქსის მხიარული ყეფა მოჰყვა,აქაოდა მეც აქ ვარ და შემომიშვით საძინებელშიო. 

-იმის თქმას ვცდილობ,რომ კი მაინტერესებს შენი სიზმარი და არა,მხოლოდ მაგიტომ არ გაღვიძებ. ახლა გაიგე?

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 25, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

young,wild and freeWhere stories live. Discover now