რა ჯანდაბას აკეთებ ჩემ კარადაში?-დაუყვირა გოგომ,რომელსაც მაქსი ყეფით აჰყვა. ძაღლის ხმის გაგონებაზე ჩანიოლმა ხელი სტაცა გოგოს და ისიც კარადაში შეტენა.
-სულ გაგიჟდი? თავი ვინ გგონია? ხელს თუ არ გამიშვებ მაგრად მიგბეგვავ,-არ ცხრებოდა ლექსი,რომელიც ისე ჰყავდა ბიჭს ჩაბღუჯული,გეგონება უკვდავების წყალიაო. გოგომ თავის დახსნა დააპირა და მის დაკუნთულ მკლავებში აფაფხურდა,საპასუხოდ კი ჩანიოლმა უარესად მოუჭირა ხელები და თავი მხარზე დააყრდნო.
-ხელს თუ გაგიშვებ და გავალ,შენი მონსტრი ცოცხალს არ დამტოვებს,-ლექსის ბიჭის სუნთქვა კისერზე მიელამუნა და გააჟრჟოლა.
-თუ არ გამიშვებ,მე არ დაგტოვებ ცოცხალს,-უთხრა და კიდევ ერთხელ სცადა წამომდგარიყო,თუმცა საპასუხოდ ჩანიოლმა დაგრეხილი ფეხები შემოჰხვია სხეულზე.
-კარგი. როდემდე აპირებ ასე ყოფნას?-ჰკითხა გოგომ დაღლილი ხმით.
-სანამ შენი ძაღლი სასწაულის წყალობით არ მიხვდება,რომ კბილები არ ჩამარსოს,-კარი ოდნავ გააღო და მაშინვე დაკეტა,რადგან მაქსიმ ყეფა და ღრენა ატეხა.
-ეგ არ მოხდება. მისმინე იდეა მაქ.
ორიოდ წამში კარადის კარი გაიღო და ლექსი გადმოძვრა,რომელსაც ტკიპასავით მოკრული ჩანიოლი გადმოჰყვა. მისი ფეხის გადმოდგმა და მაქსის აყეფება ერთი იყო. ლექსი ფარის მოვალეობას ასრულებდა და გადარეული ძაღლის დაწყნარებას ცდილობდა. ჭკვიანმა ძაღლმა უკნიდან მოვლა დააპირა,თუმაცა ჩანიოლმა დაასწრო და ლექსი შემოაბრუნა. ასე ტრიალ-ტრიალით გავიდნენ ოთახიდან და მაქსი შიგ დატოვეს.
-ასეთ არსებას სახლში როგორ აჩერებ?-ჰკითხა მას შემდეგ,რაც შვებით ამოისუნთქა და ისე გამოაღო მაცივარი,თითქოს საკუთარ სახლში იყო.
-მშვენივრად. მხოლოდ ისეთ არსებებს უყეფს,როგორიც შენ ხარ.
-ანუ სიმპატიურ,ათლეტურ,განათლებულ,ნიჭიერ ადამიანებს უყეფს?
-არა. აბეზარ და სხვის სახლში ქურდულად შემოპარულ ზედმეტად თავდაჯერებულ იდიოტებს უყეფს,-გამომწვევად შეხედა გოგომ.
ჩანიოლმა ლუდი მოიყუდა.
-არ გაინტერესებს როგორ შემოვედი?
-არა,ის უფრო მაინტერესებს როდის დაახვევ აქედან.
-როგორ შემოვედი და შენი ძმისგან გავიგე რომ მეორე სართულზე ცხოვრობ. ბინის მისამართი კი გუშინ დავადგინე უკან რომ მოგყვებოდი. შენ რა აივნის კარი სულ ღია გაქ?
-ჩემ ძმას საიდან იცნობ?
-იაპონიიდან. ერთად ბევრი რამ გადაგვხდა. თუმცა ამისთვის არ მოვსულვარ.
-აბა რისთვის შეიწუხე თავი?
-შენ მითხარი,კოცნა არ იციო. მინდა დაგარწმუნო,რომ ცდები. ვიფიქრე ხვალამდე მოვიცდი,-მეთქი,მაგრამ ვეღარ გავძელი.
-ასეთ რაღაცას არ უნდა მეუბნებოდე,მითუმეტეს მაშინ,როცა დანებთან ასე ახლოს ვარ,-გოგომ გაზქურასთან მდგარ დანების კომპლექტზე მიუთითა.
-მაინც გავრისკავ,-სამ ნაბიჯი გადმოდგა,ლექსის პირისპირ დადგა და საყვარლად გაუღიმა. გოგოს მოულოდნელად წამოსცხა,არაკომფორტულად იგრძნო თავი და მისგან მოცილება დააპირა,თუმცა ბიჭმა ხელი ჩაავლო და თავისკენ მიაბრუნა. წელზე,სადაც ჩანიოლის ხელები იყო განლაგებული,სიმხურვალეს გრძნობდა. მუცლით კი მის ნავარჯიშევ პრესს ეხებოდა,რომელიც მაისურის ქვეშაც იგრძნობოდა. ბიჭმა ნელა წამოიღო თავი საკოცნელად,მაგრამ ლექსიმ იმარჯვა,დაუსხლტა,ხელი ზურგზე გადაუგრიხა და ბარზე მიაჯახა.
-ელიზაბეტს ძალიან შია,ხომ არ გინდა მის საჭმლის მომენელებელ სისტემაში აღმოჩნდე?
-ეგ ვიღაა?
-ჩემი ტარანტული.
ჩანიოლმა ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა.
-რა იყო სახლი მონსტრებით გაქ სავსე?
-ხო და შენთვისვე ჯობია,აქედან თუ დაახვევ,-ლექსიმ ბიჭს ხელი გაუშვა და კარისკენ წავიდა,თუმცა დივანზე წამოსკუპებული ჩანიოლის ხმამ შეაჩერა.
-ჯერ არ მეჩქარება. და თუ ასე გიყვარს მონსტრები,შეგიძლია მონსტრი დამიძახო.
თავისდაგასაკვირად,ლექსი სულაც არ გაბრაზებულა,პირიქით, ძალიანაც გაამხიარულა ამ თავქარიანი ბიჭის ვიზიტმა,თუმცა არაფერი შეიმჩნია და აწეული წარბით ჩაჯდა სავარძელში,დივნის წინ,რომელზეც ჩანიოლი წამოწოლილიყო.
-ჰარუმ მითხრა,ვეტერინარიაო,-საუბრის წამოწყება სცადა ჩანიოლმა.
-ხო,თუმცა შენი მდგომარეობა უიმედოა,მკურნალობას არ ექვემდებარება.
ბიჭს გაეღიმა.
-ვცდილობ,დავადგინო მართლა ასეთი უკარება ხარ თუ ეს უბრალოდ იმიჯია,- უეცრად დასერიოზულდა ჩანიოლი.
-მერე რა დასკვნა გამოიტანე?-დაინტერესდა გოგო.
-ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცი,რომ გემრიელი ტუჩები გაქვს,-ხარბი მზერა შეავლო ბაგეზე.
-პირველი არ ხარ,ვინც მაგას ამბობს,-უდარდელად უპასუხა გოგომ,თუმცაღა გულში აღიარა,რომ პირველი იყო,ვისი კოცნაც ნამდვილად მოეწონა.
-დაგენიძლავები,ეგ ჩიტი შენთვითონ ხარ,-თვალებით მარჯვენა ხელზე მიანიშნა.
-შემთხვევით,აბეზარი სტუმრის თავიდან მოშორების ზრდილობიანი და უმტკივნეულო ხერხი ხომ არ იცი?-თემა შეცვალა გოგომ,რადგან იგრძნო,მეტისმეტად ახლოს იყო ჩანიოლი მის გრძნობებთან მისული. ასეთი რაღაც პირველად მოხდა მის ცხოვრებაში,ამიტომ სასწრაფოდ თავის დაღწევა სცადა.
-კარგი. ამჯერად წავალ. თუმცა,ვიცი,სულ მალე ჩემი კოცნისგან თავბრუ დაგეხვევა,-თვალი ჩაუკრა და დაელოდა სანამ გოგო კარზე კოდს აკრეფდა.
-კარგად,ლურჯო,-ლექსიმ კარი უთქმელად მიუკეტა.
ცოტა ხანში,როცა გრძელი მაისურის ამარა საწოლზე იყო წამოგორებული და კითხულობდა,საკუთარი თავი ღიმილში გამოიჭირა,რომელიხ ჩანიოლის გახსენებით იყო გამოწვეული.
-არანორმალური,-ჩაიბურტყუნა და წიგნს მიუბრუნდა.
*******
ჰარუ მთელი ტანით ხვალინდელი სემინარის მასალაში იყო შემძვრალი და მობილურის ზარი ძლივს გაიგო. ეკრანზე უცხო ნომერი ეწერა.
-გისმენთ.
-გამარჯობა,ჰარუ,მინო ვარ. ხომ არ გაცდენ?
-არა,-თუმცა ძალიან უნდოდა,კიო ეთქვა და გაეთიშა.
-კარგი. ვიფიქრე გამოგივლიდი და სადმე წავიდოდით,-ხმაში გაუბედაობა ეტყობოდა ბიჭს.
-მშვენიერი აზრია,თუმცა არ შემიძლია. სამცადინო მაქ. იქნებ სხვა დროს,-თქვა თუარა მაშინვე ინანა და გაიფიქრა,ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოსო.
-კარგი,იქნებ შაბათ-კვირისთვის შევთანხმდეთ?
"ჯანდაბა,ჰარუ,რა გალაპარაკებს"
-არ ვიცი,მოგვიანებით შეგატყობინებ პასუხს. ახლა უნდა წავიდე,კარგად,-მობილური გათიშა და ისევ წიგნში ჩარგო თავი,თუმცა არ დასცალდა,რადგან კარზე მიუკაკუნეს.
-ჰარუიაა,-მამის ხმა იცნო და გასძახა შემოდიო.
-რას აკეთებს ჩემი ლამაზი გოგო?-კაცს ხელში ყავის ფინჯანი ეკავა,რომლის დანახვაზეც გოგოს სახე გაუბრწყინდა.
-ხვალისთვის ვემზადები,მამა,-უთხრა და მაშინვე ფინჯანი გამოართვა.
-ნანამ გადმოგცა,გამოვიდეს და რამე ჭამოსო.
-უთხარი,როცა მოშივდება გამოვა-თქო.
-გამოდი და თვითონ უთხარი,ლამისაა ცოცხლად შემჭამოს.
-ჰო კარგი,კარგი..ახლა დამაცადე,-ხელით ანიშნა გასულიყო.
-ხო მართლა,წეღან მინომ დამირეკა და ვიქენდზე თავიანთ სახლში დაგვპატიჟა,ქალაქგარეთ,-ჰარუმ ეჭვით მოჭუტა თვალები.
-რატომ?
-ხომ გითხარი,მე და მამამისი პარტნიორები ვართ.
-მაშინ შენ წადი. მე ხომ არ ვარ მისი პარტნიორი,-მხრები აიჩეჩა.
-ეგ ბიჭი არ მოგწონს?
-უნდა მომწონდეს?
-შეიძლება ოდესმე რამე გკითხო და კითხვითვე არ მიპასუხო?-უთხრა მოჩვენებითი გაბრაზებით კაცმა.
-რა თქმა უნდა, არა,-გაეკრიჭა გოგო.
-კარგი,ვუთხარი,რომ მოვიფიქრებდით,-თუმცა ჰარუმ,რომელმაც მამის ხასიათი ზუსტად იცოდა,დაასკვნა,რომ კაცი უკვე დათანხმდებოდა.
-მამა,არ ვიცი მეცლება თუ არა. ხომ იცი სტაჟიორად ვიწყებ მუშაობას და სასამართლოში უნდა მივიდე.
-შენც ეცადე შაბათ-კვირისთვის არ მოიტოვო ეგ საქმე.
-ვერ შეგპირდები. ახლა კი დამაცადე მეცადინეობა.
-ნანა რომ შემოგივარდება მე არ დამაბრალოო,-უთხრა და ოთახიდან გავიდა.
ჰარუმ წიგნი გვერდზე გადადო და მინოს ზარზე დაფიქრდა. არ მოეწონა,ასე დაჟინებით რომ უნდოდა მასთან ერთად დროის გატარება. მერე უცებ სეჰუნი დაუდგა თვალწინ და ხელი ყელზე მოიკიდა. ის უცნაური შეგრძნებაც გაახსენდა,ბიჭის შეხებაზე რომ დაეუფლა და თავი გააქნია აბეზარი აზრებისგან გასათავისუფლებლად. საწოლიდან ადგა,კარადიდან სქელი,ნაქსოვი ჟაკეტი გამოიღო,გასაღებს დაწვდა და ოთახიდან გავიდა. მისაღებში მამამისი და ჩანიოლი ჯოისტიკებს ჩაფრენოდნენ და ერთ ამბავში იყვნენ. ხან ერთი გაჰკრავდა გვერდს ხან კიდევ მეორე. ისეთი ჩაფლულები იყვნენ,მინჰიუკმა მხოლოდ მამობრივი მოვალეობის გამო ჰკითხა სად მიდიხარო,თუმცა პასუხი არ გაუგია,რადგან სწორედ მაგ დროს ჩანიოლის მოთამაშემ ერთი მაგრად უთავაზა მისას.
-ნანა,მალე დავბრუნედები.
ქალმა დოინჯი შემოირტყა.
-ვერ გადაეჩვიე შენ ამ შუაღამისას სეირნობას. ეს მამაშენი რაღამ გამოაშტერა ასეთ დროს რომ გიშვებს გარეთ,-ქალმა თავის ქნევით დატოვა მისაღები.
