16. წადი, სანამ შანსი გაქვს

1.2K 151 32
                                    

სარეცხი მანქანა ავამუშავე და სააბაზანოდან გამოვედი. ჩამთა ჯერ კიდევ მხრებზე მეკიდა და მამძიმებდა, რის გამოც ყრუ ტკივილს ვგრძნობდი, ამიტომ ნაჩქარებად გავითავისუფლე სხეული შემაწუხებელი ნივთისგან და საწოლზე დავდე.

ახლა ისევ უნდა ამომებარგებინა ტანსაცმელი?

ასე მალე დავნებდი?

თუმცა ახლა სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა. სახლი ცაკეტილი იყო. ჩემი ოთახი მეორე სართულზე მდებარეობდა და გადახტომითაც ვერ გადავხტებოდი. მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში და რომ შემძლებოდა გადახტომა, ქალაქიდან რამდენიმე მილის მოშოშრებით ვიყავით. ამ ზამთარში კი გზაზე მანქანის "დაჭერის" შანსი, ასედან ხუთი პროცენტიც კი არ მქონდა.

ახლა დავუკვირდი. როგორ ვერ გავთვალე ეს წეღან? არა. რომ წავსულიყავი მაინც, სად მივდიოდი? 

მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს დაწყევლილი სახლი ასე შორსაა დასახლებული პუნქტებისგან. აქ ვინმეც რომ აწამონ არაფერია, რადგან მსხვერპლის ყვირილს მაინც ვერავინ გაიგებს.

საწოლზე დაგდებული ჩანთის გვერდით დავჯეწი და ზმეიკა გავხსენი. 

ოჰ, ბატონო პაკ ჩანიოლ, ნეტავ მაცოდინა ჩემგან რა გინდათ.

ტანსაცმელი ამოვიღე და ხელახლა დავკეცე, რომ კარადაში ნნორმალურად დამელაგებინა.

საქმეში და ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე, როგორ შემოვიდა ცემს ოთახში ვიღაც.

ვინაიდან ნელი ნაბიჯების ხმა იყო და არა კარის შემოგლეჯის, ვიფიქრე, რომ ბატონი პაკი იქნებოდა, მაგრამ შევცდი და თავზარი დამეცა, როდესაც ჩემ წინ ატირებული ბერნარი დავლანდე.

მთლიანად კანკალებდა ემოციებისგან და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. მაკიაჟი, რომელიც დილით საგულდაგულოდ გაეკეთებინა, რათა ბატონი პაკისთვის მოეწონებინა თავი, მთლიანად ჩამოშლოდა და მისი ამ განადგურებული მდგომარეობის მიუხედავად, მაინც ბოროტ, ცივ და ზიზღნარევ მზერას არ მაშორებდა.

და ბოლოს მერცხლებმაც გადაიფრინეს (Chanyeol fanfiction)Donde viven las historias. Descúbrelo ahora