ოცდახუთი

122 15 1
                                    


გამოძინებულმა ლექსიმ ზანტად გაახილა თვალები და უცხო საწოლში გემრიელად გაიზმორა. აღარც კი ახსოვს,ბოლოს ასე კარგად როდის ეძინა. ჩვეულებრივ,ნაბახუსევზე თავის ტკივილი და სამყაროს სიძულვილი არ აწუხებდა ხოლმე,მაგრამ დღეს რატომღაც განონაკლისი იყო. ეს ალბათ იმის ბრალი იყო,ყველაფრის დავიწყება რომ უნდოდა,თუმცა არასასურველი მოგონებები მაინც ჯიუტად დაბზუოდნენ მის ტვინში. მართალია სულ რამდენიმე საათის წინ ეკამათა მამას,მაგრამ ეს უკვე მოგონებად ქცეულიყო. წამით ლექსი დროზე ფიქრმა გაიტაცა. როგორ ხდება,რომ ერთი და იგივე მოვლენა ერთდროულად წარსულიც იყო,აწმყოცაა და მომავალიც იქნება. როგორ ხდება,რომ წამის წინ გაფიქრებული უკვე წარსულია,ისე რომ მის აწყმოობას თვალი ვერც კი მივაყოლეთ.

საწოლში გვერდი იცვალა და ორი სურნელი ერთდროულად მისწვდა მის ნესტოებს. პირველი იქვე იყო,ბალიშზე. შეიძლება წლები გასულიყო,მაგრამ გოგო ჯუნმიონის სუნს ათასში გამოარჩევდა. ის კი არ იცვლებოდა,უბრალოდ ახალი სუნები ემატებოდა,ცხოვრების ახალ ეტაპებზე. ბავშვობაში მარწყვიანი იოგურტისა და სუჰოს სუნი ჰქონდა; მერე,როცა ქვეყნიდან წავიდა,მონატრებისა და სუჰოს სუნი ჰქონდა; მაშინ,როცა მეტროსთან ელოდებოდა გაზრდის,ლექსის ცრემლებისა და სუჰოს სუნი ჰქონდა; ახლა კი,რაღაც დამაბნეველი არომატი შეიყნოსა,რაშიც თითქოს წარსულიც გაერთიანებულიყო,აწყმოცა და ბუნდოდვანი მომავალიც. მეორე სურნელი კი სამზარეულოდან გამოდიოდა,რაც ახლადდასხმულ ცხელ ყავას ეკუთვნოდა. ლექსი საწოლიდან წამოიზლაზნა და ის-ის იყო სამზარეულოში უნდა გასულიყო,რომ უცნობმა ხმამ ადგილზე შეაჩერა.

-ჯუნმიონ,ამ საქმის დაყოვნება უკვე აღარ შეიძლება,შენც კარგად ხედავ კომპანია რა მდგომარეობაშია. ხომ არ გინდა,შენი სისუსტის გამო ამდენი ადამიანი უმუშევრად დარჩეს?-ლექსის ნერვები მოეშალა,რადგან ეს გაბღენძილტონიანი აშკარად სარგებლობდა სუჰოს კეთილი ბუნებით და მისი სათავისოდ გამოყენება უნდოდა. კარში ოდნავ გაიჭყიტა და სუჰოს შეშფოთებული სახე და მოსაუბრის ზურგი დაინახა. ბიჭმა არ იცოდა რა ეპასუხა,ის კი დაჟინებით განაგრძობდა ლაპარაკს თანამშრომლების ოჯახების შიმშილსა და კომპანიის გაკოტრებაზე.

young,wild and freeWhere stories live. Discover now