Untitled Part 9

1.1K 127 32
                                    

- გ-გამარჯობა,- გაუბედავად მივესალმე და არ ვიცოდი უნდა შემომეშვა სახლში თუ არა. ის პირველი სტუმარი იყო, რომელიც ჩემი აქ მუშაობის პერიოდში მოვიდა. სიმართლე, რომ ვთქვათ აქ მუშაობის დაწყების შემდეგ, ფაქტობრივად მხოლოდ ბატონი პაკის, ბერნარის და ძალიან იშვიათად ჩანიოლის მძღოლის ნახვა მიწევდა ხოლმე. ეს პიროვნება კი ამ სამიდან არც ერთი არ იყო.

მუქი, შოკოლადისფერი კანი და თითქმის ისეთივე მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, როგორიც ბატონ პაკს. გამიზნული მზერით ჩამშტერებოდა თვალებში და ადგილიდან არ იძვროდა.

- არ აპირებ შემიშვა?- მისი ხმაც ისეთივე მწველი იყო, როგორიც მისი გამოხედვა. ისიც კი არ ვიცოდი ვინ იყო, აქ რას აკეთებდა ან სურსათი მან რატომ მოიტანა.

- დიახ,- ისევ გაუბედავად წარმოვთქვი და ასევე გაუბედავად გავიწიე გვერძე, რომ უცხო პიროვნება შემომეშვა სახლში. 

გვერდით ჩამიარა ისე, რომ ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო. 

გადავწყვიტე ნერვები მომეთოკა და კარი დამეხურა, როდესაც კიდევ ერთი უცხო ხმა გავიგონე.

- არა, არა მოიცა. ჯერ არ დაკეტო,- არ ვიცოდი ეს ხმა ვის ეკუთვნოდა, თუმცა რატომღაც გამახარა მისმა გაგებამ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვინმე მკაცრად ან უხეშად არ მომმართავდა.

კარი ისევ გავაღე და შევნიშნე ჩემ წინ, ჩემზე ოდნავ დაბალი სილუეტი როგორ აიტუზა. მანათობელი ყავისფერი თვალებით მიყურებდა და მოურიდებლად მათვალიერებდა.

- ვაუ,- აღმოხდა მას. ბიჭი საშინლად მომხიბვლელი და სიმპატიური? არა, ლამაზი იყო. ხელები ზურგს უკან დაეჭირა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე დაბალი იყო, მაინც მოხრილიყო წელში და ქვემოდან მათვალიერებდა,- თოვლის დედოფალს გავხარ,- გაეცინა, როცა შეამჩნია, რომ ლოყები ამიწითლდა,- რა საყვარელი ხარ,- ამას მეუბნებოდა ბიჭი, ლეკვის გამოხედვით.

და ბოლოს მერცხლებმაც გადაიფრინეს (Chanyeol fanfiction)Where stories live. Discover now