Untitled Part 1

4K 189 34
                                    

თეთრი თმა.
თეთრი თოვლი.
თეთრი კედლები.
თეთრი ვარდები.
თეთრი ხელები.. მკრთალი, როგორც თოვლი.
თეთრი ქუჩები და არანაირი ნიშანწყალი იმისა, რომ ამ უზარმაზარ ქალაქში ვინმე ცხოვრობს.
ქუჩები მთლიანად ცარიელია. მხოლოდ მაღაზიის ვიტრინებში ჩანან უიღბლო გამყვუდველები, რომელთა მორიგეობაც, პირველ იანვარს დაემთხვა. იშვიათად თუ გაიგონებთ თოვლის საწმენდი მანქანის ხმას, რომელიც იმ გზიდან წმენდა თოვლს, რომელზეც მომავალი ორი დღის განმავლობაში, იშვიათად თუ შეეხება მანქანის ბორბალი, რადგან ახალი წლის პირველ დღეებს ყველა ოჯახთან, ან მეგობრებთან ატარებს.
და მათ რა ქნან, ვისაც უკვე არც ერთი ჰყავს, აღარც მეორე?
ალბათ ისინი იმ ერთადერთი, თეთრთმიანი გოგონასავით უნდა იდგნენ ქუჩაში, რომელიც პარკის შესასვლელთან დგას და სახეს ცას უშვერს, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფიფქი დაეცეს მის თეთრ თმას, მაგრამ შავ წამწამებს.
თვალებს არ ახელს, ამიტომაც შეუძლებელია მისი გრძნობებისა და ფიქრების დადგენა, ისევე როგორც იმ მიზეზის, თუ რატომ დგას თითქმის ცარიელ თოვლიან ქუჩაში მარტო, ორ იანვარს, ბედობას, მაშინ, როდესაც ამ დროს შინ ან მეგობრებთან ერთად უნდა იყოს და გაიშვამდე სვამდეს.
ალბათ არაა მისი სტილი დალევა, შეიძლება დალევა მისი სტილია, მაგრამ არ ჰყავს ის, ან ისინი, ვისთან ერთადაც გამოთვრებოდა, შეიძლება არც ერთი, არც მეორე.
იქნებ უბრალოდ ასე უნდა დგომა დათოვლილი პარკის შესასვლელთან ცივ, სუსხიან იანვარში.
ვარიანტი ბევრია უცხოს თვალით თუ შეხედავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მიზეზი მხოლოდ ერთია და ეს ერთი მიზეზი მხოლოდ იმ ერთმა იცის, რომელსაც თავზე უკვე დასდებია მსუბუქად თოვლი.
მოულოდნელად დაკვირვების საგანი თვალებს ახელს და თავის ნაცრისფერ, უმეტყველო გუგებს მაჯის საათს აბჯენს. კიდევ ერთხელ უბრუნდება მისი თვალები ცას, რომელსაც თეთრ თმიანი გოგონას თვალის ფერი მიუღია და თოვა არ წყვეტს.
ის იძვრის, ნელა და ჰარმონიულად. ნაბიჯებს იმდენად მსუბუქად ადგავს, რომ მეეჭვება თოვლიან გზაზე ნაკვალევი დარჩეს. თუმცა, რომც დაემჩნას გზას მის თხელ წვივზე მორგებული ზამთრის ჩექმის კვალი, მაინც მალევე დაიფარება თოვლის ახალი ფენით და გაქრება როგორც თებერვლის ბოლოს მოფრენილი მერცხალი.

და ბოლოს მერცხლებმაც გადაიფრინეს (Chanyeol fanfiction)Where stories live. Discover now