Untitled Part 8

1.1K 127 24
                                    

რა თქმა უნდა. როგორ ვერ მივხვდი.. ის სწორედ იმაზე ბრაზობდა, რომ თმის დამოკლება მომიწია. მითუმეტეს სწორედ იმ დღეს, როდესაც მან კომპლიმენტი მითხრა. მეც გავბრაზდებოდი მის ადგილას, თუმცა თმა ხომ ჩემი ნებით არ შემიჭრია?! 

რა თქმა უდა ბატონმა პაკმა ეს ნამდვილად არ იცოდა. 

რომ მეთქვა ამით რას შევცვლიდი? ამის გამო ბერნარს სამსახურიდან არავინ გაუშვებდა, გამწარებული მოხუცი კი მე მომდგებოდა და ალბათ თმას საბოლოოდ გადამპარსავდა.

ერთ ადგილას ვიდექი გაქვავებული, ვუყურებდი ახალგაზრდა ბატონის გაბრაზებულ სახეს, თუმცა მზერას მაინც ვერ ვუსწორებდი, თვალებში ვერ ვუყურებდი. რა მქენა? ბერნარი ჩამეშვა და საკუთარი თავისთვის ახალი შტორმი მომეწყო შეშლილი კუდიანის სახით? არა! ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდი. სამსახურიდან, რომ გავეგდე ამის გამო, ნამდვილად არ იქნებოდა ჩემთვის კარგი.

საბოლოოდ გადავწყვიტე უბრალოდ ბოდიში მომეხადა იმის გამო, რაშიც დამნაშავე არ ვიყავი. თუმცა კი ბოდიშის მოხდაც მაშინებდა. ჩანიოლმა ხომ რამდენიმე წუთის წინ საუბარი მხოლოდ ამის გამო ჩემაწყვეტინა და დამტუქსა, რომ "არაფრის მაქნის ბოდიშებს" ვიხდიდი.

სხვა გზა მაინც არ მქონდა. მერჩივნა ისევ ბატონი გამწყრომოდა და მას დავეთხოვე, ვიდრე ბერნარს გავეგდე სამსახურიდან.

მის მწველ მზერას ვგრძნობდი, რაც მაიძულებდა, რომ მისთვის თვალი არ გამესწორებინა, ამიტომაც თავი ოდნავ დავხარე და ჩემს სახლისთვის გამოყოფილ ტუფლებს დავაკვირდი, რომელიც მანამ ჩავიცვი, სანამ დალაგებას დავიწყებდი. რატომღაც ამ უხერხულ სიტუაციაში, ეს მოსაწყენი, შავი, პრიალა ფეხსაცმელები საშინლად საინტერესოდ მეჩვენა.

ვგრძნობდი ჩანიოლის ისედაც დაუბალანსებელი სუნთქვა, კიდევ უფრო როგორ ხშირდებოდა და გადავწყვიტე ხმა ამომეღო:

და ბოლოს მერცხლებმაც გადაიფრინეს (Chanyeol fanfiction)حيث تعيش القصص. اكتشف الآن