20. საიდუმლოებებით სავსე

1.1K 138 26
                                    

გულმა ვერ გამიძლო.
უნდა მენახა რა იყო, აიდან მოდიოდა და რატომ ისმოდა ასე ყრუდ, მაგრამ მაინც უჩვეულოდ მკაფიოდ.
საბანი, რომელშიც წეღან იმ იმედით გავეხვიე, რომ ბატონი პაკი ვერ შენიშნავდა ჩემს სიმფხიზლეს, გადავიხადე და ვეცადე იმდენად ფრთხილად მემოძრავა, რომ საწოლს არ გამოეცა ჭრიალის ხმები.
საბოლოოდ ჩემმა შიშველმა ფეხის ტერფებმა მიაღწიეს იატაკამდე.
გრილ ზედაპირზე შეხებისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და კიდევ უფრო გამომაფხიზლა.
ჩემი სხეულის მთელი წონა ფეხებისკენ მივმართე და უჩუმრად წამოვდექი.
იმდენად ფრთხილად ვმოქმედებდი, რომ ვინმეს შეიძლება ეფიქრა, კარადაში დამალული მკვლელისთვის თავის არიდებას და გაქცევასცდილობსო.
მეც ასეი შეგრძნება მქონდა და ჩემი ნელი მოძრაობის ერთ ერთი მოზეზის სწორედ ის იყო, რომ მეშინოდა იმის რაც ხმას გამოსცემდა (თუმცა კი წარმოდგენა არ მქონდა ეს "რაღაც" რა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო).
კარს ნელ ნელა ვუახლობდებოდი და ვგრძნობდი, როგორ უმატებდა ჩემი შიგნეულობის ღრღნას ძვლებში გამჯდარი შიში.
კარის სახელურს შევეხე და შევყოყმანდი.
იქნებ მე ეს სულაც არ მეხება?
იქნებ სულ ტყუილად დავპანიკდი და ხმას სულაც გაზქურაზე დარჩენილი ჩაიდანი გამოსცემს?
ხო. მეც ვიცი რომ სისულელეა მაგრამ უკვე აღარ ვიცი რა ვოფიქრო.
შიში ინტერესმა დაჯაბნა და მაიძულა მემოქმედა.
ის ძალა, რომლებიც ძილის შემდეგ უხვად უნდა მქონოდა, სადღაც გამქრალიყო და მხოლოდ ნაფლეთების სახითღა შემორჩენილიყო ჩემს ისედაც უსუსურ კუნთებში. ეს ნაფლეთები ერთად შევყარე და მთლიანად იმ მაჯისკენ მივმართე, რომლითაც სახელური მაგრად ჩამებღუჯა.
სახელური დავქაჩე..
თუმცა არაფერი.
კარი არ გაიხსნა.
იმ ფაქტით გათამამებულმა, რომ კარი არ იხსნებოდა, კიდევ ერთხელ მივიტანე მასზე იერიში და ისევ დავმარცხდი.
როგორც ჩანს ბატონმა პაკმა ჩაკეტა.
მაგრამ რაში დასჭირდა? რაში აწყობდა ჩემი გამოკეტვა?
იმით იმედგაცრუებული, რომ ინტერესის დაკმაყოფილება ვერ შევძელი, საწოლში დავბრუნდი და თავი ფიქრებს მივეცი.
მეგონა ბევრი რამ ამოტივტივდებოდა ჩემი მოგონებების უკიდეგანო ზღვის ზედაპირზე თუმცა შევცდი. მასზე მხოლოდ ერთადერთი, მრავალჯერ თქმისგან გაცვეთილი და კუთხეებ მოჭმული კითხვა ეგდო: რას მალავს?
ბნელ ოთახში ვიწექი და იმ სიცივისგან დასაფარად გავხვეულიყავი საბანში, რომელსაც შინაგანად ვგრძნობდი და თუმცა კი ვიცოდი, რომ ამ სიცივისგან ნაჭერი ვერ დამიცავდა, მაინც ჯიუტად ვეხვეოდი მასში.
იმ ღამეს თვალი ვერ მოვხუჭე. სმენა დაძაბული მქონდა, რადგან ჯიუტად ველოდი ბატონი პაკის ფეხის ხმის გაგონებას, თუმცა მსგავსი არაფერი მოსულა ჩემს ყურამდე.
უკანასკნელად საათს რომ დავხედე, ექვსის თოთხმეტ წუთს მიჩვენებდა. როგორც ჩანს ამის შემდეგ ჩამთვლიმა, რადგან გონს მაშინ მოვედი, როდესაც მაღვიძარამ გამოსცა დამაყრუებელი ხმა, იმის საცნობებლად, რომ უკვე შვიდი საათი იყო და ნახევარ საათში ჩემი სამუშაო დღე იწყებოდა.
  იმის გამო, რომ ფაქტობრივად მხოლოდ ოთხი საათი მეძინა (მანამ სანამ ხმაური გამაღვიძებდა და საბოლოოდ როდესაც ჩამთვლიმა), მთვარეულივით წამოვდექი და უსუსური ნაბიჯების გადადგმა დავიწყე სააბაზანოსკენ.
