ცხრამეტი

111 12 2
                                    

საკმაოდ გვიანი იყო,როცა დედამისის დასახვედრად გადაწყვიტა გასვლა მეტროთი. ახლადგაჩენილ მეგობრებთან ერთად ცოტა ლუდი ჰქონდა დალეული,თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. მეტრო მოვიდა თუარა ისარივით შევარდა და ის-ის იყო თავისთვის ადგილი უნდა მოენახა,რომ უკნიდან ვიღაცის ხმა მოესმა.
-ასეთი რა მიიღე,"ხოდზე" რო ხარ?-ხმამ გაიცინა. გოგომ არაფერი უპასუხა და თავისთვის დადგა ერთ-ერთ სავარძელთან. ხმის პატრონი,რომელიც საშინლად მთვრალი იყო არ მოეშვა და გვერდით ამოუდგა. უფრო ზუსტად მარჯვენა მხრიდან აეკრა მაშინ ჯერ კიდევ წაბლისფერთმიან ლექსის და რაღაც დღესასწაული მიულოცა. ლექსიმ ბიჭი ხელით გაწია და ანიშნა თავი დამანებეო,ხმა მაშინაც არ ამოუღია. ბიჭი ლანძღვა-გინებაზე გადავიდა თან მეორე არანაკლებ მთვრალ ბიჭთან ერთად ამაზრზენად იცინოდა.ლექსი მისკენ შებრუნდა და ზიზღჩამდგარი თვალებით მისჩერებოდა,ვერ გადაეწყვიტა რა ექნა,ბოლოს კი დამუშტული მარჯვენა მოუქნია. ბიჭი უკამ გადავარდა და მეორემ დაიჭირა. ლექსი შემობრუნა,თუმცა უცებ მარჯვენა ფეხის კუნთთან რაღაც იგრძნო. შარვალი გაისუფთავა და სცადა კანკალი შეეჩერებინა. ვიღაც გოგომ გაუღიმა და უთხრა,რომ მაგარი იყო. მთვრალმა ჩასვლისას თმაში ჩააფურთხა. უკვე კარში გადიოდა როცა ლექსიმ წიხლი საჯდომზე მიარტყა მთელი ძალით. ბიჭი მოუტრიალდა და მისი მოქნეული მუშტი შუბლში მოხვდა ლექსის. პირობითად ადამიანებით სავსე ვაგონში ერთადერთი ქალიდ გარდა არავინ აღმოჩნდა მისი ტკივილის გამზიარებელი. ლექსის ცრემლები წამოუვიდა და სახეზეხელებაფარებული სად დაჯდა თვითონაც ვერ მიხვდა. ქალი ამბობდა,რომ ისინი ლაჩრები იყვნენ,რომ უგულოები იყვნენ,რომ არაკაცები იყვნენ...ლექსი თავს არ სწევდა,არ უნდოდა მისი სახე დაენახათ მისკენ მომზირალ დედამიწის ტვირთს,ადამიანების ნიღაბს რომ იყვნენ ამოფარებულები. ქალი მასთან მივიდა,თმაზე ხელი გადაუსვა და რაღაცებს ეკითხებოდა. ბოლოს გოგომ თავი აწია და იმ ვაგონში ყველას ზიზღიანი მზერა მოატარა. იმ ვაგონში ყველას მოკვლის დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა. მეტროდან გავიდა. სადგურზე ჯუნმიონი ელოდა,რომელთანაც თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ისე ტიროდა,ლამის გულიც ამოეყოლებინა. ვეღარ სუნთქავდა და სუჰოს ეხუტებოდა. ბიჭს ხელები ჰქონდა შემოხვეული და ამშვიდებდა. მაშინვე კითხვები დაუსვა,თუმცა ლექსის არაფერი ახსოვდა. მას შემდეგ სულ იმას ნატრობს,სადმე კიდევ გადაეყაროს ის ბიჭი. სახე არ ახსოვს,თუმცა იცის,რომ დაინახაოს მაშინვე იცნობს.მას შემდეგ მეტროსკენ აღარ გაუხედავს.მეტიც,მაქსიმალურად ცდილობდა ზედმეტად გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც მორიდებოდა. ამან(მშობელბისადმი გამოხატულ პროტესტთან ერთად) განაპირობა მისი და ბაიკის დამეგობრება. თავისი რკინის ცხენი იმიტომ,უყვარდა,რომ იქ სრულიად მარტო იჯდა ხოლმე და ეს ამოუხსენლ ბედნიერებას ანიჭებდა. ბაიკი მისთვის თავისუფლებისა და სამიოდე წლის წინ მიღებული ტრავმის მივიწყების სიმბოლო გახდა. ჰარუსა და ბექიონის გარდა,ერთადერთი ადამიანი ვინც მასთან ერთად იჯდა მოტოზე,ჩანიოლი იყო. ლექსის ეს აკვირვებდა,რადგან სამეგობროდანაც კი არავინ გაჰკარებია მის მოტოს,ამ დროს კი იმ playboy-ს უპრობლემოსა დართო ნება მის უკან დამჯდარიყო.
ლურჯთმიანს მოულოდნელად საშინელი საფრთხის შეგრძნებით გამოეღვიძა. მაშინვე ოთახი მოათვალერა და ნანახი კოშმარის გამო,რომელიც ხშირად ესიზმრებოდა,ატეხილი კანკალის შეჩერებას შეეცადა. მაქსი წამში მის საწოლში გაჩნდა და გოგოს თავი გულზე მიადო. ლექსიმ ღიმილით შემოხვია მკლავები და ცხვირზე აკოცა. უცებ მისი ტელეფონი აბზუვლდა. ბექიონი იყო,სთხოვდა სახლში უნდა მოხვიდე აუცილებლადო. გოგოს ტყუპისცალის ხმა არ მოეწონა და გადაწყვიტა მისულიყო.
                  ******
ჰარუ ორჭოფობდა,ვერ გადაეწყვიტა დაერეკა სეჰუნისთვის და მადლობა გადაეხადა ვიდეოს გამო,თუ ყველაფერი ისე დაეტოვებინა როგორც იყო. რეალურად მინჰიუკის რეიტინგის ზრდა,რომელიც ამ ვიდეოს მოჰყვა,სეჰუნის დამსახურება იყო,თუმცა ჰარუ ვერ წარუდგენდა მამას ბიჭს,რომელმაც მინდიხარო უთხრა,თანაც საკმაოდ პირდაპირ. ბოლოს მაინც დაურეკა.
-გამარჰობა,ჰარუ,-ბიჭს ოდნავ მოწყენილი ხმა ჰქონდა.
-რამე მოხდა?
-არა,უბრალოდ რაღაც არ გამომდის და ვღელავ.
-მაინც რა?
-მოიცა,შენ ხომ ხატავ..შეგიძლია ახლა ჩემთან მოხვიდე?-სთხოვა ბიჭმა.
-კ-კარგი,მოვალ,-გოგომ მობილური გათიშა და მომზადებას შეუდგა. საკმაოდ დაბნეულმა დარეკა ზარი სეჰუნის კარზე. ერთიანად საღებავით მოთხუპნულმა ბიჭმა ღიმილით შემოიპატიჟა და ქურთუკის გახდაში დაეხმარა.
-რა გაგჭირვებია?-მაშინვე ჰკითხა გოგომ.
-აიი,იის,-ხელი ოთახის შორეული კუთხისკენ გაიშვირა. კედელზე პატარა გოგონას დაუსრულებელი პორტრეტი ეკიდა,რომელსაც სველი სარღებავების კვალი ეტყობოდა. ჰარუს ლამის გული შეუწუხდა უხეშ მონასმებსა და არასაჭიროდ გამოყენებულ ფერებზე. თუმცა ბავშვის თვალები სრულყოფილად იყო შესრულებული. ჰარუს მათი საუბარი გაახსენდა. მიხვდა,ეს სეჰუნის გარდაცვლილი და იყო,ჰეჯინი.
-ჩემი და სულ მთხოვდა,რა იქნენა რომ დამხატოო. ვეუბნებოდი,მე ფოტოგრაფია მეხერხება და არა მხატვრობა-მეთქი,მაგრამ არ მეშვებოდა. სამ დღეში მისი დაბადებისდღეა და მინდა მოვასწრო. ჰარუმ უბრალოდ თავი დაუქნია და რამე პერანგი სთხოვა,ტანსაცმელი რომ არ დასვროდა. აქ მოსვლამდე ფიქრობდა,მადლობა როგორ გადაეხადა მისთვის,თუმცა ისევ სეჰუნმა მისცა ამის შესაძლებლობა. ჰარუ ფრთხილად დაასრიალებდა ფუნჯს ტილოზე და რატომღაც დედამისზე ფიქრობდა. სეჰუნი კი თვალმოუშორებლად შეჰყურებდა საქმეში ჩაფლულს და ხვდებოდა,რომ დღითი დღე უფრო უნდოდა,ამ გოგონას მისი რქმეოდა. რამდენიმე კადრი გადაუღო და მის მკლავზე ფრთხილად აატარა თითები. ჰარუ გაჩერდა,ფუნჯიანი ხელი დაუშვა,მაგრამ მისკენ არ ტრიალდებოდა. ბიჭმა წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მოაბრუნა. სეჰუნის დანისლულ თვალებში ვნება და სურვილი იკითხებოდა. ჰარუს მეორე ხელი კისერზე მოხვია და მთელი ძალით აკოცა.
მოულოდნელად სეჰუნის მობილური აწკრიალდა და გოგო გველნაკბენივით გახტა გვერდზე. ერთიანად აწითლებულიყო და ღრმად სუნთქავდა.
-რა იყო,ჯონგინ,-ხმაზე ეტყობოდა,რომ გაბრაზებული იყო სასურველი ქალის ტუჩებს რომ მოწყვიტეს.
-ლექსის ვერ ვპოულობთ,ხომ არ იცი სადაა?-ბიჭი აღელვებული იყო.
-არა,დღეს არ მინახავს. რამე მოხდა?
-ბაბუა გარდაიცვალა. ბექიონმა დამირეკა სახლიდან გიჟივით გავარდა და მას შემდეგ ვეძებთო. არც თავის ბინაშია,არც ცხოველების კლინიკაში და არც "ორბორბლიანთა სამოთხეში".
-კარგი,შენ სად ხარ? ხო ხო მალე მოვალ,-მობილური გათიშა და აბაზანაში შევარდა.
-სეჰუნ,რა ხდება?-აღელვებულმა ჰკითხა ჰარუმ.
-ლექსის ბაბუა გარდაიცვალა. თვითონ ლექსის კი ვერ პოულობენ.
-კარგი,მოდი ჩემი მანქანით წავიდეთ.
-არ ხარ ვალდებული წამოხვიდე.
-ვალდებულების გამო არც მოვდივარ,-ჰარუმ ბიჭის პერანგი გაიხადა,ქურთუკი მოიცვა და მანქანისკენ გავარდა მასთან ერთად.
                 ******
ეს მიწაზე მოულოდნელ დანარცხებას ჰგავდა. როცა ეგონა,მის ფრენას ვერაფერი შეუშლიდა ხელს,სწორედ მაშინ შემოელეწა დიდი ხნის ნანატრი ფრთები. არ ახსოვს
სახლიდან როგორ გამოვარდა,როგორ მოახტა ბაიკს და არც ის იცის ახლა სადაა. ის დაიკარგა. თუმცა არა ფიზიკურად,არამედ სულიერად. ლექსის არაერთხელ გამოეცადა ეს საშინელი შეგრძნება,როცა იცი რომ ხარ,მაგრამ შენი ატკივებული სული საპირისპიროს გიმტკიცებს.  გაურკვეველი მიმართულებით მიაქროლებდა ბაიკი. ცრემლები ისე უჭერდნენ ყელში,ლამის გამოეგლიჯათ. მხოლოდ იმას ფიქრობდა აქაურობას გაქცეოდა,ისეთ სამყაროში ცხოვრება არ უნდოდა,სადაც მისი ერთადერთი საყრდენი-მისი ბაბუა აღარ იყო. ალექსისმა მართვა დაკარგა და ამოტრიალდა. ბაიკიდან შორიახლოს ეგდო,ჩაფხუტის ჩამტვრეული მინა ლოყაში შერსობოდა და სისხლი სდიოდა. გაჭირვებით მოიშორა დამცავი,რომელმაც ზიანი მოუტანა,გვერდზე მოისროლა და არაამქვეყნიური ხმით დაიღრიალა. არ აინტერესებდა სად ეგდო,არ აინტერესებდა რომელიმე გამვლელი მანქანა გადაუვლიდა თუ არა. სადღაც ქალაქისგან მოშორებით იწვა ასფალტზე და სამი წლის შემდეგ პირველად ტიროდა. 
  არ ახსოვს,რამდენი ხანი იყო ასეთ მდგომარეობაში,მერე კი უცებ თბილი თითების შეხება იგრძნო სახეზე. ტირილისგან ამოსიებული თვალები გაახილა და მისკენ დახრილი ჯუნმიონის სახე დაინახა.
-ალექსის,გესმის ჩემი?-ბიჭმა ხელში აიყვანა და თავისი მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა.
-ალექსის,რამე მითხარი,გთხოვ,-ჯუნმიონი ცრემლებს მაქსიმალურად იკავებდა. ღია ფერის პერანგს ბოლო შემოახია და ლოყიდან სისხლი მოწმინდა; ტყავის ქურთუკი გახადა და მაისური აუწია სხვა ჭრილობების სანახავად. საბედნიეროდ,მეტი დაზიანება არ ჰქონდა. ბიჭმა თავისი ლაბადა მიაფარა,კარი მიკეტა და ის-ის იყო საჭეს უნდა მისჯდომოდა,ბიჭის ზიზღნარევი ხმა მოესმა.
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ,-ჯუნმიონმა თვალი შეავლო წითელ აუდსა და მის წინ მდგარ ორმეტრიან ბიჭს,რომელიც მტრულად უყურებდა.
-შენთვითონ ვინ ხარ,-მანქანის კარი მიაჯახუნა ბიჭმა.
-ლექსი ჩემთან ერთად წამოვა,-ჩანიოლმა რამდენიმე გრძელი ნაბიჯი გადმოდგა,თუმცა გამწარებული სუჰო წინ ჩაუდგა და ანიშნა გაწეულიყო.
-ალექსისი ცუდადაა და ახლა ნამდვილად არ მაქ დრო ვიღაც აყლაყუდას რაღაცები ავუხსნა. შენთვისვე იქნება უკეთესი თუ გაიწევი,თუარადა ჩემი მანქანის ბორბლებისთვის მოგიწევს გემოს გასინჯვა.
-კარგი,ეს სხვა დროს გავარკვიოთ. სად მიგყავს?-ახლაღა გაახსენდა ბიჭი,რომლის ზურგზეც უდარდელად  შემოსკუპებულიყო ალექსისი იმ საღამოს,ამიტომ უკან დახევა ამჯობინა. სამაგიეროდ,ჯუნმიონს ნომერი გამოართვა და სანამ პირობა არ დაადებინა,რომ ეტყოდა ლექსის სადაც წაიყვანდა,იქამდე არ მოეშვა. ჩანიოლმა ევაკუატორი გამოიძახა და მათ მოსვლამდე არ მოშორებულა ლექსის ბაიკს. იცოდა,გაღვიძებისთანავე მას მოიკითხავდა ამიტომ გადაწყვიტა,რომ თავისთან წაეღო.
  სუჰომ გზაში ბექიონს დაურეკა,უთხრა შეგიძლია ძებნა შეწყვიტო,ვიპოვე და მალე სახლში მოვიყვანო. ბექიონმა თავის მხრივ მთელი სეულის მასშტაბით გაბნეულ და აწიოკებულ ალექსისის"ბანდის" წევრებს დაურეკა და ახალი ამბავი აცობა. ჰერინი,რომელიც მთელი ის დრო ქმრის მხარზე მიყრდნობილი ტიროდა,შვილს სიხარულით მოეხვია.
-სახლში მოჰყავს,დედა,ნუ ნერვიულობ.
  ჯუნმიონი სარკიდან თვალს არ აშორებდა ბავშვობის მეგობარს. ასეთ მდგომარეობაში ერთადერთხელ ნახა,მაშინ,როცა მეტროს ინციდენტი მოხდა. არ შეეძლო მისი ასე ყურება. სხვას შეიძლება სასაცილოდ მოსჩვენებოდა,მაგრამ როცა ლექსის რამე სტკიოდა,ჯუნმიონიც იმავეს განიცდიდა.
-ჯუნ..მიონ,-ძლივს ამოთქვა გოგომ მისი სახელი და სავარძელზე წამოიწია.
-ლექსი,არ იმოძრაო,გთხოვ.
-სად მივდივართ?
-სახლში მიმყავხარ. დედაშენი ძალიან ნერვიულობს.
-ის აღარ არის ჩემი სახლი. სქაისთან წამიყვანე.

young,wild and freeWhere stories live. Discover now