ვიცი,ბაბუა,ვიცი..არ დამვიწყებია დღევანდელი ოჯახური ვახშამი,გუშინაც ხომ დამირეკე,-თვალების ტრიალით ჩასძახა გოგომ მობილურში.
-თვალების ტრიალს მორჩი ქალბატონო და ადამიანურად ჩაიცვი,-ლექსის გაეღიმა. რასაკვირველია,ბაბუამისი მიხვდა თვალები რომ გადაატრიალა,კაცი ხომ საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა შვილიშვილს. ასაკის მიუხედავად,მისი ხმა მაინც მხნედ ჟღერდა მობილურში.
-დედაშენი ისე ემზადება,თითქოს სასახლიდან მოდიან სტუმრები,-კაცს აშკარად ზედმეტი წამოსცდა,რადგან უხერხულად ჩაახველა.
-რა,სხვებიც იქნებიან?
-არა,ჩემო ბაიკერო,შენი გადარეული ძმა ჩამოდის და ეგ ვიგულისხმე. ვახშამი შვიდზეა,არ დაიგვიანო.
ლექსიმ მობილური გათიშა,აბაზანაში მუსიკა ჩართო და წყალი მოუშვა.
ლი ბექიონი-დედამიწაზე არსებულ ფლეიბოებს შორის,ყველაზე დიდი ფლეიბოი. თუმცა,მის ერთღამიანი სიყვარულის გამზიარებლებითვის(ასე ეძახდა გოგონებს,რომლებთან "საუბარიც" ძალიან უყვარდა) რომ გეკითხათ,გიპასუხებდნენ ყველაზე დიდი ნაბიჭვარია ყველაზე დიდ ნაბიჭვრებს შორისო. ფულის ფლანგვასა და დროს ტარებაში ბადალი არ ჰყავდა,თუმცა ხშირად დარჩენილა ჯიბეგამოცარიელებული წვეულებების გადამკიდე. შესაბამისად,არც თუ ისე იშვიათად,ლექსის მოჰყავდა ხოლმე ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სასმლით გაბრუებული ძმა. მიუხედავად ამისა, ამაში მაინც იყო რაღაც კარგი,რაც ტყუპებს ყოველ ჯერზე უფრო აახლოებდათ. გოგომ ძმაზე ყველაფერი იცოდა და ბევრჯერაც დახმარებია როგორც ფინანსურად,ისე ფიზიკურად. თუმცა,როცა ბექიონი იაპონიაში გაემგზავრა,ყველაფერი შეიცვალა. და-ძმა ხშირად აღარ ეკონტაქტებოდა ერთმანეთს და მხოლოდ იმ ძველი დღეების მოგონებებიღა შემორჩა ორივეს. ლექსის ძალიან გაუხარდა იმის გაგება,რომ ბიჭი სახლში დაბრუნა,მაგრამ ძალიანაც არ შეუმჩნევია ბაბუის წინ. საერთოდ,არ უყვარდა ემოციების გამოხატვა ოჯახის წევრების წინაშე,ამისთვის თვალუწვდენელი გზა და მოტოციკლი ჰქონდა.
სახლში ხშირად არ მიდიოდა,რადგან ყველა ისე მისჩერებოდა(ბაბუის გარდა),როგორც დაკვირვების ქვეშ მყოფ ამოუცნობ ობიექტს; გამკიცხავი მზერით მისჩერებოდნენ მის ტატუებს,პირსინგებს,ვარცხნილობასა და სამოსს. დროთა განმავლობაში ლექსი ამას მიეჩვია და ახლა უკვე მათ მიერ ნათქვამ ყოველ კომენტარს სარკაზმითა და ირონიით პასუხობდა.
კარზე ზარი არც დაურეკავს ისე შეაჭრა სახლში. ცენტრში აშენებული უზარმაზარი კიბიდან დედამისის თეთრი კატა მოიზლაზნებოდა უკმაყოფილო კნავილით. გოგოს ცხოველები ძალიან უყვარდა,თუმცა ამ კატის ყოველ დანახვაზე მისთვის პანღურის ამოკვრის სურვილი უჩნდებოდა.
-რა იყო,ჩემი დანახვა არ გაგიხარდა?
კატამ დემონსტრაციულად აქცია ზურგი და სასადილო ოთახისკენ წავიდა,საიდანაც სიცილის ხმები მოისმოდა.
-ერთხელაც მაქსის მოვიყვან და მერე აქანავე ეგ კუდი,-დაემუქრა და ისიც კატის მიმართულებით წავიდა.
-ოჰო,ვატყობ უჩემოდ დაგიწყიათ,გული მეტკინა რომ არ დამელოდეთ,-კაპიუშონი მოიხადა და ირონიული მზერით პირდაპირ დედას შეხედა
-ღმერთო,ახლა ლურჯია,-ელდა ეცა ქალს და სუფროს თავში მჯდომ ქმარს ხელი ძლიერად მოუჭირა.
-ხომ მიხდება?
-დაიკო,ასე ვინ გაგილამაზა სახე?-ჰკითხა ბექიონმა და გახეთქილ ტუჩსა და სიყვითლეშეპარულ ჩალურჯებულ თვალზე ანიშნა.
-შენი ათასმერაღაცამდენე "სიყვარულის გამზიარებელი" შემხვდა შემთხვევით შვიდ მუტრუკთან ერთად და ცოტა ვიცეკვეთ,-ვიღაცამ ჩაიფხუკუნა. ლექსიმ ხმის მიმართულებით გაიხედა და საოცრად სიმპათიური,მუქთმიანი ყმაწვილი დაინახა.
-ალექსის,ჩვენს სტუმარს მიესალმე,-პირველად ამოიღო ხმა გოგოს მამამ. ბიჭი სკამიდამ სწრაფად წამოდგა.
-გამარჯობა,ჩვენო სტუმარო,-ლექსიმ ოდნავ დახარა თავი და ბაბუას მიუჯდა გვერდით.
-ალბათ აღარ გახსოვარ,ბავშვობაში ჩემ ხის სახლში ვთამაშობდით ხოლმე. მე კიმ ჯუნმიონი ვარ,-ბიჭმა თავი დაუკრა და ადგილს დაუბრუნდა.
-კიმ ჯუნმიონი...კიმ ჯუნმიონი...,-გონების კუნჭულებში იქექებოდა გოგო,იქნებ რამე გამახსენდესო.
-მოიცა,სუჰო? ნუთუ ეს შენ ხარ? პატარა,სათვალიანი,მოუხერხებელი,საყვარელი სუჰო?-ლექსიმ ხმამაღლა გაიცინა და ბიჭი ისევ შეათვალიერა.
-დიახ,მიხარია თუ გაგახსენდი,-ბიჭმა მომაჯადოებლად გაიღიმა.
-მართლაც რომ შეცვლილხარ.
-ასეა. შენც ძალიან...ისა..ძალიან შეცვლილი ხარ,-ენის ბორძიკით დაამატა ბიჭმა. აქ რომ მოდიოდა,ვერც კი წარმოიდგენდა,თუ მისი ბავშვობის მეგობარი ლურჯთმიანი ბაიკერივით გამოწყობილი დახვდებოდა.
ბექიონმა ხმამაღლა გაიცინა.
-ხო,ხო..რომ წახვედი ადამიანი დატოვე,ჩამოხვედი და "ეს" დაგხვდა,-თქვა და ლამაზი თითი დის ცხვირთან გააქნია,რომელზეც პატარა საყურე დაესკუპებინათ.
ლექსიმ პირსინგიანი წარბი ასწია.
-ხომ არ გავიწყდება შენზე უფროსი რომ ვარ პატარა ძამიკო?
-მხოლოდ სამი წუთით.
-კარგი,ამ ცხოვრებაში შენზე სამი წუთით მეტი რამ ვიცი,ასე რომ პატივისცემით მელაპარაკე,-ჯუნმიონს ისევ გაეცინა.
-კარგით,მორჩით კამათს,ახლა მაინც ვივახშმოთ მშვიდად,-შვილებს შეხედა ჰერინმა.
-ხო,დარწმმუნებული ვარ მაგ მოვლილი თითებით მოამზადე ყველაფერი,დედიკო,-ბოლო სიტყვა განსაკუთრებით ხაზგასმით წარმოთქვა,-სუჰო,აუცილებლად უნდა გასინჯო.
-ალექსის,დედას როგორ ელაპარაკები,-მკაცრად შეხედა მამამ.
-ცუდი რა ვთქვი. მაცივარში ლუდი გვაქ? პილსუკ,ერთი ქილა მომიტანე რა,-გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს.
-ლუდს არ დალევ!-გამოსცრა მამამ კბილებში.
-მიყურე,-პილსუკმა ლუდის ქილა შემოიტანა და ვერ გაეგო როგორ მოქცეულიყო.
-პილსუკ,მოაშორე აქედან,-უბრძანა კაცმა.
-მომეცი,-ხელი გაუწოდა გოგო.
-გითხარი,მოაშორე-მეთქი,-იყვირა კაცმა.
ლექსი მშვიდად ადგა,ქილა გამოართვა,გახსნა და მოიყუდა.
-რატომ ხარ ასეთი? ადამიანურად მოქცევა არ შეგიძლია?-კაცმა მაგიდას ხელი დაარტყა და ისეთი წამოხტა,სკამი უკან გაცურდა.
-მე ის ვარ,რადაც თქვენ მაქციეთ,-თქვა გოგომ და ლუდიანად გაეცალა იქაურობას.
-ომონაა,სტუმრისაც კი არ მოერიდა,რა სირცვილია,-თავზე შემოიწყო ხელები ჰერინმა.
-ჰერინ,შენი შვილის ნუ გრცხვენია,-მკაცრად უთხრა მოხუცმა ლიმ და ჯუნმიონს შეხედა,-ჩვენი ბიბლიოთეკა ხომ გახსოვს? უკეთესი იქნება იქ თუ წახვალ.
-კარგი,უკაცრავად,-ბიჭი სკამიდან წამოდგა და ბიბლიოთეკას მიაშურა. გოგო ერთ-ერთ კარადასთან იპოვა ჩამჯდარი გადაშლილი წიგნით ხელში.
-კითხვა ისევ გიყვარს?
-რა თქმა უნდა. ორიოდე საყურესა და რამდენიმე ტატუს ეს არ შეუცვლია.
-ცოტა მიიწიე.
ლექსი გაჩოჩდა.
-ეს ოთახი ძალიან მომენატრა. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. გახსოვს,სუჰოც აქ დამარქვი.
-მახსოვს. ის დღე იყო,სკოლაში ერთმა იდიოტმა წიგნები რომ წამართვა,შენ კი მოხვედი და ჭკუა ასწავლე.
-ზუსტად მანდ ვისხედით და გკითხე,სუჰო რატომ მეთქი.
-გიპასუხე,რომ დამცველს ნიშნავს და იმიტომ.
-სახეზე გეტყობა,ახლა შენით აგვარებ ყველაფერს. შენი თავის სუჰო ხარ,-ლექსის გაეღიმა.
-კარგია,რომ დაბრუნდი,-უთხრა და თვალები ისევ წიგნში ჩარგო.
********
-ჩემს ოთახში ავიდეთ,უნდა დაგელაპარაკო,-უთხრა ჰერინმა უკვე მოტოციკლზე გადამჯდარ გოგოს.
-ეტიკეტის ნორმებზე თუ აპირებ,ენერგიას ნუ დახარჯავ.
-არა,მივხვდი რომ აზრი არ აქვს. სხვა სალაპარაკო მაქვს.
გოგო ზლაზვნით გადმოვიდა ბაიკიდან და დედამისს მიჰყვა. ჰერინმა კარი ჩაკეტა და ანიშნა დაჯექიო.
-აბა,გისმენ,-უთხრა გოგომ,სავარძელში ჩაჯდა. და ფეხები მაგიდას შემოაწყო. მოწევა უნდოდა,მაგრამ იცოდა ქალი ერთ ამბავს აუტეხდა,ამიტომ დროებით თავი შეიკავა.
-იქნებ ამიხსნა,მე და მამაშენს რაში გვადანაშაულებ. რატომ თქვი,რომ ჩვენი ბრალია შენი ასეთად ყოფნა.
-იმიტომ,რომ თქვენი ბრალია. ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ,-თქვა და სავარძლიდან წამოდგა.
-ფეხს ვერ მოიცვლი,სანამ არ მომისმენ,ალექსის.
-ოჰოო,ლი ჰერინ,ბოლო პერიოდში შენთვის,როგორც წესი, "ის", "იმან" და ასე შემდეგ პირის ნაცვალსახელები ვიყავი,არც კი ვიცოდი ჩემი სახელი თუ გახსოვდა.
-სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ,-ქალს არ შეუმჩნევია,როგორ ატკინა გული შვილის სიტყვებმა.
-მაშინ ისე ნუ იქცევი,თითქოს გაღელვებს რა მომივა.
-შენ ჩემი შვილი ხარ...რა თქმა უნდა,მაღელვებს...
-ალბათ ამას შენთავს დიდხანს უმეორებდი,რომ ჩემისთანა შვილს შეგუებოდი.
-მე...შენ ასეთი არ იყავი,ლექსი,შენ კარგი იყავი.
გოგოს გული ყელში მოებჯინა. ადრე დედას არასდროს უთქვამს მსგავსი რამ და ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის,რომ ატირებას ცოტა დააკლდა.
-შენ მე ყველაფერს მიჯერებდი,ყველა ამბობდა,რომ არაჩვეულებრივი შვილი მყავდა. სხვა ბავშვების მშობლები მეუბნებოდნენ,რომ მათ შვილებს შენთან მეგობრობა უნდოდათ. სახლიდანაც არ გადიოდი და იმას იცვამდი,რასაც შეგირჩევდი...
-ამბობ,ყველას შენთან მეგობრობა უნდოდაო,საინტერსოა,რატომ არ მყავდა თუნდაც ერთი მეგობარი. შენ ხომ მასწავლებლებს ეუბნებოდი,გოგო არ დაუსვათ გვერდით,ილაპარაკებს და ვეღარ ისწავლის კარგადო. შენ ხომ მასწავლებლებს ეუბნებოდი,ყველაფერი მითხარით რასაც აკეთებსო და მერე სახლში დაბრუნებულს,ისეთ პატარა რაღაცაზე მიბრაზდებოდი,როგორიცაა სხვებთან ერთად წუწაობა. შემ ხომ არასდროს მისმენდი,როცა რამე ამბავს გიყვებოდი მთელი გულით. მეუბნებოდი,დროა სუფრასთან მოქცევის წესები ისწავლო,დროა ლექსები დაიზეპირო,ამის დროა..იმის დროა...თქვენ ხომ ისე მზრდიდით,თითქოს სხვა ბავშვებზე რამით მეტი ვიყავი. მიმიფურთხებია,ამ დამპალი ფულითვის...მაგის გამო ლანჩზე მარტო ვიჯექი ხოლმე და ვუყურებდი სხვა ბავშვები ერთად როგორ იცინოდნენ. შენ მე იმისთვის გჭირდებოდი,რომ სხვებს ეთქვათ რა კარგი ბავშვი ჰყავსო,რა კარგი დედააო,რა კარგი ოჯახი აქვთო. ოდესმე დაინტერესებულხარ,რა მომწონდა? ყველაფერს ისრ აკეთებდი,როგორც თავად გადაწყვეტდი. მე შენი მარიონეტი ვიყავი. და თუ ახლა "კარგი" აღარ ვარ,დაე,ცუდი ვიყო.
ქალს ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,თითქოს ეს-ესაა თვალი აუხილეს და თავისი ბნელი წარსული დაანახვესო.
-ასე არაა..ალექსის..ყველაფერს შენთვის ვაკეთებდი,გესმის..მე..არ მინდოდა...შენ,ასეთი ჩემი შვილი არ ხარ...
ლექსი გაშრა.
-ნუ ღელავ,შენც აღარ ხარ დედაჩემი უკვე სამი წელია,-ლექსიმ გასაღები გადაატრიალა,კარი გააღო და ოთახიდან გავარდა. კიბეებზე ბექიონი ამოდიოდა,რომელმაც დის ჩაცრემლიანებული თვალები შენიშნა და უკან გაეკიდა.
-ლექსი,ლექსი.
-შემეშვი,ბექი.
-რამდენი ხანია ასე აღარ მოგიმართავს. დღეს შენთან ვრჩები და ხმა არ გავიგო.
გოგომ არაფერი უპასუხა,ბაიკს მოაჯდა და ადგილს გიჟივით მოწყდა. ისეთ დღეში იყო,გრძნობდა,მხოლოდ რბოლა თუ უშველიდა. ამიტომ,გეზი პირდაპირ ბაიკერების თავშეყრის ადგილისკენ აიღო,რომელსაც "ორბორბლიანთა სამოთხეს" ეძახოდნენ.
YOU ARE READING
young,wild and free
Fanfictionიყავი ახალგაზრდა,იყავი ველური და იყავი თავისუფალი...ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ იყოს ისვინც სინამდვილეშია..მოახერხებენ კი ამ მოთხრობის პერსონაჟები ამ სიმამაცის გამოჩენას? ორი განსხვავებული გოგო და მათი არჩევანი,რომელიც გადაწყ...