ჰარუ მანქანაში ჩაჯდა,ძრავა ჩართო და ფანჯრებს ჩაუწია. უყვარდა,როცა ღამის ნიავი ელამუნებოდა სახეზე სწრაფად მიმავალს. ყოველ ღამე თუ არა ორ დღეში ერთხელ მაინც მიდიოდა ქალაქის განაპირა ავტობანზე და რამდენიმე წრეს ურტყამდა ხოლმე. მერე კი ქალაქში ბრუნდებოდა,სადღეღამისო ყავის მაღაზიაში ესპრესოს ყიდულობდა და სახლში მიდიოდა. ამჯერად,ჩვეულებრივზე მეტი სიჩქარით დაარტყა წრეები,თუმცა მოულოდნელად მანქანა გაჩერდა და ჰარუმ საწვავის გათავების მანიშნებელი წრიპინი გაიგონა. გოგომ ამოიხრა და თავი საჭეს დაადო. უცებ გაურკვეველი ხმა შემოესმა,რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა. გულგახეთქილმა ჰარუმ თავი ასწია და მიაყურადა. მის მანქანას ათიოდე ბაიკი უახლოვდებოდა. გოგომ მანქანა მოათვალიერა,დასარტყმელად ვარგისი რამე ნივთის პოვნის იმედით. ერთადერთი, რაც აღმოაჩინა შავი მაღალქუსლიანების წყვილი იყო,რომლებიც სულ მანქანაში ეწყო ყოველი შემთხვევისთვის. ამასობაში ხმაური გაძლიერდა და პირველმა მოტომ მანქანის გვერდით დაამუხრუჭა. მძღოლმა ჩაფხუტი მოიხსნა და თეთრი BMW-ს ფანჯარაზე მიაკაკუნა. ჰარუმ ღრმად ჩაისუნთქა და ისეთი სახით ჩაუწია მინას,სადაცაა იყვირებდა. ნაცნობი ლურჯი თმისა და სახის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა.
-ახლა პერანგს არ უნდა იუთოვებდე? აქ რა დაგრჩენია?
-ლექსი,ვინ არის?-ჰარუმ ფანჯარაში გაიხედა და კიდევ ხუთი სხვადსხვა ფერის ბაიკი დაინახა. ერთ-ერთმა სასწრაფოდ მოიხსნა ჩაფხუტი და გოგოს თვალებგადმოკარკლული მიაჩერდა.
-სეჰუნ,შენც იცნობ?-ჰკითხა ერთ-ერთმა შავ-წითელ ბაიკზე ამხედრებულ ბიჭს.
-ჰო,ჩენ,შეიძლება ასეც ითქვას,-ისე უპასუხა ჰარუსთვის თვალი არ მოუშორებია. მერე ერთი ხელი ყელზე აიტარა და გოგოს გაუღიმა. ჰარუმ სასწრაფოდ მოაშორა მზერა და ისევ ლექსის შეხედა.
-საწვავი გამითავდა,-წამწამები აუფახულა.
-ასე რატომ მიყურებ?-წარბი აწია გოგომ. ისევ თვალების ფახული.
-მოიცა,რა? გინდა მითხრა,რომ სახლამდე მე უნდა მიგიყვანო?-ცოტაც და ამ თვალების ჟუჟუნისგან ლექსი ჭჯუიდან შეიშლებოდა.
-ლექსი,ყველაფერი კარგადაა?-ჰკითხა ლეიმ.
-ხო,უბრალოდ ამ ბოლოს დროს თავი სუპერგმირი მგონია,-გოგოს ანიშნა გადმოჯექიო და ჩაფხუტი მოიმარჯვა. ჰარუს დანახვაზე ერთი-ორმა შეუსტვინა და ქურთუკების გასწოერებას მოჰყვნენ.
-გინდა,მე წაგიყვან,-ეშმაკური ღიმილით შესთავაზა სეჰუნმა.
-არა,ლექსისთან მირჩევნია,-ჩაფხუტი გამოართვა,უკან შემოუჯდა და მთელი ძალით მოჰხვია წელზე ხელები. სისწრაფე უყვარდა,თუმცა არა მოტოციკლები.
ESTÁS LEYENDO
young,wild and free
Fanficიყავი ახალგაზრდა,იყავი ველური და იყავი თავისუფალი...ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ იყოს ისვინც სინამდვილეშია..მოახერხებენ კი ამ მოთხრობის პერსონაჟები ამ სიმამაცის გამოჩენას? ორი განსხვავებული გოგო და მათი არჩევანი,რომელიც გადაწყ...