29. ....

1K 134 88
                                    

სიცივემ გამომაფხიზლა. რა თქმა უნდა, მე ხომ მის მკლავებში აღარ ვიყავი. წამოდგომა მინდოდა, მაგრამ იმდენად მეზარებოდა, რომ ადგილიდან ვერ ვტოკდებოდი. გაღვიძებიდან, პირველი ხუთი წუთი მარტივი იყო. მარტივი მანამ, სანამ შეხვეულ ფერდს არ დავინახავდი. 

კარდებმა ზედმიწევნით, გაუჩერებლად დაიწყეს ამოტივტივება ჩემს გონებაში და ყველაფერი იმააზე ბუნდი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც ის რაღაც პირველად დავინახე.

მეშინოდა.. ისევ..

ვნანობდი.. აქ დარჩენას ვნანობდი.. ისევ..

მასთან მინდოდა.. მის მკლავებში..

ისევ..

შოკირებულ მდგომარეობაში მყოფი წამოვჯექი საწოლზე და ირგვლივ მიმოვიხედე. ეს არ იყო ჩემი ოთახი. ჩანიოლის ოთახში ვიყავი, მის საწოლში ვიწექი, მის სურნელში გახვეული, თუმცა მაინც მეშინოდა.

მეშინოდა იმის, რაც გასულ ღამეს მოხდა. იმისიც, რაც ახლა ხდებოდა და ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რაც მას შემდეგ მოხდებოდა, როდესაც ჩანიოლი გადმოაბიჯებდა ამ კარის ზღურბლს. მაშინებდა ჩემი გადაწყვეტილება და ის შედეგები, რაც შეიძლებოდა მას მოჰყოლოდა, განსაკუთრებით კი იმ კითხვაზე პასუხი, რომელის დასმასაც ვერსად გავექცეოდი.

გუშინ ღამით გაჩენილი მოგონებები, არ აპირებდნენ ჩემს მარტო დატოვებას და იმის შიში, რომ ახლა, ნებისმიერ წამს, შეიძლებოდა კარი შემოენგრია "იმას" და რამე დაეშავებინა ჩემთვის, ძლიერდებოდა. 

და აი, სახელურს ვიღაც ეჭიდება. აი სახელურიც იწევა. იქნებ "ის" არის?! რა გარანტია მაქვს, რომ არა?! შეშინებული ვიქცევ საბნის პირს მუჭებში და სხეულზე ისე ვიფარებ, თითქოს ეს ფარატინა ნაჭერი დამიცავს რამესგან ან ვინმესგან.

კარი გაიღო და დამფრთხალი ავეკარი საწოლის თავს, თუმცა ჩემი "დაფრთხობა" ნაადრევი აღმოჩნდა, ვინაიდან ხელში ქაის სხეული შემრჩა.

და ბოლოს მერცხლებმაც გადაიფრინეს (Chanyeol fanfiction)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz