35. ადაპტაცია ..

1.2K 142 43
                                    

ვიცი რას გრძნობს ადამიანი, რომელიც ახლობელ პიროვნებას კარგავს. ვიცი რა განცდაა დაკარგო საყვარელი ადამინი და ისიც ვიცი როგორ გრძნობენ თავს ის ადამიანები, რომლებიც პირველნი აყრიან საფლავს იმ ერთ მუჭა მიწას, რომელსაც შემდეგ მიწის ახალი, უფრო დიდი ფენები მალავს,  მაგრამ დამერწმუნეთ, მე წარმოდგენა არ მქონდა რას გრძნობდა ჩანიოლი ახლა.

ჩვენი განლაგება ოთახში ბუნებრივი იყო, თუმცა ემოციების გამოხატულება, თითქოს არ შეესაბამებოდა ამ სიტუაციას.

ქაი ჯერ კიდევ ვერ სწევდა თავს მაღლა, ვინაიდან არ სურდა მეგობრის განადგურებული სახის დანახვა. იყო ბექიონიც, რომელმაც პირველმა შენიშნა ჩანიოლის ჩამოსვლა და მხოლოდ მააინც დაინახა ის პირველი ემოცია, რომელიც სიტყვა "მკვდარია"-ს მოჰყვა. და ვიყავი მე.. არა, არც ის ვიცი რა ემოციები მეწერა სახეზე, თუმცა მოველოდი, რომ კიბის ბოლოში გახევებული ჩანიოლის ლოყებზე ცრემლები გაიკვალავდა გზას, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არანაირ ემოციას არ გამოხატავდა.

შევცდი.. ალბათ..

ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს.. ისე, რომ ცრემლიც არ გადმოვარდნია.. ისე, რომ შებრუნებულს უკან აღარ მოუხედავს, გაბრუნდა და სარდაფისკენ წავიდა.

მინდოდა, მართლა გულით მინდოდა, რომ გავყოლოდი, თუმცა თითქოს იატაკში ლურსმებით ჩააჭედესო, ადგილიდან ვერ ვინძრეოდი და შესაბამისად მისი სილუეტიც ნელ-ნელა ქრებოდა ჩემი თვალთახედვის არედან.

- ეს ასე არ უნდა გაეგო..- გაისმა ქაის ამოხვნეშა და მხოლოდ ახლა მოვედი აზრზე.

- ღმერთო,- ერთი ამოიძახა ბექიონმა და სკამზე დაესვენა.

ვერაფერს ვამბობდი. გულში რაღაც მწიწკნიდა და შიგნეულობას მტკენდა თუნდაც მხოლოდ იმის წარმოდგენა, რომ ახლა, ჩემი მკაცრი, შეურყეველი ბატონი, წვრილ ნატეხხებად იშლებოდა.

- ქაი..- მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მე ვთქვი ქაის სახელი, როდესაც ორვემ მე მომანათა მზერა.

და ბოლოს მერცხლებმაც გადაიფრინეს (Chanyeol fanfiction)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz