Untitled Part 4

1.3K 150 16
                                    

ფელიცია სწრაფად მოწყდა ადგილს და კიბეებზე ისე ჩუმად აირბინა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ოთახში შევიდა და კარი გამოხურა. გახშირებული სუნთქვის დამშვიდებას ცდილობდა, რადგან იცოდა, რომ წუთი წუთზე ბერნარი შემოხსნიდა კარს. და აი, მანაც არ დააყოვნა.

კარი მთელი თავისი ძალით შემოხსნა ალეწილმა და გაანჩხლებულმა მოხუცმა და ისე შეხედა გოგონას, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს ქვეყანაზე მომხდარი თითოეული უბედურება

- დიახ?- ფელიციას მიერ ნათქვამი სიტყვა კითხვასავით გაჟღერდა ჰაერში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცოდა რის თქმასაც აპირებდა მის ოთახში მოვარდნილი შტორმი, მაინც ჩუმად და მოჩვენებითი ინტერესით მიაპყრო მზერა მას.

- ბატონს დღეს შენ მოემსახურები ლაწირაკო,- ისე საშინლად მიუგდო თითოეული სიტყვა, რომ ასე ცუდად, ჯერ ქუჩის ძაღლისთვისაც არ მიუგდიათ პური.

- გასაგებია,- ფელიციასთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ქონდა.

წამოდგა და კარისკენ წავიდა, თუმცა მასზე მთელი თავით დაბალმა მოხუცმა სტაცა მკლავში ხელი და გასვლის საშუალება არ მისცა.

- მისმინე კანალიზაციის ვირთხავ,- " ეს რაღაც ახალია. აქამდე გომბიო ვიყავი", გაიფიქრა გოგონამ,- ზედმეტი რამ, რომ შევნიშნო შენს ქცევებში, თავბედს გაწყევლინებ.

- გასაგებია,- ამ მოხუცთან უთანხმოების დაწყებას სჯობდა, ბირთვულ ქვეყანასთან ჩაბმულიყავი ომში, ამიტომაც ფელიციამაც შეიკავა თავი და "მორჩილად" უპასუხა.

ზიზღით შეუშვა ქალმა ხელი და საშუალება მისცა გოგონას, რომ ოთახი დაეტოვებინა.

დასამალ ფაქტს ნამდვილად არ წარმოადგენდა ის, რომ ფელიციას ახალი ბატონისადმი მცირეოდენი შიში ჰქონდა გულში გამჯდარი. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მათი პირველი შეხვედრა არც ისე სასიამოვნოდ წარიმართა.

პაკ ჩანიოლი ისევ მისაღებში იჯდა და რაღაც ფაილებს ჩაჰკირკიტებდა. შიგა და შიგ მობილურზე ურეკავდნენ და ისიც დამაკმაყოფილებელ პასუხს, ან ახსნა განმარტებას აძლევდათ.

და ბოლოს მერცხლებმაც გადაიფრინეს (Chanyeol fanfiction)Donde viven las historias. Descúbrelo ahora