წყალმა შეძლო, რომ ცოტა მაინც გამოვეფხიზლებინე.
ღამით მომხდარი უკვე ცუდი სიზმარივით მახსოვდა და წამით იმაშიც კი შემეპარა ეჭვი, ხომ არ დამესიზმრა მეთქი. მაგრამ არა. არც დამსიზმრებია და არც რამე მომჩვენებია.
გუშინ ღამე იყო ხმაურიც, შიშიც და ბატონი პაკიც, ჩემი საძინებლის კარის ზღურბლზე.
სააბაზანო დავტოვე, თუმცა ფიქრები თან გამომყვა.
საქმეს ჩვეულმა, ვერც კი შევნიშნე ისე დავიწყე მოახლის ფორმის მორგება, თუმცა მალევე გავაანალიზე რას ვაკეთებდი და შევჩერდი.
ნახევარი უკვე მეცვა, მაგრამ განაღა ვიყავი ვალდებული, რომ ისინი მეტარებინა?
მე აქ აღარ ვმუშაობდი. უბრალოდ აქედან ვერ მივდიოდი უსაშველოდ გრძელი გზისა და იმ ბატონის სიჯიუტის წყალობით, რომელიც, ღმერთმა უწყის, რას მალავდა.
ის ნახევარიც გავიხადე, რაც უკვე ჩამეცვა და ისევ იმ საფირმო სკამზე გადავკიდე, რომელიც სპეციალურად ამ ფორმისთვის გამოვყავი.
ფაქტობრივად ცარიელი კარადა გამოვხსენი და მუქი, თუმცა სიძველისგან უკვე ღია, ფერის ჯინსის შარვალი გადმოვიღე. მას მივაყოლე მუდამ ქათქათა ფერის ბიუსჰალტერი, ნაცრისფერი ჰუდი (რომლის ფერიც მიყვარდა, რადგან სიძველე არ ემჩნეოდა) და ბიუსჰალტერივით თეთრი ნასკები. ჩავიცვი და ფეხი იმ ჩუსტებში ჩავყავი, რომლებსაც ფუმფულა ბურთულა წამოსკუპებოდა თავზე.
თმა ჩამოვივარცხნე და ის ის იყო კარი უნდა გამეღო და ოთახი დამეტოვებინა, რომ შევჩერდი.
კარო ხომ ჩაკეტილია.
არც კი ვაპირებდი სახელურის ჩამოწევას და შემოწმებას იყო უ არა ღია, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავაწექი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც კარი გაიღო.
განა როდის მოასწრო მისი გახსნა?!
შეიძლება მაშინ, როდესაც სააბაზანოში ვიყავი, ან მაშინ როდესაც ჩამთვლიმა.
ოთახიდან გაბედული ნაბიჯებით გავედი,  თუმცა მთელი ჩემი შემართება უკვალოდ გაქრა მაშინვე, როგორც კი კიბის თავზე აღმოვჩნდი.
დაბლა სართულიდან ფეხის ხმა ისმოდა, შიგა და შიგ საუბარიც. ორი თუ სამი ნაცნობი ხმა დავლანდე და გული მომიკვდა როდესაც მათში ჩენის უკვე შეცვილი ბარიტონი ვერ გავიგე.
ჯერ კიდევ ნაწყენი ვიყავი, რკმ წასვლის წინ არ მომაკითხა, თუმცა ეგ უკვე ფაქტი იყო, უკვე მოხდა და რომც მეჩხუბა ჩემი ძველი მეგობრისთვის, მაინც ვერაფერს შევცვლიდი.
ბექიონის ხმა გაისმა:
- ეღვიძა?
- როგორ გგონია გაიგო?- ეს უკვე ქაი იყო.
მათი კითხვები ისმოდა თუმცა კასუხები არა. როგორც ჩანს ბაონი მათ თავის დაქნევით აძლევდა პასუხებს.
- არ აპირებ რომ უთხრა?- ისევ ბექიონი.
- არა,- საკმაოდ მკაცრი პასუხი მიიღო ჩემმა ახალმა მეგობარმა ჩანიოლისგან.
- ამით მას საფრხეს უქმ-
ჯანდაბა.
ფეხი დამიცდა.
თავი მოვაჩვენე თითქოს ნახევრად მეძინა და სამსახიობო ნიჭის წყალობით, საკმაოდ დამაჯერებლად დავამთქნარე.
თვალების სრესით მოვაღწიე დაბლა სართულამდე, სადაც ბიჭები საუბრობდნენ და გულუბრყვილო მზერით შევხედე მათ.
ბექი შოკირებული მიყურებდა. ლბათ ფიქრობდა, რომ რამე ისეთი გავიგე, რაც არ უნდა გამეგო. ქაი ისევ ისეთი უემოციო იყო, როგორც ყოველთვის.
რაც შეეხება ბატონ პაკს, ის გაბრაზებული, ცოტა დამფრთხალი და მკაცრი მზერით მიყურებდა.
იმის განსამტკიცებლად თითქოს არაფერი გამიგონია (თუმცა ნეტავ გამეგონა რას მალავენ) ხმა ამოვიღე:
- ბოდიში. ცუდ დროს ჩამოვედი?- და კიდევ უფრო დაბნეული გამომეტყველება მივიღე.
ბექი მაშინვე დაშოშმინდა. ქაის სახეს ცვლილება არ ქონია. ბატონი პაკის გამონეტყველებაში კი ყველა გრძნობა, რომელიც წამის წინ ჩანდა, ერთმა სიმშვიდემ შეცვალა.
- არა, არა,- უხერხული სიცილით დაიწყო ბექიმ,- რა სისულელეა. მოდი, მოგშივდა არა?!
პასუხის გაცემაც არ დამაცადა, ისე შემათრია სამზარეულოში.
ბატონი პაკისთვის მზერა არ მომიცილებია მანამ, სანამ მისი სილუეტი ბოლომდე არ გაქრა და არ მოშორდა ჩემს თვალთახედვას.
- აი,- მაგიდასთან დამსვა ჩემმა მოუსვენარმა მეგობარმა, რომლის მიმართაც ახლა ცოტა წყენას ვგრძნობდი, რადგან მან, დარწმუნებული ვარ, რომ იცოდა ის რაღაც, რასაც ბატონი პაკი მალავდა და არ მეუბნებოდა. მარტო ბექიმ არა, ქაიმაც იცოდა და ღმერთს ვევედრებოდი, რომ ჩენიც მათ რიცხვში არ ყოფილიყო. საერთოდ მე რა მესაქმებოდა მის საიდუმლოსთან? ან ამ სახლში რას ვაკეთებდი? - მომზადება ვცადე მაგრამ არ ვიცი როგორი გამოვიდა, რადგან "კიტრის სალათისთვის" კიტრი არ მიქნია და "ბროკოლის სუპისთვის" ბროკოლი.
ისევ უხერხულად გაიღიმა და შევნიშნე ხშირ- ხშირად როგორ აპარებდა თვალს სამზარეულოს კარისკენ, რომ დარწმუნებულიყო იმაში, ისმოდა თუ არა ხმა ან ჩანდა თუ არა რამე.
გული მეუბნებოდა ყვირილით გავარდი და სახეში მიახალე ყველას, რომ ხვდები რაღაც, რომ ხდებაო, თუმცა ჩემი რაღაც ნაწილი ამის გაკეთების უფლებას არ მაცდიდა და გამუდმებით მიმეორებდა: "აცადე. დააკვირდი მათ თამაშს. ნახე სადამდე შეტოპავენ".
მეც ჩემს ამ ნაწილს აყოლილმა, ხარბათ წავიღე უბროკოლო "ბროკოლის სუპით" სავსე კოვზი პირისკენ და მაშინვე ვიგრძენი..
არაფრის გემო.
ღმერთო ეს სუპი უბრალოდ.. არც ცუდი გემო ქონდა, არც კარგი, რადგან გემო საერთოდ არ გააჩნდა.
არა, ბექი. შენ სამზარეულოში ფეხს აღარ შეადგამ.
- არ გეწყინება ხომ?- მორიდებით ვკითხე მას.
მიხვდა რომ მისი "შედევრი" მართლაც უნაკლო საშინელება იყო და დამნაშავესავით გაღიმებულმა გააქნია თავი.
ღრმა თეფშიდან წვნიანი პატარა ქვაბში ჩავასხი და მაცივარი გამოვხსენი. მასში ბროკოლი უნდა ჩამემატებინა და იმ პაკეტს დავწვდი, რომელიც დიდი ხნის წინ უკან შევჭყუნე. მომეჩვენა, რომ პაკეტს ადგილი ქონდა შეცვლილი, თუმცა ყურადღება არ მივაქციე, გადმოვიღე და ის ის იყო უნდა გამეხსნა, რომ მის ძირზე მიწებებულ, მაცივარში ყოფნისგან ცოტა დასველებულ ფურცელს შევეხე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ვეცადე ფურცელი უკიტრო "კიტრის სალათის" ჭამაში გართული ბექიონისთვის არ დამენახებინა, ისე მოვხსენი შეკვრას და დავხედე თუ არა, თვალები გამიბრწყინდა:
"ვიცოდი რომ შენი ნახვის უფლებას არ მომცემდა ჩანიოლი, ამიტომ ფელ, ფურცლის ბოლოში ჩემს ნომერს ვტოვებ (ვიცი რომ ჩანიოლი ბროკოლის პაკეტს არ გაეკარება, ამიტომ სწორედ აქ ვტოვებ), როგორც კი ნახავ დამირეკე.
ჩენი.
და ბოლოში მისი ნომერი ეწერა.

ახალი თავი თქვენს განკარგულებაშია პატარებო❤️❤️ თქვენს კომენტარებს ველი. შენიშნვები მომეცით თუ რამე არ მოგწონთ, რომ გამოვასწორო. ან ძალიან ნელა ხომ არ მივდივართ ამ რავიცი💖💖რაც გაგიხარდებათ
მიყვარხართ😘😘😘😘💋

და ბოლოს მერცხლებმაც გადაიფრინეს (Chanyeol fanfiction)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang